4.9
გააზიარე

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი

19
120
59980
4.9
120
რეკომენდაცია
19შეფასება
59980ნახვა
კლინიკის მისამართი
მაია მაია
2022-06-06

საუკეთესო კლინიკა საუკეთესო ექიმებით

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
nona
2020-10-18

ze sauketesoze sauketeso klinika,dzalian madlieri var yvela med personalis da gansakutrebit saqalbatone eka kapanadzis,,da imedia ese gagrdzeldeba eka eqimis gareshec,,madloba yvela med personals,madloba baton giorgi papiashvils da baton vaniko culevskis,aq ver chamovcer satitaod yvelas magra es gvtisnier eqimebtan aqvs chem vajkacs shexeba da amat ufro vayeneb cina xazze,madloba da cinsvla joooenis samedicino centrs,,

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო ხვედელიძე
2020-06-01

საუკეთესოები, ღვთისნიერები, კვალიფიციურები, მზრუნველები. ჩემი დიდი იმედია ეს პერსონალი. როგორ და სად შეკრიბეს ასე ყველა კარგი ადამიანი, სანიტრიდან დაწყებული უმაღლესი კლასის ქირურგებით დამთავრებულები. მიყვარს ყველა. უფლის შემდეგ ეს კლინიკა და მათი ექიმებია ჩემი იმედი. ❤❤❤❤

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

ჯო ენის სამედიცინო ცენტრმა 1996 წლის სექტემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება, როგორც მონოპროფილურმა დაწესებულებამ, პროფილით გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგია. დღეისათვის  კლინიკაში  წარმატებით  ტარდება  ყველა სახის  ქირურგიული მკურნალობა, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. გულის თანდაყოლილი მანკის მქონე ახალშობილის ან მოზარდის გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების შემთხევაში, ცენტრის გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის სამსახურის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ქირურგიული სერვისების სრული სპექტრის დახმარების აღმოჩენა ნებისმიერ ასაკობრიც ჯგუფში, როგორც დღენაკლულ, დაბალი წონის ახალშობილებში, ისე მოზრდილებში. აქვე ფუნქციონირებს მოზრდილთა კარდიოლოგიური და კარდიო - ინტენსიური თერაპიის სამსახურები, სადაც ხდება მწვავე და ქრონიკული კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების სადღეღამისო მიღება. ჯო ენის სამედიცინო ცენტრში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს კლინიკო - დიაგნოსტიკური ლაბორატორია, სადაც ჰემატოლოგიური, სეროლოგიური თუ სხვა სახის გამოკვლევები ტარდება, მსოფლიოს წამყვანი ბიოტექნოლოგიური ფირმების მიერ მოწოდებული ანალიზატორებით და ტესტ სისტემებით. ცენტრში უწყვეტად ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც ხდება გულის იშემიური, შეძენილი და თანდაყოლილი პათოლოგიების, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე ინტერვენციული მკურნალობა. 2005 წლიდან კლინიკამ დაიწყო ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის (ე.კ.მ.ო) პროგრამაზე მუშაობა, ე.კ.მ.ო არის შედარებით ახალგაზრდა მაღალტექნოლოგიური და ძალზედ ეფექტური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს დაავადებული ფილტვებისა და გულის დროებითი ჩანაცვლება სპეციალური აპარატურით. ჯო ენის სამედიცინო ცენტრი ერთადერთი კლინიკაა მთელს ამეიერკავკასიის რეგიონში, რომელიც დიდი წარმატებით ახორციელებს თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ქირურგიული მკურნალობის სრულ სპექტრს და პაციენტებს სთავაზობს 24 საათიან მაღალპროფესიულ სამედიცინო მომსახურებას. ცენტრი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, სამედიცინო პერსონალი მუდმივად გადის თრეინინგებს ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში, ინერგება ახალი სამედიცინო პროგრამები. კლინიკა მუშაობს დასავლეთ ევროპული და ამერიკული კარდიოქირურგიული კლინიკების სტანდარტების შესაბამისად, რაც მკურნალობას კიდევ უფრო წარმატებულს ხდის.

 

 

ჯო ენის სამედიცინო ცენტრში ასევე ფუნქციონირებს შემდეგი მიმართულებები:

  • ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოლოგია;
  • გულის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა;
  • ინტერვენციული კარდიოლოგია;
  • თორაკალური ქირურგია; 
  • არითმოლოგია;
  • კლინიკო - დიაგნოსტიკური ლაბორატორია;
  • სისხლის ბანკი;
  • რადიოლოგია;
  • პედიატრია;
  • გინეკოლოგია;
  • ნაყოფის ექოკარდიოგრაფია;
  • ენდოკრინოლოგია;
  • ოტორინოლარინგოლოგია;
  • ფსიქო - სოციალური სამსახური.
ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.