თათია-ექიმი არის სასწაულმოქმედი ექიმი, თავდაუზოგავად მუშაობს და ნამდვილად ღირს მასთან მკურნალობა, დამიჯერეთ.
თათია ექიმმა უმრავლესობაზე მეტი იცისი, მნიშვნელოვანია, რომ იცის პროტოკოლები, ამიტომ დავდივარ მასთან.თუმცა პროტოკოლი არის მორგებული ყველაზე და არა ინდივიდებზე, ამიტომ ხშირად თვითონ უნდა დაუსვათ ბევრი კითხვა, რაც თათიას ძალიან აღიზიანებს, შეუძლია შეურაცხყოფა მოგაყენოთ ყველას თანდასწრებით და არ გიპასუხოთ თქვენს შეკითხვებზე. გოგოები ადმინისტრაციაში კარგები არიან ძალიან.ლაბორანტმა ქალბატონმა სუფთა ნაცხის დანახვისას მკითხა: ძალიან უცნაურია, ყველაფერი სუფთაა, ეს ბადებს ეჭვს, რომ გაქვთ ინფექცია!ამიტომუნდა იცოდეთ ვისთან მიხვიდეთ და რა საკითხებზე. თათია ტუღუშს აქვს როგორც პლიუსები ასევე მინუსები.
ქალბატონო თათია,თქვენი მწამს და მჯერა, რომ გავხდები დედა.
თათიას აღიზიანებს კითხვები, რადგან ჰგონია, რომ მის კომპეტენციაში ეჭვი გეპარება. გაღიზიანებისას კარგავს კონტროლს და შეუძლია ყველას თვალწინ შეურაწყოფა მოგაყენოს. პროფესიონალიზმს რაც შეეხება, კარგია.
თათია არის ნამდვილი პროფესიონალი. ეს უდავოა!!! ექიმი რომელიც არ მუშაობს ფულის გაკეთებაზე. ლოდინით დაღლილებს ვეტყვი რომ, დაუჯერეთ რასაც გირჩევთ და შედეგი აუცილებლად იქნება. საოცრად თბილი გარემოა მასთან. თათიამ უამრავი ადამიანი გახადა ბედნიერი მეც მათ შორის. უფალი ღმერთი გფარავდეთ, მიყვარხართ.
პირველადი შთაბეჭდილება ქ-ნ თათიაზე ასეთია: არის ზედმეტად ფამილარული პაციენტებთან, ცოტა ვულგარული; თითო პაციენტს უთმობს მაქსიმუმ 5 წუთს (ალბათ იმიტომ, რომ მისაღებში 100 ელოდება); აღიზიანებს კითხვები, რადგან ჰგონია, რომ მის კომპეტენციაში ეჭვი გეპარება. გაღიზიანებისას კარგავს კონტროლს და შეუძლია ყველას თვალწინ შეურაწყოფა მოგაყენოს. პროფესიონალიზმს რაც შეეხება, ჯერ არ ვიცი. ველოდები შედეგს. ზოგადად, ექიმის პროფესიონალიზმის განსაზღვრა ჩვენში თითქმის შეუძლებელია, რადგან ორ ექიმს ვერ ნახავ, ვინც ერთსადაიმავეს გეტყვის და ყველა ექიმი აგინებს სხვას.
ფერტიმედი?? სასწაულია, კოლექტივი ??? - სიტყვებით გამოხატვა მიჭირს, თითოეულს ჩავეხუტები ძალიან, ძალიან .... და მსოფლიოსხელა მადლობას ვეტყვი ....
ძალიან კარგი კლინიკაა პროფესიონალებით დაკომპლექტებული
ძალიან საყვარლები არიან ყურადღებიანები პროფესიონალები და რა ვიცი აღარ მჭირდება თათიასთან სიარული მაგრამ ხან სურვილი მიჩნდება ისე შევიარო. ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ მისი წყალობით ვარ დედა
ჩემი საყვარელი ექიმი, პროფესიონალი, კარგი კოლექტივის გარემოცვაში