ჩაეწერე მიღებაზე
(032) 2 180-181
+995 599 181 192
არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი
კლინიკის მისამართი:
თევდორე მღვდლის ქ. N13
ქალაქი:
თბილისი
4.8
დაამატეთ რეიტინგი
გააზიარე
ნანახია (24113)
გამოწერა
  • პაციენტის შეფასებები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • დაუსვი კითხვა კლინიკას
  • ვიდეოები
  • ჩვენი ექიმები
დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე
პარკინგი
დამატება
ზურა
2015-09-03 16:41:48
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
არაჩევულებრივი ექიმი ბატონი გიორგი ნადარეიშვილი, პროფესიონალი, ადამიანური და მზრუნველი. მისი დამსახურებით მივაღწიე შედეგს
მერიონ
2014-11-14 18:13:30
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
უმაგრესი ექიმები და რაც მთავარია ფულს არ დასდევენ, მარტლა ზრუნავენ შენს კარგად ყოფნაზე და რაც მთავარია შვილოსნობაზე.... ერთი პარკინგის მხრივ მოისუსტებს... მადლობა ბატონ არჩილს 7 წლიანი უშვილობა მქონდა ექიმების დაუკვირვებლობის გამო და დღეს ტყუპების დედა ვარ, მხოლოდ 3 თვე დამჭირდა ამ მიზნამდე.. მადლობა დიდი
ელმირა
2014-11-10 13:11:09
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
ძალიან კარგი ექიმები და დიდი მადლობა. რამდენი ხანი უშვილო ვიყავი, მადლობა ამ ექიმებს
თაკო
2014-10-10 13:25:43
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
პროფესიონალი, გულისხმიერი და კვალიფიციური ექიმები და არა მარტო ექიმები,მთლიანი შემადგენლობა....დიდი მადლობა თქვენ რომ არსებობთ..<3
ქეთი
2014-08-29 16:10:57
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
კვალიფიციური ექიმები და პერსონალი. ადგილმდებარეობა არ არის კარგი, რადგან ძნელია მისასვლელად და მანქანის გასაჩერებლად.

                                           არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტმა აღნიშნული სახელით ფუნქციონირება დაიწყო 2014 წლის 14 იანვარს. იგი შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტის ყოფილი   თანამშრომლების მიერ. ახალი ინსტიტუტის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი არის პროფესორი  არჩილ ხომასურიძე, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი,  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიისა  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი,  რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი, საბუნებისმეტყველო,  მედიკო-ბიოლოგიური და სამედიცინო- სოციალურ მეცნიერებათა  აკადემიების  აკადემიკოსი.

             

              ინსტიტუტი დაკომპლექტებულია ინტელექტუალური გუნდით, რომელსაც აქვს 55 წლიანი შეუფასებელი გამოცდილება გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიასა და უშვილობის მკურნალობაში.  საქმიანობას აგრძელებენ ცნობილი ექიმები, რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგები, მედიცინის აკადემიური დოქტორები: ლიდა ფხალაძე, ლალი ფხალაძე, თინათინ ფირცხალავა, ნინო რაჟამაშვილი, ნინო დათოშვილი, ლუდა ბარბაქაძე, თამარ დიაკონიძე,  მამოლოგი - რევაზ ციციშვილი,  უროლოგ-ანდროლოგები გიორგი ნადარეიშვილი, ალექსანდრე ხელაია, სექსოლოგი- პროფ. ზურაბ მარშანია და სხვები.

  ლაბორატორიულ სამსახურს ხელმძღვანელობს მედ. აკად. დოქტორი ნანა კვაშილავა.

            არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:  ქალისა და მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ორსულობის ვადამდე მიუტანლობა - ჩვეული აბორტები, მაღალი რისკის ორსულთა მონიტორინგი, გინეკოლოგიურ - ენდოკრინოლოგიური დარღვევები რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და მოზარდ გოგონებში: მენსტრუაციული ციკლის მოშლილობა, ჭარბი, მტკივნეული მენსტრუაცია, მენსტრუაციისწინა სინდრომი, ჭარბთმიანობა,  აკნეს გამონაყარი, კანის ცხიმიანობის და ფორიანობის მატება, ჭარბი წონა, სიმსუქნე, ჰიპერინსულინემია, ინსულინრეზისტენტობა, ჰოპოთალამური და მეტაბოლური დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, ჰიპერპროლაქტინემია, საშვილოსნოსმიერი დისფუნქციური სისხლდენები, საკვერცხეების პოლიკისტოზი.

 მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კლიმაქტერული სინდრომის მართვას.

მიმდინარეობს გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა: ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს კეთილთვისებიანი წარმონაქმნები - საშვილოსნოს მიომა,  საშვილოსნოს ღრუს და ცერვიკალური არხის პოლიპი, ენდომეტრიოზი, საკვერცხის ცისტა.  ტარდება ჰემოსტაზის დარღვევების - თანდაყოლილი თრომბოფილიის, ანტიფოსფოლიპიდური სინდრორის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

კლინიკაში მოქმედებს ორსულთა მონიტორინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეულ გამოვლინებას და პროფილაქტიკას, მათ შორის სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების -მასტოპათიის, ფიბროადენომის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. 

კლინიკაში ტარდება მამაკაცის შარდ - სასქესო ორგანოების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების, ენდოკრინული დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.   წარმოებს სპერმის გამოკვლევა რეპროდუქციული ფუნქციის შესაფასებლად, 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში - PSA და fPSA ონკოლოგიური რისკების განსაზღვრის მიზნით. მამაკაცებში აზოოსპერმიის დროს ტარდება ოპერაციული მკურნალობა - ტესტიკულებიდან სპერმატოზოიდების ექსტრაქცია (TESE), შემდგომ ინ - ვიტრო განაყოფიერება.

 მიმდინარეობს ხელოვნური განაყოფიერებისთვის პაციენტების სათანადო მომზადება და შემდგომი პროცედურების შესრულება, ხელოვნური ინსემინაცია, საჭიროების შემთხვევაში დონორის გამოყენება. ტარდება რეპროდუქციული მასალის კრიოპრეზერვაცია - სპერმის გაყინვა პაციენტებში ონკოლოგიური და სხვა დაავადებების დროს მკურნალობის დაწყებამდე, შვილოსნობის გადავადების შემთხვევაში.

მიმდინარეობა სხავადასხვა სახის სექსუალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ტარდება ტესტი წყვილთა შეუთავსებლობაზე უშვილობის იმუნოლოგიური და ცერვიკალური ფაქტორების დასადგენად,  გამოკვლევა ანტისპერმულ ანტისხეულებზე.

            ინსტიტუტი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა - გინეკოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური ბაზა, სადაც მიმდინარეობს სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლება. აგრეთვე, მხოლოდ ჩვენთან  ხორციელდება  რეზიდენტურის პროგრამა რეპროდუქტოლოგიაში - სრული კურსი (3 წელი) და შემოკლებული  კურსი (1.5წელი) მეან - გინეკოლოგების გადასამზადებლად.

ინსტიტუტის თანამშრომლები არიან ევროპის მეან - გინეკოლოგთა საზოგადოების, გინეკოლოგ- ენდოკრინოლოგათა საერთაშორისო ასოციაციის, ნაყოფიერების და უნაყოფობის საერთაშორისო საზოგადოების, ევროპის რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ემბრიოლოგთა ასოციაციის წევრები. რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში, მათ შორის მომხსენებლის რანგში.     

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: უპირველესად პაციენტების ინტერესების დაცვა, პროფესიონალიზმი, გულისხმიერება, კეთილსინდისიერება და პატიოსნება. მისი პრიორიტეტია ექიმთა  ღირსეული მომავალი  თაობების აღზრდა.

 

 

დაუსვი კითხვა
დაუსვი კითხვა ექიმს
გაგზავნა

ჩვენი ექიმები


ფასები