5
გააზიარე

ჰარმონია

1
29
15399
5
29
რეკომენდაცია
1შეფასება
15399ნახვა
კლინიკის მისამართი
კლინიკასთან დაკავშირება ჩაწერა 24/7
ნომრის მოთხოვნა ჩაწერა 24/7

მადლობა, თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა კლინიკასთან.

Lavrenty
2023-05-11

კარგი გამოცდილი ექიმები, კარგი მომსახურება და მისაღები ფასები

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

ეკოლოგიურად დაბინძურებულ ქალაქში მაცხოვრებლებისათვის, ჯანმრთელობის აღდგენა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით პრაქტიკულად შეუძლებელია.
კლასიკურ მედიცინას არ ძალუძს რეალური დახმარება, რადგან მედიკამენტები მოქმედებენ ბიოქიმიურ დონეზე და ხშირ შემთხვევაში გააჩნიათ გვერდითი მოვლენები. ნებისმიერი დაავადება ვითარდება უჯრედში ატომებისა და იონების მიმოცვლის დარღვევის შედეგად, ანუ ბიოფიზიკურ დონეზე. მკურნალობაც ამ დონეზე უნდა მიმდინარეობდეს.
ბიოფიზიკური მ.ფომინის სამკურნალო მეთოდი, სრულიად ახალი პრინციპული მიდგომაა, რომელსაც სამედიცინო სამყაროში ანალოგი არ გააჩნია. მეთოდი წარმოდგენილია უჩვეულო აპარატთა ნაკრებით,რომელიც ერთდროულად აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულატორულ და ინტელექტუალურ ფუნქციებს. აღადგენს ყველა ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას, ანეიტრალებს ქსოვილთა აციდოს, ანთავისუფლებს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან, აძლიერებს იმუნურ დაცვას. თურქეთიდან მოწვეულმა ექიმმა, დარეჯან(ია) ხარაზიშვილმა წარმატებით ჩაატარა მორიგი კონსულტაციები კლინიკა "ჰარმონიაში"
წინა ვიზიტის მკურნალობის დადებით შედეგებზე კომენტარს აკეთებს ბევრი მადლიერი პაციენტი, მათ შორის პაციენტ, ბექა ხაჩიურის დედა.  ო ზ ო ნ ო თ ე რ ა პ ი ა - საჭირო პროფილქტიკის მეთოდი დიაბეტის გართულებების დროს. 
როგორც წესი შაქრიანი დიაბეტი მიმდინარეობს სხვადასხვა ინტენსივობითა და გამოვლინებებით. ზოგიერთ ავადმყოფს სჭირდება ინსულინის ინექციები, ზოგს აბები, ზოგი კი დიეტით არეგულირებს შაქრის რაოდენობას სისხლში, მაგრამ ყველა კატეგორიის დიაბეტიან ავადმყოფებში, მაღალ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს სისხლძარღვოვანი დაავადებების მეორადი გართულებები, როგორიცაა: ანგიოპათია; ინსულტი, ინფარქტი; გულის იშემიური დაავადებები; ჰიპერტონია; დიაბეტური ტერფის სინდრომი და სხვ. რაც დიაბეტის გართულებების 50% შეადგენს.
ზემო აღნიშნული პათოლოგიების მთავარ მიზეზს წარმოდგენს მიკროცირკულაციის მოშლა, სისხლაძარღვების შევიწროვება, სისხლის რეოლოგიის შეცვლა, რის გამოც ფერხდება ჟანდგბადის მიწოდება ქსოვილებამდე. 
ოზონოთერაპია წარმოადგენს მაღალეფექტურ, კომპლექსური მოქმედების მკურნალობის მეთოდს, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს: მიკროცირკულაციის აღდგენა, კოლატერალების გახსნა, სისხლძარღვების კედლების ელასტიურობის აღდგენა, უჯრედების ჟანგბადით გაჯერება, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების გააქტიურება, იმუნიტეტის გაძლიერება. შედეგად მიმდინარეობს მიმოცვლითი პროცესების რეგულაცია და ტკივილის სინდრომის მოხსნა . 
ოზონოთერაპია წარმოადგენს საუკეთესო მეთოდს, დიაბეტის გართულებების თავიდან ასაცილებლად.PRP თერაპია, ქსოვილების ბიორეგულაცია-რევოლუციური მეთოდი 
ეს არის მკურნალობის უნიკალური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის გამოყენებით მოხდეს, ბუნებრივი ზრდის ფაქტორის რეგენერაციული თვისებების გააქტიურება და დაზიანებული ქსოვილების სწრაფი აღდგენა, ანთებითი პროცესის კუპირება, ტკივილის მართვა. ამიტომაც, PRPთერაპია დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტულ მედიცინაში.
მკურნალობის აუტოლოგიური პლაზმის გამოყენებით, PRP თერაპიას აქვს რიგი უპირატესობები, ტრადიციულ მედიკამენტებთან მიმართებაში:
მკურნალობის მაღალი ეფექტურობა;
არ მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე;
პროლანგირებული მოქმედება არ საჭიროებს ყოველდღიურ მიღებას;
არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს;
 არ გააჩნია შეუთავსებლობა.
PRP–ის მაღალეფექტურობა გამომდინარეობს, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დახვეწისა და ორგანიზმის ბუნებრივი თვითაღდგენის უნარის გამოყენებით. PRP თერაპიით შესაძლებელია: სახსრების ტკივილის მართვა;
დაზინებული ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა;
სახსრებში სინოვიალური სითხის აღდგენა;
დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენა;
დაზიანებული მყეს–კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა;
 ბუნებრივი ჰიალურონის მჟავის გამომუშავება;
 ანთებითი პროცესის მართვა.
PRP თერაპიის საშუალებით პაციენტებს შესაძლებლობა აქვთკლინიკა „ჰარმონიაში“ მოკლე დროში აღიდგინონ ჯანმრთელობა და იმოძრაონ ტკივილის გარეშე. 
დაინერგა მკურნალობის თანამედროვე მეთოდი
პ რ ო ლ ო თ ე რ ა პ ი ა 

პროლოთერაპია წარმოადგენს ინექციურ მეთოდს, რომელიც მიმართულია ქრონიკულად მიმდინარე მყესოვანი,ხრტილოვანი და ნერვული დაზიანებული ქსოვილების აღდგენაზე, ტრავმების და პოსტოპერაციული აღდგენითი თერაპიის დროს.

 პროლიფერაციული ხსნარი შეჰყავთ დაზიანებულ უბანში, რის შედეგადაც მიმდინარეობს ჯანსაღი ქსოვილების რეგენერაცია და დაზიანებული ქსოვილის აღდგენა 4–6კვირის პერიოდში, რაც აქამდე არსებული მკურნალობის მეთოდების პერიოდს, ამცირებს 4–6ჯერ.

 პროლოთერაპია წარმოადგენს – თერაპიას გვერდითი მოვლენების გარეშე და გამოიყენება:

✳️ოსტეოართრიტები, პერიართრიტები, ართროზები;
✳️ხერხემლის დისკის დეგენერაციული ცვლილები,იშიაზი;
✳️კუნთოვანი ტკივილები ნევრიტები ნეიროპათიები;
✳️თავის ტკივილი, შაკიკი, ნევრალგიები;
✳️ქუსლის დეზები, ეპიკონდილიტები;
✳️პოსტტრავმული და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია. 

 კლინიკა "ჰ ა რ მ ო ნ ი ა" გთავაზობთ მთლიანი ორგანიზმის ერთდროულ, კომპლექსურ ტესტ–დიაგნოსტიკას.     
 ყველა ორგანოს და სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობის შეფასებას. 

✳️ დაავადებათა განვითარების მიზეზის დადგენას;

✳️ ვირუსული,ბაქტერიული,პარაზიტული და სოკოს აქტივობის შეფასებას;

✳️ მოსალოდნელი დაავადების განვითარების განსაზღვრას;

✳️ ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკის დადგენას;

✳️ პროფილაქტიკურ პირველად დიაგნოსტიკას. 

   

 

 


 

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.