4.8
გააზიარე

ქართულ ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი

19
152
40629
4.8
152
რეკომენდაცია
19შეფასება
40629ნახვა
კლინიკის მისამართი
კლინიკასთან დაკავშირება ჩაწერა 24/7
ნომრის მოთხოვნა ჩაწერა 24/7

მადლობა, თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა კლინიკასთან.

იამზე
2016-08-23
მადლობას ვუხდი ქუთაისში რეპროარტის ექიმს თეონა თუთბერიძეს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო ჭეღელიძე
2016-04-18
მადლობა ნანა ექიმს
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო ლიპარტელიანი
2015-08-10
მაღალი პროფესიონალიზმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი 2012 წლის ივლისში გაიხსნა. მის ძირითად საქმიანობას ყველა ტიპის უშვილობის მკურნალობა და კვლევა წარმოადგენს. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) მკურნალობაა. კლინიკის მომსახურება ყველა იმ ასპექტს აერთიანებს, რომელსაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა უკავშირდება.

 

ReproART-ის დამფუძნებელი და დირექტორი ემბრიოლოგი ლიკა ჭყონიაა, რომელსაც საქართველოში ამ სფეროში მუშაობის 30-წლიანი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს. რეპროარტის კლინიკური ნაწილის სამეცნიერო ხელმძღვანელია ნიუ იორკის უნივერსიტეტის ნაყოფიერების ცენტრის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალა (Ph.D./H.C.L.D./C.C). დოქტორი მაკკალა ინ ვიტრო განაყოფიერების (In Vitro Fertilization) სფეროში 1983 წლიდან მუშაობს და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნისა და მონოგრაფიის ავტორია.

 

 

ჩვენი კლინიკები

2012 წლის შემდეგ რეპროარტი გაფართოვდა და რეპროდუქციული კლინიკა ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში გახსნა. ქუთაისის ფილიალი 2013 წლის პირველი თებერვლიდან ფუნქციონირებს და დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს, დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, თბილისში არსებულ ყველა მომსახურებას სთავაზობს. 2014 წლის 15 სექტემბრიდან კი ბათუმში ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი-ბათუმი გაიხსნა. რეპროარტი-ბათუმი იმ ტექნოლოგიებს იყენებს, რომლებიც თბილისსა თუ მსოფლიოს წამყვან რეპროდუქციულ ცენტრებშია დანერგილი.

30-წლიანი გამოცდილება რეპროდუქციულ მედიცინაში, უშვილობის მკურნალობის პროცესში მიღწეული წარმატებები და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით (Assisted Reproductive Technologies – ART) მიღებული საუკეთესო შედეგები ReproART-ს რეგიონში ლიდერ პოზიციაზე აყენებს.

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი დაკომპლექტებულია სპეციალისტებით, რომლებმაც სტაჟირება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გაიარეს. რეპროარტის ყველა მიმართულების სპეციალისტი — მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ემბრიოლოგი, გენეტიკოსი, ანდროლოგი, იმუნოლოგი და სხვა — კლინიკაში დანერგილი ამერიკული სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ამ გუნდის, საერთაშორისო მიდგომების, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების ერთობლიობა კი ReproART-ის წარმატების მთავარი გარანტია.

უცხოელ პარტნიორებთან ერთად ჩვენს კლინიკაში სამეცნიერო და კლინიკური კვლევები ტარდება. ReproART- ის გუნდის წევრები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში, სადაც საკუთარ უახლეს სამეცნიერო შედეგებს წარადგენენ, უცხოელი კოლეგების გამოცდილებას ეცნობიან და წარმატებულ მიღწევებს მათ თავადაც უზიარებენ.

რეპროარტის ექიმების ნაშრომები ისეთ მნიშვნელოვან კონგრესებზე იყო წარდგენილი, როგორებიცაა ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციის კონგრესი (ESHRE), აშშ-ის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის კონგრესი (ASRM) და გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის კონგრესი (ISGE) და ა.შ.

 

საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის (IVF) განვითარება ReproART -ის გუნდს უკავშირდება. კლინიკის პერსონალმა მთლიანად სფეროს წინსვლაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურებაა შემდეგი წარმატებები:

  • 2004  წელი - ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI – Intracytoplasmic Sperm Injection) გამოყენების შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა
  • 2007  წელი - გაყინული ემბრიონის გადატანის შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა
  • 2007  წელი - სუროგაციის პროგრამის გამოყენებით პირველი ბავშვი გაჩნდა
  • 2007  წელი - პირველი ორსულობა მამაკაცის მიკროქირურგიული ოპერაციის შედეგად მიღებული სპერმის გამოყენებით
  • 2007  წელი -ბლასტოცისტის კულტივირების შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა
  • 2016  წელი - პირველად საქართველოში დაიბადნენ ჯანმრთელი ბავშვები პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი/დიაგნოსტიკის (PGT-A/PGT-M) შემდეგ
ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.