ჩაეწერე მიღებაზე
(032) 2 180-181
+995 599 181 192

ზვიად მათოშვილი

კლინიკის მისამართი:
ვაჟა-ფშაველას 29ა
ქალაქი:
თბილისი
5
შეაფასეთ ექიმი
გააზიარე
ნანახია (30523)
გამოწერა
  • პაციენტის შეფასებები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • დაუსვი კითხვა ექიმს
  • ვიდეოები
დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დამატება
რუსუდან სტეფანიანი არბოლიშვილისა
2017-01-17 09:39:39
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ყურადღებიანი,საქმის მცოდნე,ნიჭიერი სპეციალისტი. მრავალ შობა ახალწლებს დაესწარით ზვიადი ექიმო თქვენი ოჯახით. უდიდესი პატივისცემით-რუსუდანი და ნუგზარი
ანა
2016-11-22 09:28:13
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
საუკეთესო ექიმი და უმაგლესი სპეციალისტი.. ყურადგებიანი, საოცარი გუნდით.. უფალმა გაგახაროთ.
მაია
2016-11-16 19:10:02
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ექიმი,რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი და რაც მთავარია არის ძალიან კარგი ადამიანი. ექიმი,რომელიც ნამდვილად ასრულებს ჰიპოკრატეს ფიცს სხვა ექიმებისგან განსხვავებით.
მარიამი
2016-11-14 23:12:09
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
უმაღლესი დონის პროფესიონალი
მარიამი
2016-11-14 23:09:08
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნამდვილი ექიმი, საამაყოა ასეთი კოლეგები. პროფესიონალი და ძალზედ უბრალო.როგორიც ჭეშმარიტად უნდა იყოს ექიმი. ჩემს ბებიას უმკურნალა, პრეისმეიკერის ინპლანტაციის შემდეგ კარგად გრძნობს თავს.

დამატებითი ინფორმაცია:

დაბადების თარიღი: 24.09.1982

განათლება:

1999-2005წ თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი.

2006-2009წ საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურა. სპეციალობა - კარდიოლოგია

2012-2015წ თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,დოქტორანტურის პროგრამა. მედიცინის აკადემიური დოქტორი.

სახელმწიფო სერთიფიკატები და მოწმობები:

კარდიოლოგის სერთიფიკატი - 2009წ

გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა; სუბსპეციალობის მოწმობა - 2012წ

მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი - 2015წ

ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სერტიფიცირებული სპეციალისტი (EHRA certified electrophysiology specialist level 1 (ECES level 1)and EHRA certified cardiac device specialist level 1 (ECDS level 1))- 2016წ

 

სამუშაო ადგილი და თანამდებობა:

2009წ - დღემდე  აკად. ნყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფო. არითმიების განყოფილების ხელმძღვანელი; ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი; მედიცინის აკადემიური დოქტორი

საერთაშორისო ტრენინგები და მუშაობის გამოცდილება:

2010-2016 წ სხვადასხვა ტრენინგები ევროპის ქვეყნებში არითმოლოგიის მიმართულებით

2015 – 2016 წ ევროპის გულის რიტმის ასოციაციის აბლაციების ერთ წლიანი ტრენინგი შვედეთში, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში

 

მობილური555 502 201 (კონსულტაციაზე ჩასაწერად); 555 502 301 (ექიმთან შეკითხვისთვის).

 

 

ვებ-გვერდი: www.ritmart.ge

დაუსვი კითხვა
დაუსვი კითხვა ექიმს
გაგზავნა
თათია
2017-06-26
გამარჯობა.ვარ 35 წლის. მხოლოდ მარცხენა ხელი მიბრუჟდება დროდადრო,მაქვს ხელის მტევნის ქავილი ისე რომ არავითარი გამონაყარი არ მაქვს.მაქვს ასევე მარცხნივ მკერდის და ზურგის არესში დროდადრო ჭვალის მსგავსი ტკივილები.ეს ყველაფერი თანდათან მიუარესდება.ერთი წლის წინ გავიკეტე კარდიოგრამა და არაფერი მაქვს.გავიკეთე მკერდის ეხოც და არც იქ მაქვს რამე.მაქვს საკეისროს გამო ორჯერ ზურგში ანესთეზია გაკეთებული.ვის მივმართო და სავარაუდოდ რისი მიზეზი შეიძლება იყოს,გული ხომ არ იქნება?.მადლობთ.
ეკა
2017-02-15
ბატონო ზვიად,თქვენი აზრი მაინტერესებს დედას (69 წლის)ჰოლტერის დასკვნაზე,სინუსური რითმის ფონზე ფიქსირდება ხშირი(7490)პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია,მაქს.სიხშირით საათში 489 კომპლექსი,ბიგემინიის 11 და ტრიგემინიის 18 ხანმოკლე ეპიზოდი.რითმის საშ.სიხშირე 84 შეკწთ.მაქს 115,მინ_61.ბლოკადის,პაროქსიზმის ეპიზოდი არ დაფიქსირებულა.იშემია არ არის.გულის ექო ნორმაშია.აქვს ფქოდ(სიმბიკორტზეა), ჰიპერტენზია(160_180100),ღებულობს ლორისტა 50მგ დილა_საღამო,კორდარონს 200მგ.რა დამატებითი კვლებია საჭირო?მადლობა წინასწარ.
მარიამი
2016-12-23
ბატონო ზვიად გამარჯობა, საქართველოში იმყოფებით თუ საზღვარგარეთ ხართ? მინდა მამას მოყვანა თქვენთან, 2 ჯერ გაითიშა გულის წასვლა ქონდა , გავიკეთეთ ჰოლტერი, გულის ექო, თავის ტვინის დოპლერი, თავის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაგია ანგიოგრაფიით და ანალიზები, ექიმმა თქვა არაფერი არ არისო ტომოგრაფიაზე რაღაც თეთრი ფერის წვრილი ლაქები გამოჩნდა მთელ თავზეა მიმოფანტული, ნუ ფაქტია რომ გვითხრეს არაფერი არ არისო და კარდიოლოგმა კორენიტეკი დანიშნა, ტქნოქსი მაღალი წნევის დროს და ერთ ერთი ქოლესტერინის წამალი, ცოტა სისხლძარღვებია შევიწროვებულიო და კარდიომაგნილი დანიშნა. მანამ სანამ ეს გათიშვა ექნებოდა მანამდე არაფერი არ ჭირდა წნევის წამალსაც კი არ სვავდა არ ქონდა წნევები, ახლა ძირითადად აქვს 140/70 ზე და ასე, კორენიტეკს რო იღებს დაბლა უწევს წნევა და ცუდად გრძნობს ხოლმე თავს, ნევროლოგმა არაფერი დაუნიშნა საერთოდ, არის 73 წლის, ძალიან მოძრავია და ჩვეულებრივად არის ანუ რაიმე შეზღუდული არ არის, ბატონო ზვიად როგორ მოვიქცეთ მოვიდეთ თქვენთან კონსულტაციაზე? ან ნევროლოგს ვისგვირჩევთ არ გვინდა რამე გამოგვეპაროს, შეილება ნერვიულობდა რამეზე და იმიტომ გახდა ცუდადო, მოკლედ კიდე სადმე არ გაუმეოროს გვესჰინია და თავი არ დაარტყას , ანუ კრუნჩვები თ და რაღაც არ ქონდა უცებ ფერი დაკარგა უჰაერობა მაქვსოდა დაეცარამდენიმე წამში მოვიდა აზრზე, დიდი მადლობა წინასწარ ველოდები თქვენს პასუხს.
მოგესალმებით. მე პაციენტების მიღებას განვაახლებ 16 იანვრიდან. 555 502 201 ამ ნომერზე ხდება პაციენტების ჩაწერა. როგორც წესი რიგია ხოლმე, ამიტომ უმჯობესია თუ ცოტა ადრე დარეკავთ და ჩაეწერებით. რაც შეეხება ნევროლოგების შესახებ შეკითხვას, ან E-Mail-ი დამიტოვეთ ან მობილურის ნომერი და მოგწერთ
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
ლია
2016-11-17
გამარჯობა რა ღირს თქვენთან კონსულტაცია?
მოგესალმებით. კონსულტაცია ღირს 60ლ. 555 502 201 - ამ ნომერზე ხდება კონსულტაციაზე ჩაწერა. შემდეგ კირაში ლეიპციგის გულის ცენტრში მაქვს სამუშაო ვიზიტი, ერთი კვირის შემდეგ განვაახლებთ პაციენტების მიღებას
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნატა
2016-11-13
გამარჯობათ,დედა მყავს 68 წლის,აწუხებს წნევები სვავს ენაფაშს ყოველდღიურად,ახლა 23 ოქტომრიდან წნევა მხოლოდ ძლიერი დამწევით თუ ჩამოგვყავს,თქვენი რჩევა მჭირდება როგორ მოვიქცე.
მოგესალმებით ნატა. ზოგადად ზეპირად სრულყოფილი რეკომენდავციების მოცემა ძნელია, მით უფრო არ შეიძლება პრეპარატის ამ რეჟიმში შეცვლა. ასე მოვიქცეთ: 1. მიიღოს ენაპ-H დილით და საღამოს, ანუ დღეში 2 ჯერ. 12 საათში ერთხელ 2. მკვეთრად შეზღუდოს სუფრის მარილი და აკრძალეთ ყველა მლაშე საკვები (მაგ მწნილი, ყველი, ძეხვეული) 3. აკრძალოს მინერალური წყლის მიღება 4. საჭიროებისამებრ წონის კლება 5. რეკომენდებულია ფეხით სიარული თუ დაახლოებით ერთ კვირაში წნევის პრობლემა არ მოგვარდა, კარდიოლოგთან ვიზიტი და წამლის გამოცვლა საჭირო იქნება.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
eka
2016-10-27
gamarjobat chems meugles acuxebs amovardnebi kardio exoskopiac gavukete kardio gramac magram araferi gchirso 25velia svavs predlizolons da vshishob predlizolonis brali rnxom ar aris?amjamad gulis camlebs svavs konkors da kordanols magram ar shvelis ra sheidzleba rom gaketdes?cinascar didi madlobas mogaxsenebt
მოგესალმებით. პირველ რიგში სრულყოფილი გამოკვლევებია საჭირო: 1. ჰოლტერის 48სთ მონიტორინგი 2. ფიზიკური დატვირთვის ტესტი (ტესტის ჩატარებამდე კონკორი უნდა შეწყდეს მინიმუმ 2 დღით) 3. TSH, კალიუმი და მაგნიუმი სისხლში 4. სისხლის საერთო ანალიზი აღნიშნული კვლევების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება გარკვეული დასკვნების გაკეთება
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
მარი 26
2016-10-27
მადლობა ყურადღებისთვის, მეილი ეს არის ხომ? zviadcardio@yahoo.com ამ მისამართზე გადმოგიგზავნოთ?
დიახ, ეს მეილი მაქვს :)
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
მარი 26
2016-10-26
გამარჯობა ბატონო ზვიად, დაბრუნდით საქართველოში? ჰოლტრის პასუხი მინდა გადმოგიგზავნოტ მაილზე, მადლობა
მოგესალმებით. დიახ მარი, დავბრუნდი. შეგიძლიათ გამომიგზავნოთ და გიპასუხებთ
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნინო
2016-08-30
გამარჯობა ბ-ნ ზვიად. დედას მოყვანა მინდა თქენთან კონსულტაციაზე,არის 67 წლის. მანამდე მინდა გკითხოთ. ამჟამად წევს რუსთავის საავადმყოფოში, სუნთქვის გაძნელება ჰქონდა, აქვს ასევე ფილტვების ანტებაც, ექიმების დიაგნოზია გულისა და ფილტვების უკმარისობა.სპაზმები და სუნთქვის გაძნელება რამოდენიმეჯერ დაემართა,მაინტერესებს გულის უკმარისობა იკურნება თუ არა. მადლობა
მოგესალმებით ქალბატონო ნინო. ამჟამად მე სტოკჰოლმში, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში ვარ და პაციენტის კონსულტაციაზე მიღების საშუალება მხოლოდ სექტემბრის ბოლოსკენ მექნება. რაც შეეხება შეკითხვას გულის უკმარისობასთან დაკავშირებით. გულის მწვავე უკმარისობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს დროებითი ფაქტორებითაც და მისი განკურნება შეიძლება. რეალური ქრონიკული უკმარისობა ბოლომდე არ ინკურნება და ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო. ადეკვატური მედიკამენტური თერაპიის შემთხვევაში ასეთი პაციენტები უხშირესად დიდხანს ცხოვრობენ (ცხადია გააჩნია გულის უკმარისობის ხარისხსაც).
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
Margarita
2016-08-23
გამარჯობა. ბოლო 1 თვეა მთელი დღის მანძილზე მაწუხებს ექსტრასისტოლური არითმია. 24 სთ-იანი ჰოლტერის მონიტორინგის შედეგი ასეთია: მთელი გამოკვლევის პერიოდში დაფიქსირდა 108920 QRS კომპლექსი. საშ. რითმი 76 შეკ/წთ. მთელი გამოკვლევის განმავლობაში სინუსური რიტმის ფონზე, როგორც დღის,ასევე ღამის განმავლობაში დაფიქსირდა ერთეული რაოდენობით ფართეკომპლექსოვანი(71) ექსტრასისტოლია.მინ.სინუსური რიტმი 54შეკ/წთ დაფიქსირდა 04:42 სთ-ზე. მაქს.სინუსური რიტმი 137 შეკ/წთ დაფიქსირდა 19:50 სთ-ზე. გამოკვლევის პერიოდში სინოაურიკულური, ატრიავენტრიკულური ბლოკადის და sinus-arrest-ის ეპიზოდები არ დაფიქსირებულა.მინიმალური რითმის ფონზე QT_440ms;QTc_400ms;PR-0,18. გამოკვლევის პერიოდში მაქს.რიტმის ფონზე საწყის ეკგ-სთან შედარებით ST სეგმენტის და T კბილის იშემიურ ცვლილებებს ადგილი არ ქონია.გულის რიტმის ვარიაბელობის მაჩვენებლები SDNN 95ms(N143+/-32);SDANN 80ms(N130+/-33) დაქვეითებულია, რაც სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვიულ სისტემებს შორის ნორმალური თანაფარდობის დარღვევაზე მიუთითებს. ასევე, წინა წლებში ექოკარდიოგრაფიულ კვლევებზე გამიმივლინდა მსუბუქი ხარისხის მიტრალური პროლაფსი. წლებია მაწუხებს შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, ვეგეტოდისტონია. ამ მხრივ ვმკურნალობ ანტიდეპრესანტით (ესციტალოპრამით). ასეთ შემთხვევაში რა ტიპის მკურნალობაა საჭირო, რომ მოიხსნას ეს არითმია? გმადლობთ
Mogesalmebit margarita. cesit aseti raodenobis eqtrasistolias mkurnaloba ar chirdeba. tu tqveni asaki >40 celze, klinikashi mibrdzandit da koveli shemtxvevistvis fizikuri datvirtvis testi chaitaret. agretve sasurvelia TSH, kaliumis da mgniumis gazomva sisxlshi.
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ქეთი
2016-08-06
გამარჯობათ ბატონო ზვიად.თქვენზე ბევრი კარგი მსმენია,დედას მოყვანა მინდა თქვენთან მაინტერესებს როდის იქნებით საქართველოში.მანამდე კი მის საერთო მდგომარებას გეტყვით .ხშირად ემართება ტახიკარდია.,წნევის შუალედია 10ხდება.მაგ.:120/110ზე.არის ზალიან მოდუნებული და უენერგიოდ.გადავუგეთ ეხოსკოპია სადაც არაფერი საშიში არ დაფიქსირდა.ანალიზებიც კარგი აქვს.გვირჩიეს არითმოლოგის კონსულტაცია და სისხლზარგვების გამოკვლევა.3წლის წინ გაიკეთა ჩიყვის ოპერაცია.ზალიან გთხოვთ გვირჩიეთ როგორ მოვიქცეთ.ძალიან ვნერვიულობ გთხოვთ დამეხმაროთ.მადლობა წინასწარ.
Mogesalmebit qalbatono Qeti. Samcuxarod me amjamad stockholmshi var, karolinskas sauniversiteto klinikashi. seqtembris bolos dagvikavshirdit da iqneb movaxerxot konsultaciaze migeba. bodishv vikhdi dagvianebuli pasukhistvis
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
თაკო
2016-06-29
გამარჯობათ,rnrnდედა არის 62 წლის პერიოდულად აქვს მაღალი წნევა ამიტომ მუდმივად სვავს კო ამლესას 8/10/2.5 ზე ნახევარს. ზუხელ გახდა ცუდად წნევა ქონდა200 /120 ზე და უჰაერობა ასეთ დროს როგორ მოვიქცეთ?rnrnკარდიოლოგმა გვითხრა ორგანული დაზიანება არაა და ეგ პრეპარატი უნდა სვა მუდმივადოო. რა რეკომენდაციებს მოგვცემთ ასეთ დროს ან რა კვლევებია საჭირო?
მოგესალმებით. თანამედროვე რეკომენდაციებით 62 წლის პაციენტთან სტანდარტული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) დროს წნევის მატების რუტინული მიზეზის ძიება რეკომენდებული არ არის. ასეთ პაციენტთან პირველადი შეფასებისთვის რეკომენდებულია გარკვეული ბაზისური კვლევები (ეკგ, ექოკარდიოსკოპია, ლიპიდური სპექტრის ანალიზი, კრეატინინის ანალიზი). სხვა დამატებითი კვლევები შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის კლინიკური სურათიდან გამომდინარე. აღნიშნული კვლევების შემდეგ უნდა მოხსეს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შერჩევა, რომელიც პაციენტმა ხანგრძლივად უნდა მიიღოს. ამასთან დამატებით რეკომენდებულია ცხოვრების წესის შეცვლა, რაც გულისხმობს: 1. სუფრის მარილის შეზღუდვა, მლაშე პროდუქტის და მინერალური წყლის აკრძალვა 2. ფეხით სიარული (უწყვეტად, აქტიური ნაბიჯით 20-30წთ დღეში) 3. წონაში კლება (საჭიროებისას) 4. თამბაქო-ალკოჰოლის აკრძალვა
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
მანანა ხუხუნი
2016-06-18
მოგესალმებით ბატონო ზვიად. პაციენტი იღებდა ნებილეტ პლუსს 1/2 აბს საღამოობით.ელექტროფიზიოლოგიური კვლევის წინა საღამოსაც ჰქონდა მიღებული ეს პრეპარატი.
ნებილეტ პლუსს მაგას ვერ დავაბრალებთ. ის რეკომენდაციები ძალაშია, რომელიც წინა შეკითხვის პასუხში დაგიწერეთ. წარმატებები
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
მანანა ხუხუნი
2016-06-17
ბატონო ზვიად, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით სრულყოფილი და ამომწურავი პასუხისთვის. ისევ მინდა შეგაწუხოთ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი იგივე პაციენტის შესახებ.(გარდამავალი ვპვ სინდრომით). რამოდენიმე დღის წინ ჩაუტარდა ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, დაგეგმილი იყო აბლაცია, მაგრამ დამატებითი გზის აღმოჩენა ვერ მოხერხდა და შესაბამისად აბლაციაც ვერ გაკეთდა. თუმცა ამ პროცედურის ჩატარებამდე თითქმის მთელი 1 თვის განმავლობაში და წინა დღითაც ეკგ-ზე ვპვ სინდრომი ჩანდა, იმ დღეს კი გაქრა. პროცედურამდე რამოდენინე საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მინიტორზე პერიოდულად ხან ჩნდებოდა და ხან არა.ასე, რომ აბლაცია ვერ გაკეთდა. პაციენტს არითმიის პროფილაქტიკის მიზნით დაენიშნა რითმოკარდი 1 აბი 3-ჯერ დღეში. მაინტერესებს აზრი აქვს თუ არა განმეორებით ელექტროფიზიოლოგიურ კვლევას და აბლაციის ჩატარების მცდელობას?საშიშია თუ არა ეს მდგომარეობა სიცოცხლისათვის,თუ პაციენტი არ ჩაიტარებს აბლაციას?
მოგესალმებით. რა პრეპარატებს იღებდა აღნიშნული ელექტროფიზიოლოგიური კვლევის წინ პაციენტი? თუ შეწყვიტა, კვლევამდე რამდენი დღის წინ? ზოგადად ტაქტიკა უნდა იყოს ასეთი: 2-3 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს ჰოლტერის 48 საათიანი მონიტორინგი (ანტიარითმიული პრეპარატების გარეშე) და თუ ჰოლტერზე ვლინდება პრეეგზიტაცია (WPW) დაიგეგმოს განმეორებითი ელექტროფიზიოლოგიური კვლევა. ძალიან მცირე შანსია რომ საშიში იყოს ეს მდგომარეობა, თუმცა თქვენს შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა ელექტროფიზიოლოგიური კვლევის გარეშე შეუძლებელია.
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
მანანა ხუხუნი
2016-05-18
მოგესალმებით ბატონო ზვიად. მაქვს ასეთი შეკითხვა:ჩემს ახლობელს(40 წლის ქალბატონი) აქვს ვპვ სინდრომი, რომელიც ხან ჩნდება და ხან ქრება ელექტროკარდიოგრამაზე. ჩივილები აქვს გულის პერიოდულ აჩქარებაზე, არტერიულ ჰიპერტენზიაზე, პერიოდულად აღენიშნება სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი გულის არეში.(თუმცა არც ეკგ-ზე და არც ჰოლტერით პაროქსიზმი არ დაფიქსირდა მრავალჯერადი კვლევის შედეგადაც კი.)მაინტერესებს თქვენი აზრი მკურნალობის ტაქტიკის შესახებ და რამდენად ეფექტური იქნება აბლაცია ამ შემთხვევაში?
მოგესალმებით. ასეთ პაციენტებთან აბლაცია რეკომენდებულია 2 შემთხვევში: 1. თუ დამატებითი გზა საშიშია (მოწმდება ელექტროფიზიოლოგიური კვლევით) ან 2. თუ პაციენტს აქვს პაროქსიზმული ტაქიკარდია. ვნახოთ როგორია ჩვენი ამჟამინდელი მოცემულობა: ჩვენს პაციენტს აქვს გარდამავალი პრეეგზიტაცია (ხან ჩანს კარდიოგრამაზე და ხან არა) ასეთი დამატებითი გზა როგორც წესი საშიში არ არის. პაციენტს პერიოდულად აქვს აჩქარება თუმცა პაროქსიზმი არ არის დოკუმენტირებული. აღნიშნულ ვითარებაში რეკომენდებულია ენდოკარდიული ელექტროფიზიოლოგიური კვლევა. ეს კვლევა საბოლოოდ დაადგენს აქვს თუ არა პაციენტს პაროქსიზმი და არის თუ არა ეს დამატებითი გამტარი გზა საშიში. ანუ ელექტროფიზიოლოგიური კვლევა გვეტყვის ჭირდება თუ არა პაციენტს აბლაცია. თუ ჭირდება, მაშინვე გაუკეთდება (კვლევა გაგრძელდება აბლაციით). აქვე დავძენ რომ ჰიპერტენზია და დისკომფორტი გულმკერდში დამატებით გამტარ გზას არ უკავშირდება. დამატებითი გამტარი გზის აბლაცია მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა (>95%).
პასუხი მოეწონა (3)
პასუხი არ მოეწონა (0)