გავიკეთე ურთულესად ამოსაღები სიბრძნის კბილის ოპერაცია.ბატონ შოთა ლობჟანიძესთან.მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ შოთას და მის თანაშემწე ქალბატონ ხატიას.მთელ კოლექტივს უძლიერესი ექიმი და კარგი მედ პერსონალი.მადლობა ბატონო შოთა.
კლინიკა რომლის ცხელი ხაზი მუშაობს საღამოს 21:00 მდე არანაირად სანდო არაა !!!! როგორ შეიძლება ასე ???? ვთქვათ და ახლობელი რომელიც ძალიან ცუდადაა მიხვდა კლინიკაში , 24 საათიან რეჟიმში პატრონმა სად უნდა შეძლოს დაკავშირებით და მდგომარეობის გაგება????
მადლობა მინდა გადაუხადო ექიმ ნინო ბაჩიაშვილს და ქირურგ ლაშა ღუღუნიშვილს და მათ დამხმარე პერსონალს ასეთი პროფესიონალური მიდგომისთვის ძაან მაგარი ექიმები არიან და ასეთი ექიმების ხელში რომ მოვხვდი,დიდი მადლიბაკიდუვ ერთხელ
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 150 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტალი ყოველდღიურად ასეულობით პაციენტს ემსახურება.
ჰოსპიტალი ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე, ამიტომაც ჰოსპიტალში დანერგილია უახლესი ევროპული სტანდარტები პაციენტებზე ზრუნვისა და მათი მომსახურების პროცესებში. ჰოსპიტალის ინფრასტრუქტურა შექმნილია გერმანული სტანდარტების მიხედვით, რომლის ანალოგი საქართველოს მასშტაბით არ არსებობს. ვენტილაციის უმაღლესი ხარისხის სისტემა უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადების მართვას და ფილტრაციას, ასევე ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირებას, რაც უმნიშვნელოვანესია სადიაგნოსტიკო და სამკურნალო წარმატებული ოპერირებისთვის. ჰოსპიტალი ასევე აღჭურვილია სახანძრო და საგანგებო სიტუაციების უსაფრთხოების სისტემით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტებისა და ჰოსპიტალის თანამშრომლების დაცულობას საგანგებო სიტუაციის არსებობის შემთხვევაში. სისტემა დანერგილია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და მუდმივად გამართულია პოტენციური საფრთხის აღმოსაფხვრელად.
სამედიცინო მიმართულებები: