5
გააზიარე

დიაკორი

8
32
30468
5
32
რეკომენდაცია
8შეფასება
30468ნახვა
კლინიკის მისამართი
დაგვიკავშირდით ჩაწერა 24/7

მიღებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით

სვეტლანა ბოკუჩავა
2021-02-22

პროფესიონალი ყურადღებიანი ექიმები, თავიანთი საქმის მცოდნეები

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
Mari
2019-11-12

ძალიან კარგი მომსახურება, პროფესიონალი ექიმები, მადლობა მათ

 

 

 

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თამთა
2014-12-24
ძალიან კმაყოფილი ვარ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

კლინიკა დიაკორი დაფუძნდა 2009 წელს, არაგადამდები, ქრონიკული და კომორბიდული დაავადებების კომპლექსურად მართვის მიზნით. დაინერგა დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების მიმართ კონსილიუმის წესით მკურნალობის ტაქტიკის გადაწყვეტა, მულტიდისციპლინარული მიდგომით.

 

ჩვენი პირველი გამოწვევა იყო, დიაბეტისა და მისი გართულებების პრევენციის პროგრამა, რომელიც იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამის მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე ტექნოლოგიების და ცოდნის გამოყენებით, მეტაბოლური დაავადებების სკრინიგი და პრევენცია, რამაც შედეგად მოიტანა საქართველოს მოსახლეობაში მეტაბოლური დაავადებების, კერძოდ დიაბეტის, სიმსუქნის, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეული გამოვლენა და რისკის შემცირება. პროგრამის ფარგლებში გამოიკვლია 2800 პაციენტი და პირველად დადგინდა დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის დროს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების კომორბიდობა. კვლევამ დაადგინა, რომ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გავრცელება მაღალია პაციენტებში, რომელთაც აქვთ გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები, რაც 2009 წელს ჯერ კიდევ არ იყო ფაქტი.

 

აღნიშნული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მაღალი იმპაქტის მქონე ჟურნალებში და მოხსენებულ იქნა 4 საერთაშორისო კონგრესზე:

  1. ევროპის დიაბეტის შემსწავლელი გაერთიანება (EASD)- 2009 წლის შეხვედრა ვენა, ავსტრია;
  2. საერთაშორისო დიაბეტის ფედერაცია (IDF)- 2009 წლის შეხვედრა მონრეალი, კანადა;
  3. მსოფლიოს ენდოკრინოლოგიის კონგრესი (WEC)- 2010 წლის შეხვედრა კიოტო, იაპონია;
  4. დიაბეტის პრევენციის მსოფლიო კონგრესი (WCDP)- 2010 წლის შეხვედრა დრეზდენი, გერმანია;

 

აღნიშნული პროგრამა იაპონიის მთავრობის მიერ აღიარებული იქნა, როგორც ყველაზე წარმატებული პროექტი Grasroot Human Security Projects-ის ფარგლებში.

 

კლინიკა დიაკორი დღემდე ფეხდაფეხ მიყვება საერთაშორისო სტანდარტებს და ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში.

 

სხვა ორგანიზაციებთან ალიანსში, კლინიკა დიაკორის ინიციატივით, ითარგმნა და გამოიცა შაქრიანი დიაბეტის 2019 წლის ADA-EASD კონსენსუს გზამკვლევი. მიმდინარეობს ექიმების უწყვეტი განათლების შიდა პროგრამა ლექციებისა და ტრეინინგების სახით. კონფერენციების ყოველკვირეული ციკლის პროცესში კი განიხილება თანამედროვე საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული სხვადასხვა დაავადებების მართვის გზამკვლევები. ცენტრში მიმდინარეობს რეზიდენტურის პროგრამა ენდოკრინოლოგიაში.

 

კლინიკა მოიცავს ოთხ დარგობრივ განყოფილებას: ენდოკრინოლოგია, შინაგანი მედიცინა, კარდიოლოგია და ლაბორატორია. პროოფილური დეპარტამენტების ხელმძღვანებელები არიან ლალი ნიკოლეიშვილი, ელენე შეროზია, ზვიად ერაძე და შორენა ძველაია, ხოლო კლინიკას ხელმძღვანელობს კლინიკური დირექტორი- რამაზ ყურაშვილი. კლინიკას მინიჭებული აქვს საერთაშორისო დიაბეტის ფედერაციის (IDF) მიერ „დიაბეტის სწავლის ცენტრისა“ და „საუკეთესოობის ცენტრის“ სტატუსი 2018 წლიდან.

 

კლინიკის ტექნიკური აღჭურვა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს და გამოკვლევები ტარდება, ევრო-4 სტანდარტის ევროპული და ამერიკული დანადგარებით.

 

მუდმივად განახლებადი, მტკიცებითი მედიცინით გამყარებულ ცოდნაზე დაფუძნებული, პაციენტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისადმი ინდივიდუალური და მულტიდისციპლინარული მიდგომა სასურველი შედეგისა და წარმატების საფუძველია.

 
ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.