4.4

ნია ონიაშვილის კლინიკა ბაიები

💬 16
👍 144
👁️‍🗨️ 58225
კლინიკის მისამართი
📍 ბეჟან კალანდაძის ქ.N 10

შეფასება

მარიამი 2026-03-14

მადლობა კლინიკა „ბაიებს“ ასეთი მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალიზმისთვის.


ანამარია ქუთათელაძე 2026-03-14

კლინიკა „ბაიები“ ნამდვილად გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით და პროფესიონალიზმით. მკურნალობის პროცესის დაწყებიდანვე ობიექტურად ვაფასებდი ყველაფერს, განსაკუთრებით დედის მდგომარეობის გათვალისწინებით – მას ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია საშვილოსნოს ყელზე. ქალბატონი ნია ონიაშვილი იყო ექიმი, რომელმაც უდიდესი პროფესიონალიზმით უზრუნველყო დედის სწრაფი გამოჯანმრთელება. კლინიკის გარემო შესანიშნავია, ექიმები მუდმივად მზად არიან ყურადღება მიაქციონ პაციენტებს. ჩვენი 4 დღიანი ცალკე პალატაში ყოფნისას ექიმები რეგულარულად შემოდიოდნენ, რომ ყურადღება გამოეჩინათ პაციენტისადმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადად ჩემთვის, როგორც შვილისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკაში მაღალკვალიფიციური ექიმების ყოლა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. ამ გამოცდილებამ გამიღვივა სრული ნდობა კლინიკის მიმართ. ასევე, მაქვს გამოცდილება კლინიკა „ბაიების“ მეორე ფილიალშიც, სადაც თითოეული ექიმი უმაღლესი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ლელა რუხაძეს, რომელიც თავის სფეროში უბადლოა. მადლობა კლინიკა „ბაიებს“ ასეთი მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალიზმისთვის. სამომავლოდ ვიცი სად და ვის უნდა ჩავაბარო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთები...


ლიკა პატატიშვილი 2023-11-27

ეს კლინიკა რასის მიხედვით ემსახურება პაციენტებს როგორც მივხვდი.რეგისტრატურაში ძალიან უპატივცემულო მიმართვა,უყურადღებობა,აგრესია.ფასები გაუგებარი.ჩაწერილი ვიყავი და მისულს რამდენიმე ადამიანი დამხვდა იმავე დროს ჩაწერილი რიგში(აზერბაიჯანელები)ყველას ჩემზე წინ მოემსახურნენ. ვერ გავიგე საერთოდ სად მოვხვდი..


ინფორმაცია

ინფორმაცია არ არის დამატებული

ვიდეოები

ინფორმაცია არ არის დამატებული