შეფასება
მარინე ვადაჭკორია | 2023-07-15 |
ხშირად არ მიწევს თქვენთან მოსვლა,სადღაც 2-3 წლის წინ ვიყავი,მაგრამ ერთი თვის წინ დამჭირდა ოჯახის ექიმთან ვიზიტი.ჩემი ოჯახის ექიმია საოცარი ქ-ნი- ლია ლაბაძე, რომელმაც დეტალური გამოკვლევები ჩამიტარა და დავადგინეთ ჩემი პრობლემის მიზეზი,მადლობა მას.აგრეთვე მადლობა მინდა ვუთხრა კარდიოლოგ მანონი კვესელავას,ნევროლოგ ქალბატონს,ექოსკოპიის გოგონებს,გინეკოლოგს. არ ვიცი ეხლა კიდევ მუშაობს თუ არა თქვენთან ყელ-ყურის ექიმი ქ-ნი ნელი,7 თვე განუწყვეტლივ მახველებდა,ვიარე ანალიზებზე,სინჯებზე,ვყლაპე წამლები,რენტგენი და ა.შ.ნელი ექიმმა დაადგინა ჩემი უბედურების მიზეზი და დამიბრუნა ვხოვრების ხალისი,უღრმესი მადლობა მას! .სისუფთავე უმაღლეს დონეზეა,სანამ რიგში ვიყავი 3-ჯერ მაინც მოწმინდეს იატაკი. ერთადერთი წინადადება მაქვს, დიდხანს უწევთ რიგში დგომა ბავშვიანებს და მოხუცებს,იქნებ გამოინახოს რამე გზა ამ კუთხით,მადლობა მთელ პერსონალს.სისუფთავე უმაღლეს დონეზეა