4.1
გააზიარე

ირაკლი ხმალაძე

54
288
98325
4.1
288
რეკომენდაცია
54შეფასება
98325ნახვა
სამუშაო ადგილი
ექიმთან დაკავშირებაჩაწერა 24/7
ნომრის მოთხოვნა ჩაწერა 24/7

მადლობა, თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა ექიმთან.

მერი ქორიძე
2023-12-22
ვმკურნალობდი 2007 წელს. საყლაპავის თიაქარი, გასტრიტი, ქოლეცისტიტი და კიდევ თანმდევი პრობლემები.მკურნალობა დამინიშნა გამოკვლევების შემდეგ.დიეტა ასევე წამლებთან ერთად დაახლოვებით სამი თვე გაგრძელდა.ქრონიკული დაავადება ასე იოლად და მალე არ რჩება, ამიტომ მიკვირს ზოგიერთი კომენტარები.მე პირადად მადლობელი ვარ. თავს კარგად ვგრძნობ, გაქრა თიაქარი. ქრონიკული ქოლეცისტიტი 17 წლიდან მაქვს. მკურნალობის შემდეგ ლაშიჭალაში ვიყავი სამი სეზონი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გოგა ბზიკაძე
2023-11-21
მე ჯერ არ ვყოფილვარ მისი პაციენტი, მაგრამ უამრავი ადამიანისგან ვიცი რომ ნამდვილად პროფესიონალია.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თამარი ასლამაზაშვილი
2023-07-03
მკურნალობის ბოლო ეტაპზე ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მკურნალობის დაწყებიდან ვგრძნობ საკმაოდ კარგ შედეგს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა

ექიმის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ექიმის პროფილი:

გააზიარე

ირაკლი ხმალაძე - გასტროენტეროლოგია, ინფექციური სნეულებები 

  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი-გასტროენტეროლოგი, ევროპის ღვიძლის შემსწავლელ მეცნიერთა ასოციაციის (EASL) ნამდვილი წევრი
  • საქართველოს სამედიცინო სპეციალობების - GAMS - ის ('Georgian Association of Medical Specialties-GAMS') გამ­გეობის წევრი
  • საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, მიკ­რო­ბი­ო­ლოგთა და ეპიდემიოლოგთა ასოციაციის წევრი (Georgian Association of Infectionists, Hepa­to­lo­gists, Parasitologists, Epidemiologists and Microbiologists)

პროფესიული გამოცდილება

  • 1987-1990 წ.წ.- შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის განსაკუთრებით საშიშ ვირუსულ ინფექციათა ლაბორატორია; ექიმ-ვირუსოლოგის თანამდებობა
  • 1990 წ. - ახალგორის რ-ნის საექიმო ამბულატორია; თერაპევტ-ინფექციონისტის თანამდებობა
  • 1992 - 1993 წლამდე ჩუღურეთის რაიონის ბავშვთა მე-16 პოლიკლინიკა; ექიმ-ინფექციონისტის თანამდებობა, მთავარი ინფექციონისტი
  • 1996 - 2007 წლის აპრილამდე - იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება; დისპანსერული განყოფილების უფროსი, 2007 წლის აპრილიდან დღემდე ამავე დაწესებულების ფთიზიატრიული განყოფილების უფროსი, სამხედრო წოდებით იუსტიციის მაიორი.
  • 2001 წლიდან 2004 წლამდე - საქართველო-ისრაელის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი 'Microgen-Frenkiel'; ექიმ-ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგის თანამდებობა
  • 2001 წლიდან 2005 წლამდე - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის (რომელიც საქართველოში ბოტულიზმთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა) კლინიკური ნაწილის კოორდინატორის თანამდებობა.
  • 2004 წლიდან დღემდე - სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრი 'ჯანმრთელობის სახლი' -წამყვანი სპეციალისტი ექიმ-ინფექციონისტის თანამდებობა
  • 2005 წლიდან - თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ა/პროფესორის თანამდებობა
  • 2007-2008 წ.წ. - ისრაელის შება-ტელ-ჰაშომერის სამედიცინო ცენტრის (Chaim Sheba Medical Center at Tel Hashomer) ინფექციურ სნეულებათა, გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის დეპარტამენტები.
  • 2010 წლის 1 ივლისიდან დღემდე - სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრი 'ELITA-MED'; გასტროენტეროლოგ-ჰეპატოლოგის თანამდებობა
  • 2011 წლის 1 მარტიდან დღემდე - სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრი 'ნეოკლინიკა' გასტროენტეროლოგ-ჰეპატოლოგის თანამდებობა
     
განათლება, კვალიფიკაცია

  • 1981 – 1987 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
  • 1993-1995 წლები - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრა; კლინიკური ორდინატურის სრული კურსი.
  • 1995 წ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრა; ასპირანტურა
  • 1998 წ. - კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული 'DOTS'-ის პროგრამის მიხედვით ტუბერკულოზთან ბრძოლის მეთოდების შესწავლის მიზნით; სერთიფიკატი.
  • 2001 წ. - სასერთიფიკაციო სახელმწიფო გამოცდები სპეციალობით "ინფექციური სნეულებანი"(შერეული).
  • 2003 წ. - სასერთიფიკაციო სახელმწიფო გამოცდები სპეციალობით - "ფთიზიატრია".
  • 2007 წ - თელ-ავივის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკლერის სამედიცინო ფაკულტეტი (International Postgraduate Training Program in Medicine Sackler Faculty of Medicine Tel-Aviv University) - დიპლომის შემდგომი მომზადების სპეციალური კურსი ე.წ. 'მაშავ-ის' (MASHAV) პროგრამით - შესაბამისი სასერთიფიკაციო გამოცდებით - სპეციალობით (ინფექციური სნეულებები, გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია)
     
საზოგადოებრივი აქტივობა

  • 16 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი
ნინო
2016-06-23
გამარჯობათ ბატონო ირაკლი,rn5 თვის ბავშვზე მინდა გკითხოთ, 2 კვირის მანძილზე ჰქონდა გაციების ნიშნები,მაგრამ წამლების შედეგი ვერ დავინახეთ,დაახლოებით მესამე კვირა არის მგონი რომ დაეწყო მახრჩობელა ხველა ,რომელიც ღამე საგრძნობლად უმძაფრდება,ბოლოში აყივლებს ან ტირილით ახველებს, 2 დღეა უფრო მოუმატა და თუ არის შესაძლებელი რომ ყივანახველა იყოს? ცეფამედი გავუკეთეთ 3 გაკეთება და შედეგი არც იმან მოგვცა,ამავდროულად რენდგენმა ბრონქიტი გვიჩვენა . მაინტერესებს უბრალოდ ვირუსია თუ ყივანახველა და თუ არის ივანახველა რით შეიძლება რომ დავეხმაროთ ? მადლობთ წინასწარrn
მოგესალმებით!  საბოლოო დასკვნის გამოსატანად საჭიროა უშუალოდ პაციენტის ვიზუალური დათვალიერება და გასინჯვა. (განსაკუთრებით ფილტვების მოსმენა- აუსკულტაცია და პერკუსია) სასურველია ეს კვალიფიციურმა პედიატრმა ჩაატაროს ბავშვის ასაკის გათვალისწინებით. ჩემი აზრით, რადგან შედეგი არ არის, უნდა შეიცვალოს ანტიბიოტიკიც. სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია ჩაუტარდა თუ არა პაციენტს აცრები, აქვს თუ არა ამ მომენტში ცხელება. ამავდროულად გამოსარიცხია ალერგიული ტიპის ხველაც. რაც შეეხება ბრონქიტს, იგი ყივანახველის დროსაც არის ჩვეულებრივ. ანუ დროულად მიმართეთ ექიმ სპეციალისტს!

ლია
2016-06-24
გამარჯობა ბატონო ირაკლი, მაქვს დიზბაქტერიოზი გავიარე 2 კურსი წამლებით მკურნალობა საკმაოდ ბევრი წამალი დავლიე, ბოლომდე ვერ გამოვჯანმრტელდთი და არ ვიცი უკვე როგორ მოვიქცე, ნაღველზეც მაქვს პრობლემა,ოდნავ ცხიმიანს რომ ვჭამ გულის რევის შეგრძნება მაქვს,სულ მტკივა, ეხოზე მითხრეს შესქელებული ნაღვლის წვენი გაქვს და ტიხარია შიგნიტO, დიეტას ვერ ვიცავ ძალიან გამხდარი ვარ ისედაც, აი დილაობით რომ ვჭამ მაშინაც თითქოს გული უნდა ამერიოს, მკურნალობა ჩავიტარე ძირითადად ფაგებით და ფერმენტებით (სულ ფაღარათი მქონდა ხოლმე) ახლა ფაღარათი აღარ მაქვს მაგრამ აი რამეს რო ვჭამ ცუდი შეგრძნება მაქვს , სიმძიმის, გასტორსკოპია გავიკეთე და არაფერია კუჭზე საერთოდ, მჟავიანობაა ცოტ ა მომატებული და რეფლუქსეზოფაგიტი სხვა არაფერი მითხრეს, იქნება დამეხმაროთ რამდენი ლარის წამალი დავლიე უკვე არ ვიცი, და შედეგი არ მაქვს.... მადლობა ყურადღებისათვის
მოგესალმებით და თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ დისბაქტერიოზი არ არის დაავადება, ეს არის ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა დაავადების (განსაკუთრებით ქრონიკულისას), ტოქსიური ზემოქმედების, სტრესისა და ასევე ძალიან ხშირად მედიკამენტების (განსაკუთრებით ანტიმიკრობული) გამოყენების შედეგად ვითარდება. ეს არის ნაწლავთა მიკროფლორის დისბალანსი, მას სხვაგვარად დისბიოზსაც ეძახიან თანამედროვე მედიცინაში. ანუ ეს არის შედეგი და არა მიზეზი. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ეს არის ერთი მთლიანი, განუყოფელი სისტემა და მისი გამოკვლევაც და მკურნალობაც მხოლოდ კომპლექსურად უნდა ხდებოდეს. მხოლოდ მისი რომელიმე სეგმენტის მკურნალობა კი სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ, მიღებული წამლებისა და დახარჯული თანხების მიუხედავად. ჩემი აზრით, თქვენ გაქვთ კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთება გამწვავების ფაზაში და ადექვატური მკურნალობის შემდგომ სასურველ შედეგს მიაღწევთ. დანიშნულება კი მხოლოდ კვალიფიციურმა გასტროენტეროლოგმა უნდა მოგცეთ.

2016-06-26
დიდი მადლობა პასუხისთვის და ყურადღებისთვის, მაინტერესებს ასევე რა კვლევების ჩატარებაა საჭირო დაახლოებით რომ მითხრათ ანალიზების ან კვლევების დასახელება, ახლა მეუბნებიან ნაღვლის ბუშტის ბრალია ეს ყველაფერიო და უკვე არ ვიცი ანალიზები მაქვს გაკეთებული განავლის კოპროლოგია, ჰელიკობაქტერიაზე და რავიცი ათას რამეზე, არაფერი არაა ასევე ორჯერ გასტროსკოპია გავიკეთე და მითხრეს კოლონოსკოპიაც უნდა გაიკეთოოდა საჭიროა თუ არა აღარ ვიცი, რომელ გასტროენტეროლოგთან მივედი ყველა ერთნაირი მედიკამენტებით მკურნალობს და შედეგი ფაქტია რომ არ მაქვს,
მოგესალმებით, რადგან გასტროსკოპია უკვე გაკეთებული გაქვთ, მაშინ სასურველია ჩაიტაროთ კუჭ-ნაწლავის სრული,  2 დღიანი რენტგენოსკოპია, სადაც ნაწლავთა სისტემაც გამოჩნდება. ასევე საჭირო იქნება მუცლის ღრუს ექოსკოპიაც, რომლის საშუალებით ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობის შეფასება იქნება შესაძლებელი, მიიღებული  შედეგების საფუძველზე კი სწორი მკურნალობა დაინიშნება.

დაუსვი კითხვა ექიმს

ინფორმაცია არ არის დამატებული
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.