0
გააზიარე

სალომე გუგუჩია

0
4
2551
0
4
რეკომენდაცია
0შეფასება
2551ნახვა
სამუშაო ადგილი
დაგვიკავშირდით ჩაწერა 24/7

დაუკავშირდით ექიმს

ამ ექიმზე შეფასება ჯერ არ არის დამატებული


შეაფასე ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა

ექიმის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ექიმის პროფილი:

გააზიარე

სალომე გუგუჩია - პედიატრი, ენდოკრინოლოგი

 

პედიატრი-ენდოკრინოლოგი სალომე გუგუჩია კლინიკა დიაკორის ენდოკრინოლოგთა გუნდს შეუერთდა 2019 წელს. სალომე გუგუჩიას სრული უმაღლესი სამედიცინო განათლება მიღებული აქვს რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ქალაქ მოსკოვში . მან პედიატრიის ფაკულტეტი დაამთავრა 2010 წელს,  შემდგომ სწავლა გააგრძელა ინტერნატურაში  პედიატრიის კუთხით 2010-2011 წლებში, ხოლო შემდგომ  ჩააბარა ორდინატურაში ბავშვთა ენოდკრინოლოგიის განხრით -2011-2012 წლებში. 2012 წლის ოქტომბრის თვიდან ეწეოდა აქტიურ პედიატრიულ საექიმო პრაქტიკას მოროზოვის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ქალაქ მოსკოვში, ხოლო  2013 წლის ივლისი თვიდან იგივე საავადმყოფოში ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში ბავშვთა ენდოკრინოლოგად, სადაც პედიატრ -ენდოკრინოლოგად მუშაობდა 5 წლის განმავლობაში. 2019 წლის იანვრის თვიდან სალომე შემოუერთდა ჩვენი კლინიკის გუნდს. 

სალომე არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი დიაბეტის მაღალტექნოლოგიურ სფეროში-  ინსულინის პომპა, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი. სალომე გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი პომპთერაპიაში, მას დაახლოებით 300 ზე მეტი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე  პაციენტში დაყენებული აქვს მეტრონიკის, როშესა და ომნიპოდის ფირმის პომპები. მოსკოვში სალომემ  პირველმა  დააყენა  მედტრონიკის ფირმის ინსულინის პომპა სერიით G640 და G670.  

სალომე გუგუჩია არის აქტიური წევრი ამერიკისა და ევროპის ენდოკრინოლოგიური ასოციაციების, როგორებიცაა ამერიკის ენდოკრინოლოგთა ასოციაცია, ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაცია, რუსეთის ენდოკრინოლოგთა ასოციაცია და ა.შ.  იგი ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სემინარებში . მას გამოცდილება აქვს კლინიკური კვლევების , მონაწილება აქვს მიღებული III ფაზის 3 კლინიკურ კვლევაში დიაბეტოლოგიაში და ინსულინის პომპთერაპიასთან დაკავშირებულ კვლევაში. 

სერტიფიკატები, ჯილდოები, გრანტები: მონაწილეობა მიიღო სემინარებში: მედტრონიკისა და აკუ-ჩეკის სემინარებში  „ინსულინის პომპთერაპია და გლუკლზის უწყვეტი მონიტორინგი ‘’- მოსკოვი,2013 წ.; დაესწრო  VIII და IX საერთაშორისო კონფერენციას „მაღალტექნოლოგიური საშუალებები და დიაბეტის მკურნალობა’’- პარიზი-2014წ.,  მილანი-2016 წ.; მონაწილეობა აქვს მიღებული მესამე საერთაშორისო კონფერენცია „მეიოს კლინიკის გამოცდილების მსოფლიო სტანდარტები ‘’- ყაზანი-2017 წ.;  სიმპოზიუმი „დიაბეტის მართვის ტექნოლოგიები’’-ლუბლიანა-2018 წ.; EASD საგანმანათლებლო კურსი დიაბეტოლოგიაში -თბილისი, 2018წ. 

ამ ექიმზე კითხვები ჯერ არ არის დამატებული

დაუსვი კითხვა ექიმს

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი ექიმები
ნანა მინდელი
მაია რეხვიაშვილი
ნინო ჯინიყაშვილი
მარიამ ფხალაძე
ალექსანდრა გერგედავა
ნანა ჩოფიკაშვილი
სალომე გუგუჩია
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.