ჩაეწერე მიღებაზე
(032) 2 180-181
+995 599 181 192

თამარ გულბანი

სამუშაო ადგილი:
,
კლინიკის მისამართი:
ლუბლიანას ქ. N2/6, III სართული
ქალაქი:
თბილისი
5
შეაფასეთ ექიმი
გააზიარე
ნანახია (6174)
გამოწერა
  • პაციენტის შეფასებები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • დაუსვი კითხვა ექიმს
  • ვიდეოები
დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დამატება
მარიამი
2017-02-23 11:49:11
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
პროფესიონალი,ყურადრებიანი ,ყოველთვის მზადაა მოგისმინოთ და აგიხსნათ ყველაფერი
ანა
2016-10-04 10:32:31
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ყურადღებიანი, მცოდნე და თბილი. დიდი მადლობა ყველაფრისათვის
ლიკა
2016-07-07 10:11:01
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თავისი საქმის მცოდნე, გულისხმიერი, ყოველთვის მზადაა, რომ მოგისმინოს.
მაკა
2016-07-01 12:07:27
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გულისხმიერი, მცოდნე, ყურადღებიანი
თამარი
2016-05-25 10:06:56
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
პროფესიონალი, ძალიან თბილი და ყურადღებიანი. მიყვარხართ დიდი მადლობა ყველაფრისათვის

988-1994წწ. ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, კვალიფიკაცია - ექიმი.

 

სამუშაო გამოცდილება


2000 წ. გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის პროექტი: რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურებისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის - ტრენერი. 2004 წ. ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი ექიმთა კვალიფიკაციის კურსები რეპროდუქტოლოგიაში - ლექტორი. 1995 წლიდან - დღემდე - ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ექიმი.

დიპლომისშემდგომი განათლება:

1994-1995 წწ. ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, ექიმი-ინტერნი. 1996 წ. ქ. მოსკოვის სეჩენოვის სახ. ინსტიტუტი, კვალიფიკაცია ენდოკრინოლოგია - გინეკოლოგიაში. 1998 წ დიპლომისშედგომი განათლების სახელმწიფო აკადემია, კვალიფიკაცია, სპეციალობა რეპროდუქტოლოგია. 2001 წ. სახელმწიფო სერტიფიცირება, სპეციალობა რეპროდუქტოლოგია. 2004 წ. საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ინსულინრეზისტენტული მეტაბოლური სინდრომი საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზით (კლინიკო-ჰორმონული თავისებურებები) მედიცინის დოქტორი. 2011 სახელმწიფო სერტიფიცირება, სპეციალობა - მეან - გინეკოლოგია.


სამეცნიერო კონფერენციები :

პროფესიული საზოგადოების წევრობა: მსოფლიოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია. 11 სამეცნიერო ნაშრომი და 1 მონოგრაფიის ავტორი. მონაწილეობა: 12 სამეცნიერო კონფერენცია.

დაუსვი კითხვა
დაუსვი კითხვა ექიმს
გაგზავნა
ნინო
2016-09-20
გამარჯობათ ქ.ნ თამარ ვარ 26 წლის 15 წლის ასაკიდან დამიდგინდა კრონის დაავადება ვმკურნალობ სალზიოპრინით, კრონის ფონზე პერიოდულად მაწუხებს რევმატიული ართრიტი, მქონდა შეწყველიტილი ორსულობა 13-14 კვირაზე,ამ ეტაპზე მომატებული მაქვს ლუპუს ანტიკოაგულანტი რამდენად საშიში და განკურნებადი პრობლემაა? ძალიან ვნერვიულობ შევძლებ თუ არა ისევ დაორსულებას და რამდენად სარისკოა ორსულობა?
ლუპუს ანტიკოაგულანტების მატება ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზე მიგვითითებს, რაც მიზეზია თვითნებითი აბორტების, თქვენ გესაჭიროებათ სრული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა, შესაბამისი მკურნალობა და მხოლოდ შემდეგ შეიძლება დაორსულება, ორსულობის დროსაც უნდა იმყოფებოეთ მეთვალყურეობის ქვეშ,
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
მარიკა
2016-09-15
მოგესალმებით ქალბატონო თამარ.ნონა ნოზაძემ მომცა თვენი პირადი ნომერი.ვარ ერთI წლის გათხოვილი..გფავიკეთე ჰიდროსალპინქსის ოპერაცია ტატიშვილის კლინიკაში.ყველა ანალიზი მაქვს კარგი და კახა ტატიშვილთანაც გავიკეთე ეხო.ყველაპერი ნორმაში მაქვს.არ ვჩები ფეხმდზიმედ და მიდა თქვენთAნ კონსულტაცია...რამდენად შესაძლებელია ბუნებრივად დავჩე ერთი მილის საშვალებით??მადლობა წინასაწაrn
ჩვენ უკვე შევხვდით ერთმანეთს , იმედია ორსულადაც ხართ
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
სალომე
2016-09-08
ქალბატონო თAმარ, გამარჯობათ, ღირებულება მაინტერესებს კონსულტაციის თუ შეიძლება მოსვლამდე რომ ვიცოდე.
პირველადი ვიზიტი, ისტორიის გახსნის დროს 70 ლარი, შემდგომი ვიზიტები 40ლარი, არის ასევე მიმდინარე ვიზიტი30ლარი
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
ლილი
2016-08-01
Gamarjoba. Mokled mainteresebs me da chem sheyvarebuls gvqonda ragac seqsualuri me trusikis amara viyavi da tvitonac xeli odnav shemiyo dxalian odnav da mere tavis sasqeso organos mixaxunebda darwmunebuli var ro ar sheuyvia da arc sperma wamosvlia cotaxanshi sacvali ro gavidzte etyoboda sisxli da dabanisas ori wveti chamomivida umnishvnelid mainteresebs aris tu ara saprxe imisa rom orsulad viyo an qalishvili agar viyo?
არის
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
ANA
2016-05-28
გამარჯობათ! ორსულობას ვაპირებ და ურთიერთობა მქონდა ციკლის მოსვლამდე 5დღით ადრე, ციკლი მომივიდა ვადაზე ადრე და შეწყვეტილი 2დღე მქონდა მერე 1დღის გამოტოვებით ისევ მომივიდა, კიდევ ორი დღე. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ვიყო ორსულად? მყავს ერთი ბავშვი 3თვემდე ისე მივედი ვერ გავიგე ციკლი მქონდა. ახაც ასე მგონია ტესტს ვიტარებ და უარყოფით პასუხს აჩვენებს. გმადლობთ
დადასტურების მიზნით შეგიძლიათ განსაზღვროთ XG
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნანა
2016-05-13
გამარჯობათ თამარ ექიმო, მაინტერესებს ტრიხომონა აღმომაჩნდა, ძალიან გთხოვთ კონკრეტულად რო გამცეთ პასუხი, ეს ინფექცია შეიძლება რო მე მქონოდა თუ ეს მხოლოდ მეუღლისგან გადამედო, სხვა საყოფაცხოვრებო სიტუაციები რო გამორიცხოთ, ისე არ მექნებოდა ეს ინფექცია თუ არა გადადებაა? ეს მაინტერესებს. დიდი მადლობა!
ძირითადად გადადის სქესობრივი გზით, თუმცა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო პირობებითაც მოხდეს დაინფიცირება
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
ანნა
2016-05-10
გამარჯობათ, ვარ 32 წლის, მყავს ერთი შვილი, დაახლოებით 18 თვეა რაც მენსტრუალური ციკლი მაქვს დარგვეული, მქონდა ე.წ. " ალები" რის გამოც მივმართე ექიმს და დიაგნოზი დამისვა მენოპაუზა, დამინიშნა "ფემოსტონი" , რომელსაც უკვე მე-7 თვეა ვსვავ, "ალები" აღარ მაწუხებს , მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ხელოვნური ჰორმონია, მე კი მინდა მკურნალობა , რომელიც მომიწესრიგებს ციკლს.... მინდა მეორე შვილის გაჩენა....rnგთხოვ მითხრათ რამდენადაა შესაძლებელი შედეგიანი მკურნალობა და რამდენად მაქვს შვილის გაჩენის შანსი? rnმადლობა წინასწარ :)
გესაჭიროებათ სრულყოფილი გამოკვლევები(პირველ ეტაპად ჰორმონალური) რის შემდეგაც შეიძლება საუბარი თქვენი შვილოსნობის შესახებ
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ეკა
2016-04-07
ვიყავი ორსულად, მეგონა 3 თვემდე და 2თვენახევარზე(2თვეზე ნაკოფის გულისცემაც ისმოდა) იყო შემწყდარი ორსულობა (რიგით მეოთხე ორსულობა),ამის შემდეგ გინელოკოგმა 3 დღე საიტოტკი დამინიშნა 1 აბი დღეში ერთხელ,შემდეგ გამიკეთა აბორტი-გამოტუმბვა 9თებერვალს,ამის შემდეგ ერთი დღე მხოლოდ მქონდა გამონადენი, ერთი პაკეტიც საკმარისი იყო, შემდეგ შემიწყდა და რამოდენიმე დღეში ერთხელ ჩამონაშალი მცირე ნაცხის სახით მქონდა შეფერილი ყავისფრად, დაუკავშირდი გინეკოლოგს მირჩია ეხოსკოპიის გაკეთება,გავიკეთე ვაგინალური და მითხრა მცრე ნარჩენებია და ტავიდან უნდა გამოიფხიკოო, ექიმს უთხარი მიუტანე პასუხი და ისევ საიტოტეკი დამინიშნა 5 დღე და ეხოსკოპია გამიკეთდა დღესაც (04/04/2016),ეხოსკოპიტმა მითხრა რომელსაც სპეციალობა მიან-გინეკოლოგია ქონდა ჩემი აზრით არ გინდა გამოფხეკვა,მესტურაცია რომ მოგივა იქნებ ისედაც დაიწმინდოო, თუ არადა მერე შევამოწმოთო(მესტურაცია 2თვე გავიდა და არ მომსვლია მას მერე, ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე წლის და 10 თვისაა,მინდოდა 2 წლამდე ეჭამა), ეხოსკოპისტმა პოლიპი არ არისო (პოლიპი რომ ჩამოგყალიბებოდა 2 კვირაშიც ჩამოყალიბდებოდაო) და მერე რომ ჩავხედე დასკვნას აქ წერია საშვილოსნოს ფუძეში აღენიშნება ჰიპერექოგენური ჩანართი-პოლიპი,ვეღარ გავიგე რა ვქნა და ვის ვენდო, ძალიანარ მინდა საშვილოსნო გამიფუჭდეს, 29 წლის ვარდა ვაპირებ კიდე შვილების გაჩენას, დაველოდო კიდე 2-3 კვირას თუ ვქნა? რაც აბორტვე გახდება 2 თვე თითქმის, გთხოვე მირჩიოთ რა ვქნა…(ქუთაისში ყველაზე აღიარებულ და კარგ სპეციალისტებთან დავდივარ მიან-გენოკოლოგის ჩათვლით), მეშინია რაიმე არ გამომეპაროს და საშვილოსნო არ გავიფუჭო…
საყურადღებოა ენდომეტრიუმის სისქე რამდენია ბოლო ექოსკოპიის დროს. მენსტრუაციის არმოსვლა შეიძლება კავშირში იყოს გამოფხეკასთან, მაგრამ ასევე იყოს სხვა მიზეზიც, თქვენ ბავშვს, რომ ძუძუთი აწოვებთ, მაგ დროსაც მ.ც ხშირად რეგულარული არაა, რაც საშიში არაა. საყურადღებოა ენდომეტრიუმის სისქე და მისი სტრუქტურა.
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
მარი
2016-04-05
ქალბატონო თამარ გამარჯობა, სამწუხაროდ რამოდენიმე წლის წინ მაქვს მედიკამეტოზური აბორტი გაკეთებული (3 კვირის ვადაზე ) პირველი ორსულობა იყო , გართულების გარეშე ჩაიარა ყველაფერმა ანუ მომივიდა მეორე დღესვე ციკლი და 15 დღეში ექოსკოპირადაც ყველაფერი წესრიგში იყო. ამის შემდეგ თავს პრეზერვატივით ვიცავდით, ახლა ვგეგმავ ორსულობას, ვარ 26წლის და მაინტერესებს რამე პრობლემები ხომ არ შემექმნება ამის გამო? ჩემი მეუღლე 36 წლსაა (პირველი ქორწინებიდან ყავს ქალიშვილი), ახლა მაინტერესებდა აბორტის გამო რამე პრობლემები მექნება თუ არა? ზოგაგად ჰორმონალური ფონი ცოტა არეული მაქვს ანუ ციკლი მაქვს დარღვეული სხვა ისეთი პრობლემები არ მაქვს, ველი პასუხს, მადლობა წინასწარrn
გამარჯობათ, თუ აბორტს რაიმე გართულება არ მოყოლია პრობლემას არ შეგიქმნიტ, ციკლის დარღვევა შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი ან გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი, ამდენად სასურველია ჩაიტაროთ ჰორმონალური გამოკვლევები, ასევე თქვენ მეუღლეს, რომ პირველ ქორწინებაში შვილი ყავს ეს არ ნიშნავს იმას რომ სპერმა დღესაც ვარგისიანია განაყოფიერებისთვის, თუმცა იმედია სპერმაც ნორმალურია. ასევე სასურველია ორსულობის წინ ჩაიტაროთ გამოკვლევები ინფექციებზეც.
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნინო
2016-04-05
ქალბატონო ლალი გამარჯობა, სამწუხაროდ რამოდენიმე წლის წინ მაქვს მედიკამეტოზური აბორტი გაკეთებული (3 კვირის ვადაზე ) პირველი ორსულობა იყო , გართულების გარეშე ჩაიარა ყველაფერმა ანუ მომივიდა მეორე დღესვე ციკლი და 15 დღეში ექოსკოპირადაც ყველაფერი წესრიგში იყო. ამის შემდეგ თავს პრეზერვატივით ვიცავდით, ახლა ვგეგმავ ორსულობას, ვარ 26წლის და მაინტერესებს რამე პრობლემები ხომ არ შემექმნება ამის გამო? ჩემი მეუღლე 36 წლსაა (პირველი ქორწინებიდან ყავს ქალიშვილი), ახლა მაინტერესებდა აბორტის გამო რამე პრობლემები მექნება თუ არა? ზოგაგად ჰორმონალური ფონი ცოტა არეული მაქვს ანუ ციკლი მაქვს დარღვეული სხვა ისეთი პრობლემები არ მაქვს, ველი პასუხს, მადლობა წინასწარrn
მანანა
2016-04-05
გამარჯობათ ორსულების ტესტი მეორე ხაზს ზაან კრთლად მიჩვენებს ვითომ დადებითი პასუხი არის
ხშირ შემთხვევაში ორსულობის პატარა ვადაზე მეორე ხაზი მკრთალია, შეიძლება დაელოდოთ და ტესტი რამდენიმე დღეში გადაიმეოროთ, თუ ორსულობასთან რაიმე პრობლემა გქონდათ შეგიძლიათ სისხლში განისაზღვროთ XG
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
მარი
2016-04-04
გამარჯობა ქალბატონო თამარ, ციკლის ბოლო დღეები მაქვს 2 დღეში მიმთავრდება და დღეს გავიკეთე სახეზე ზედა ტუჩზე დიოდური ეპილაცია, რაიმე უკუჩვენება ხომ არაა ციკლის დროს ეპილაცია? მადლობა
ეპილაცია მ.ც-ის დროს უკუნაჩვენები არაა, უბრალოდ ციკლის დღეებში ქალი უფრო მგრძნობიარეა.
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ლანა
2016-04-04
გმადლობთ და კიდე რა მაინტერესებს ეხო რო გადავიგე მითხრა საშვილოსნოში სიტხე გაქვსო და რას ნიშნავს მაინტერესებს სითხე
სითხე სად გქონდათ მენჯის ღრუში? სითხის არსებობა ძირითადად დაკავშირებულია ანთენით პროცესებთან
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ლანა
2016-04-04
გამარჯიბა შეიზლება პრეგნილის ზემოქმედების ქვეშ ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენოს
პრეგნილის გამო ტესტი ორსულობას არ გიჩვენებთ
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნატო
2016-04-01
წარბი მენსტრუაცია რამ შეიძლება გამოიწვიოს?
ჭარბი მ.ც მთელი რიგი პათოლოგიების დროს აღინიშნება,( იგი ძირითადად ჰორმონალური დარღვევების დროს აღინიშნება, ასევე ანთებითი პროცესების დროს. საჭიროა გამოირიცხოს ისეთი პათოლოგიები როგორიცაა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, პოლიპოზი, კვ.მიომა). დაგჭირდებათ ექოსკოპიური და ჰორმონალური კვლევა.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)