გიორგი
2021-11-16
აი ექიმს რომ არჩევ პორტალზე , იმიტომ რომ არ შეცდე. ზუსტად ეგეთი ექიმია როგორიც წარმოგიდგენიათ , საუკეთესო ექიმი. პირველ რიგში ძალიან ყურადღებიანი, არასდროსაა დარეკვა და გასაუბრება პრობლემა, გამოცდილი , განათლებული. მოკლედ იდეალურია
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
სოფო
2021-04-16
ძალიან თბილი და ყურადღებიანი ექიმი, თავისი საქმის პროფესიონალი, საოცარი მიდგომა აქვს პაციენტებთან, დეტალურად ამიხსნა ყველაფერი რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ქეთევან
2017-09-01
ყველაზე ძლიერი ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა

ექიმის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ექიმის პროფილი:

გააზიარე

 

მიხეილ ჯაში

 

თანამდებობა: 

თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი,პროფესორი

 

განათლება: 

1. 1981-1987წ.წ. თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი

2. 1987-1988წ.წ. რესპუბლიკურ იცენტრალურიკლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილება – ინტერნატურა

 3. 1991-1994წ.წ. თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა

კათედრა – დასწრებული სწავლების ასპირანტურა

 

პროფესიულიგამოცდილება: 

1. 1995-2002 თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის

სნეულებათა კათედრის ასისტენტი

2. 2002-2006 თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის

ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის დოცენტი

3. 2006-2015თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის

ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული

პროფესორი

4. 2015 დღემდე თბილისის სახ.სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა

დეპარტამენტის ვხელმძღვანელი, პროფესორი.

 

სხვა თანამდებობები: _ 1. 1996-1999 თსსუ ზოგადი სპეციალიზაციის, რეზიდენტურის და საწარმოო პრაქტიკის დეკანის მოადგილე

 

პროფესიული ორგანიზაციების წევრობა: 

1. ამერიკის ოტოლარინგოლოგიის და თავის და კისრის ქირურგიის აკადემიის საერთაშორისო წევრი

2. საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

                                                                                   
ლელა
2016-07-28
მაქვს ასეთი პრობლემა: ძალიან მარცხენა ყური და ენის მარცხენა ნაწილი, ღრმად, თითქოს სადაც ენა იწყება და ტკივილიც ყურის ასე მგონი რომ იმ ადგილიდან მოდის. მიზეზს ვერ ვხვდები რა არის. ყელ ყურის ექიმი მეუბნება, რომ ყური ჯანმრთელია, ყელზე კი ამჟამად ვმკურნალობ. მაქვს სოკო ყელში და სტრეპტოკოკი. ტკივილი შედარებით მცირეა, როცა ყბას არ ვამოძრავებ. საკმარისი დავიწყო საუბარი ან ნერწყვი გადავყლაპო, რომ ეს ტკივილი ძალიან მიმძაფრდება და ყირსაც მთლიანად მიგუბებს, თითქოს ყურში შიგნით ღრმად მტკივა რაღაც. ვერ ვხვდები ყურიდანაა გამოწვეული, თუ პირის ღრუდან.
უნდა გამოირიცხოს კბილი და ყბაყურა ჯირკვალი (სტომატოლოგი, ყბა-სახის ქირურგი)თუ არ დადასტურდა ზემოთ აღნიშნული დაავადებები დაგჭირდებათ ოტორინოლარინგოლოგის განმეორებითი კონსულტაცია
უნდა გამოირიცხოს კბილი და ყბაყურა ჯირკვალი (სტომატოლოგი, ყბა-სახის ქირურგი)თუ არ დადასტურდა ზემოთ აღნიშნული დაავადებები დაგჭირდებათ ოტორინოლარინგოლოგის განმეორებითი კონსულტაცია
ლელა
2016-08-01
ბ–ნო მიხელ. 8 თვის წინ მქონდა ჰაიმორიტი, ვიმკურნალე.2 თვის შემდეგ გადავიგე რენტგენი. ცხვირის დანამატი ღრუების რენრგენოგრაფია შემდეგნაირია: გამოსახული წიაღები გამოხატული პათოლოგიის ცვლილებების გარეშეა. ორბიტების ქვედა კიდეები სადა, მკაფიოა. ცხვირის ღრუში ქვედა ნიჟარები რამდენადმე ჰუპერტროფირებულია. ცხვირის ძგიდის მცირედი დევიაცია რკალით მარჯვნივ.. --- ესაა რენტგენის პასუხი. ცხვირით სუნთქვა მიჭირს. არაფერი გამონადენი არ მაქვს, მაგრამ მაინც გაჭედილი მაქვს. ფაქტიურად 8 თვეა ვერ ვსუნთქავ. მაწუხებს ჰაერის უკმარისობა. სულ სიმშრალეს ვგრძნობ ცხვირში. ამჟამად მაქვს ფრონტიტიც, კანდიდა სოკო ამომეთესა და იმაზე ვმკურნალობ. დავიწყე ეტაციდის ხმარებაც, რომელსაც აწერია, რომ შეიძლება გამოიწვიოს სოკო. როგორ მოვიქცე? გთხოვთ მომცეთ რაიმე მიმართულება
ქვადა ნიჟარების ჰიპერტროფია (გადიდება) და ძგიდის დევიაციო (გამრუდება) საკმარისი მიზეზია სუნთქვის გაძნელებისთვის და წიაღების ანთებისათვის. მკურნალობა, როგორც წესი ოპერაციულია, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობა. დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის ტაქტიკისთვის საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ქვადა ნიჟარების ჰიპერტროფია (გადიდება) და ძგიდის დევიაციო (გამრუდება) საკმარისი მიზეზია სუნთქვის გაძნელებისთვის და წიაღების ანთებისათვის. მკურნალობა, როგორც წესი ოპერაციულია, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობა. დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის ტაქტიკისთვის საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გივი
2016-08-07
სალამი ბ-ნო მიხეილrnrnპირში მიგროვდება ნახველი, მაგრამ ეს ნახველი ფილტვებიდან კი არა, არამედ უფრო ცხვირიდან მიგროვდება ვფიქობ, იმიტომ რომ ზემოდან ჩამდის ყელისაკენ.rnrnრას მირჩევთ ? რისი ბრალი იქნება? რაიმე წამალი ხომ არ დამელია?rnrnმადლობა წინასწარ
ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გამოშრობისას რაც ხშირად გვხვდება ხანდაზმულ პაციენტებში და მკურნალობა მიმართულია ტენიანობის გაზრდაზე, ასევე მიზეზი შეიძლება იყოს პირის ღრუს პათოლოგია. მიზეზის და მკურნალობის დასადგენად აუცილებია ექიმის კონსულტაცია.
ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გამოშრობისას რაც ხშირად გვხვდება ხანდაზმულ პაციენტებში და მკურნალობა მიმართულია ტენიანობის გაზრდაზე, ასევე მიზეზი შეიძლება იყოს პირის ღრუს პათოლოგია. მიზეზის და მკურნალობის დასადგენად აუცილებია ექიმის კონსულტაცია.
მაჩვენე მეტი

დაუსვი კითხვა ექიმს

ინფორმაცია არ არის დამატებული
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.