ჩაეწერე მიღებაზე
(032) 2 180-181
+995 599 181 192

ირაკლი ნატროშვილი

კლინიკის მისამართი:
ლუბლიანას ქ. N 2/6
ქალაქი:
თბილისი
5
შეაფასეთ ექიმი
გააზიარე
ნანახია (10825)
გამოწერა
  • პაციენტის შეფასებები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • დაუსვი კითხვა ექიმს
  • ვიდეოები
დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დამატება
მერი
2016-10-17 13:19:27
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მადლობა ამომწურავი და იმედისმომცემი პასუხისთვის
შორენა
2017-03-23 06:48:16
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
უმაღლესი პროფესიონალიზმის მქონე ექიმი.ძალიან ყურადღებიანი და რაც მთავარია პაციენტებთან არის ძალიან უშუალო.

ექიმი _ ბავშვთა ნევროლოგი, ნეირორეაბილიტოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;

“ნეიროგანვითარების ცენტრი” – ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

სამუშაო ადგილი:  

“ნერვული სნეულებებით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის არასამთავრობო კავშირი” – თავმჯდომარე 

“ნეიროგანვითარების ცენტრი” ( ნდც.გე ) – ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ქ. თბილისის ლუბლიანას ქ. #2/6 ტელ. 2527889; 2526649.

 

განათლება: 

1984 1992 წწ. ქ.თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი;

1999წ  "სოცოალური პოლიტიკის განვითარების პროგრამა" ქ. თბილისი;

1999წ  "სოცოალური პოლიტიკის განვითარების პროგრამა"– ქ. პრაღა;

1999წ "სოცოალური პოლიტიკის განვითარების პროგრამა" – ქ. ზაგრები;

2000წ  "სოცოალური პოლიტიკის განვითარების პროგრამა"- გუდაური;

2002წ  "სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები" _ ქ. თბილისი; 

2003წ. “ტავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მჭვავე მოშლის პრევენცია და მართვა”–

ქ. თბილისი;

2003წ. “თავის ტვინის მცირე და საშუალო სიმძიმის ტრავმული დაზიანება – დიაგნოსტიკისა და მენეჯმენტის თანამედროვე საფუძვლები” -ქ. თბილისი;

2003წ.  “ტკივილის მედიცინის საფუძვლები” _ ქ. თბილისი;

2003წ.  “სამეწარმეო საქმიანობის თავისებურებები ჯანდაცვის სისტემაში” _ ქ. თბილისი;

2004წ.  “რეაბილიტაციის პრინციპები” _ ქ. თბილისი;

2005წ. ბავშვთა ნევროლოგთა ევროპული ასოციაციის სემინარი: “სისხლის მიმოქცევის მოშლის თავისებურებანი ბავშვთა ასაკში” – ოსლო, ნორვეგია;

2006წ  “გუნდური მიდგომების პრინციპები ნეირორეაბილიტაციაში” _ ქ. არნხემი, ჰოლანდია;

2007წ. “ინკლუზიური განათლება” – ქ.სტავანგერი, ნორვეგია;

2008წ.  “სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია” _ ქ.ტალინი, ესტონეთი;

2009წ.  ნეირო-განვითარებითი მკურნალობა – ქ. თბილისი;

2009წ. “სოციალური პოლიტიკა და სოციალური მუშაობა” _ ქ.ტალინი, ესტონეთი;

2010წ. "ორთეზების შერჩევა და დამზადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის" _ ქ. სტოქჰოლმი, შვედეთი;

2012წ.სპასტიურობის მართვა მულტიდისციპლინური მიდგომით – ქ.სტამბული, თურქეთი;

4.05.2015წ – ICH-GCP –თრენინგის სერთიფიკატი;

 

კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება:

2014 წელი – ბოტულინის ტოქსინით ჰიპრსალივაციის მკურნალობის ეფექტურობის შეფასება ორმაგი ბრმა პლაცებოკონტროლირებადი მეთოდით – მკვლევარი; 

 

სამუშაო გამოცდილება:

1994-1996 წწ. ქ.თბილისის  ქ.თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული, სტომატოლოგიური და სან-ჰიგიენური  ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი;

1996-2012 წწ. ქ. თბილისი, შ.პ.ს “ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის სამკურნალო-საგანმანათლებლო ცენტრი”-ს დირექტორი მედიცინის დარგში;

2012 წლიდან ქ. თბილისი, შ.პ.ს “ნეიროგანვითარების ცენტრი” – ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

2007 წლიდან დღემდე თბილისის უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”-ს ასოცირებული პროფესორი.

 

პედაგოგიური გამოცდილება:

2007 წლიდან თბილისის უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”-ს ასოცირებული პროფესორი – რეაბილიტაციის კურსის ხელმძღვანელი;

განხორციელებული პროექტები: 
1997 წ. - "ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა და მათი მშობლების თემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და განათლება". პროექტი დააფინანსა ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"- პროექტის დირექტორი;
1998 წ. - "ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვებისა და მათი მშობლების განათლება". პროექტი დააფინანსა ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"- პროექტის დირექტორი;
2000-2001 წწ. - "საქართველოში ინვალიდ ბავშვთა მულტიდისციპლინარული შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავების მოდელის შექმნა მათი ყოფითუნარიანობის გაუმჯობესებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობისათვის თბილისის ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის სამკურნალო-საგანმანათლებლო ცენტრის კონტინგენტის მაგალითზე" პროექტი დააფინანსა ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"- პროექტის დირექტორი;
2001-2003 წწ. "ოკუპაციური თერაპიის დანერგვა საქართველოში". პროექტი დააფინანსა ჩOღDAID-მა. პროექტის კოორდინატორი;
2002-2003 წწ. _ "საქართველოში ბავშვთა უნარშეზღუდულობის მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და სოციალური ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა ინტერდისციპლინურ მენეჯმენტში ოკუპაციური თერაპიის დანერგვით". პროექტი დააფინანსა Mერცყ ჩორპს-მა. _ პროექტის დირექტორი.
2003 წ. _ "საქართველოში ბავშვთა უნარშეზღუდულობის მართვის პოლიტიკის შექმნა". პროექტი დააფინანსა ფონდმა-"ჰორიზონტი", საქართველოს პარლამენტის დაკვეთით, შექმნილი დოკუმენტი განიხილა და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტმა.
2004 წლის 12-19 ივნისი "მე-8 საერთაშორისო კონგრესი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებაში სრულყოფილი მონაწილეობის შესახებ" – მონაწილე
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები:
1. მსხვილი მოტორული ფუნქციებისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის შეფასების პროგნოზული ღირებულება ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს;
2. მოტორული უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვთა რაბილიტაციის ეფექტურობის შეფასება  GMFM და ჭეეFIM შკალების გამოყენებით;
3. პროგნოზის განსაზღვრა ეპილეფსიური ენცეფალოპათიისა და სიმპტომური ეპილეფსიის არსებობის შემთხვევაში ცერებრული დამბლის დროს;   
4. მსხვილი მოტორული ფუნქციებისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის შეფასების მნიშვნელობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სამედიცინო მენეჯმენტში.
დაუსვი კითხვა
დაუსვი კითხვა ექიმს
გაგზავნა
სოფო
2017-09-04
მოგესალმებით ბატონო ირაკლი, 11 წლის გოგონა მყავს, რომელსაც 6 წლის წინ დაუდგინდა კეფის კეთილთვისებიანი ეპილეფსია, ქონდა სულ ხუთჯერ გულყრა. ექიმმა დაუნიშნა დეპაკინი, რომელსაც ღებულობდა მთელი ამ 6 წლის მანძილზე და შეტევა არ ქონია.სულ რამდენიმე დღის წინ გული წაუვიდა (არ ჰგავდა წინა შეტევებს).მაინტერესებს დეპაკინის მიღება ასეთი დიდი ხნით ნორმალურია? გვირჩიეთ თუ შეიძლება ვის მივმართოთ, იქნებ სულაც თქვენ დაგვეხმაროთ.გმადლობთ.
მარიმი
2017-02-07
და რა ჯდება ტქვენტან კონსულტაცია??? და სად უნდა მოვიდეტ? დიახ ძალიან კარგი ბიცჰია სხვა მხრივ...<3 დზალიან დიდი მადლობა როიპასუხეტrn
მე ვმუშაობ - "ნეიროგანვითარების ცენტრში", ვარ ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ცენტრი მდებარეობს დიღომში ლუბლიანას ქუჩაზე 2/6. იაშვილის საავადმყოფოს ტერიტორიაზე - უკანა ეზოში - საკონტაქტო ტელეფნია 252 78 89; ჩემი მობილურია: 599 48 12 21. ჩემი კონსულტაციის ღირებულება არის 60 ლარი.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
მარიამი
2017-02-03
ბატონო ირაკლი გამარჯობატ ცემი ბიჩი არის 1 წლის და 2 ტვის.. დაბადებიდან ძალიან გვაინ იძინებს.... იყოპერიოდები დაახლოები 5 ტვე როცა დილის 5 ის ნახევარზე იზინებდა ეხლა სჰედარებიტ გამოსწორდა და 3 ის ნახევარზე იზინებს დგე სზინავს 2-3 ჯერ... რა სჰეიზლება რომ მოვიმოქმედო აგარ ვიცი იქნებ რაიმე მირჩიოთ მყავდა ნევროპატოლოგტან 2 ჯერ და კარგი ბავშვიიაო და ბაგის წვეტები და ნოოპენი დაუნისჰნა მანამდე დორმიქინდი ვასვიტ მაგრამ არაპერმა უსგველა იქნებ ტქვენ მირცჰოტ რამე..დგე სზინავს 2 ჯერ 2-2 საატით.. მადლობა წინასწარ.. და კიდე ადრე ასე გვაინ რომ იზინებდა მერე დილას 1ამდე ეზინა ეხლა 11 ის ნახევარზზე ან 10 ზე იგვიდზებს როორ მოვიქცე? :((
მოგესალმებით მარიამ, უკაცრავად პასუხის დაგვიანებისათვის არ ვიყავი ქალაქში. თუ ბავშვის განვითარება არის ნორმალური - მე ვგულისხმობ მოძრაობით (მოტორულ) და გონებრივ (მენტალურ) განვითარებას, მაშინ თქვენ შვილს უბრალოდ დარღვეული აქვს ძილის და ღვიძილის პერიოდების ხანგრძლივობა და მონაცვლეობა. თუ ეს არის ძალიან შემაწუხებელი - ბავშვისთვის და თქვენთვის მაშინ ძილის და ღვიძილის მოსაწესრიგებლად შესაძლებელია დაინიშნოს რაიმე პრეპარატი - რომელიც მოგვეხმარება ღამის ძილის მოწესრიგებაში. მაგრამ პრეპარატის დანიშვნა სასურველია კონსულტაციის შემდეგ.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
მარი
2017-01-30
მოგესალმებით ბატონო ირაკლი,ვარ 38 წლის,მაწუხებს ხერხემლის ტკივილები,ნეკნების გასწვრივ იწყება თითქო და თითქმის კისრამდე გრძელდება. ხელის დასმაზეც მტკივნეულია ზოგჯერ,თითქოს მეწვის ,უფრო ბეჭებს შორის,ტკივილი მინელდება თუ აქტიურად ვიმოძრავებ,ვივარჯიშებ და დავიზელ და ასეშემდეგ.ვარ თქვენი პაციენტი? თუ არა,მაშინ რომელ ექიმს უნდა მივმართო?წინასწარ დიდი მადლობა.
მოგესალმებით მარი, მე ვარ ბავშვთა ნევროლოგი, შესაბამისად თქვენ ჩემი პაციენტი არ ხართ. იმ სიმპტომების მიხედვით რომელიც თქვენ აღწერეთ, შემიძლია ვივარაუდო რომ თქვენ გაწუხებთ ოსტეოქონდროზი. ამ დიაგნოზის დასაზუსტებლად და სამკურნალოდ გირჩევთ მიმართოთ დავით ქურთუბაძეს, რომელიც არის ნევროლოგიც და ამავე დროს ძალიან კარგად ფლობს მანუალურ თერაპიას.
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
Tamari
2017-01-01
გამარჯობათ ბატონო ირაკლი,18თვის ბიჭი მყაბს,რომელსაც დაბადებიდან დღემდე ღამე შიშები აქვს.რამდენჯერმე ტირილით იღვიძებს ხან ძილშივე ტირის და აგრძელება ,ხან ფხიზლდება .ასევე არის ძალიან ნერვიული,ბევრი სტრესი გამოიარა და ვფიქრობ ამან იმოქმედა თავისებურად.სულ ჭირვეულობს,წულ კივის,ტირის,არ თამაშობს სათამაშოებით ყბელაფერს ისვრის,ამტვრევს.ვფიქრობ თქვენთან კონსულტაციაა საჭირო.რას მირჩევთ
მოგესალმებით თამარ, თქვენ რასაც აღწერთ არის ქცევის დარღვევა რომელიც რათქმაუნდა შესაძლებელია გამოწვეული იყოს გადატანილი სტრესული მდგომარეობით. პირველ რიგში საჭიროა კონსულტაცია და ბავშვის განვითარების, მისი აღგზნების და ჭირვეულობის ხარისხის შეფასება და შემდგომ მოქმედების ტაქტიკის შერჩევა. შესაძლოა დაინიშნოს მსუბუქი პრეპარატი ძილის და ღვიძილის პერიოდების მოსაწესრიგებლად.მართალი ბრძანდებით კონსულტაციის გარეშე ამის დაგეგმვა და განხორციელება შეუძლებელია. გირჩევთ მობრძანდეთ კონსულტაციაზე.
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
მარიამი
2016-12-16
გამარჯობა ბატონო ირაკლი . ბავშვი მყავს 10 თვის და ძილში ხტება და ტირილით იხვიძებს და რა პრობლემა შეიძლება იყოს?
მოგესალმებით მარიამ, უკაცრავად პასუხის დაგვიანებისათვის. თქვენს მიერ აღწერილ მოვლენას ჰქვია ღამის ფსიქო-მოტორული პაროქსიზმები და ძალიან ხშირია ამ ასაკის ბავშვებში. თუ ბავშვის ანამნეზიში არაფერი არ არის საყურადღებო - ანუ - თქვენი ფეხმძიმობა მიმდინარეობდა ნორმალურად, ბავშვი დაიბადა დროული და ბავშვის გონებრივი და მოტორული (მოძრაობითი) განვითარება შეესაბამება ასაკს, მაშინ არანაირი ჩარევა არ არის საჭირო, ასაკთან ერთად ეს გამოვლინებები გაქრება. თუ თქვენთვის რთულია ბავშვის განვითარების შეფასება, მაშინ სასურველია მოიყვანოთ ბავშვი კონსულტაციაზე.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
სალომე
2016-11-01
გამარჯობათ ბატონო ირაკლი. ბავშვი არის მეათე თვეში და უჭირს ჯდომა, ზურგიდან მუცელზე გადაბრუნება. საერთოდ აქტიური ბავშვია. ნანახი ყავს 3 ორტოპედს და ყველა მეუბნება რომ ბავშვს პრობლემა არ აქვს. ნერვოლოგის კონსულტაცია გავიარეთ 7თვის რომ იყო და ექიმმა მითხრა ბავშვს არ აქვს არანაირი დარღვევაო. ჩავუტარეთ ორი კურსი ვარჯიშების თუმცა ისევ არ ცდილობს დაჯდომას.ვარჯიშების დროს ყველა ვარჯიშს კარგად აკეთებს. რომ ვსვავ არ სიამოვნებს ურჩევნია იდგეს. ერთადერთი რასაც მეუბნებიან ისაა რომ ბავშვი არის ნორმაზე ოდნავ მაღალი და ამიტომ შეიძლება უჭირდეს წელის დაკავება. თქვენ რას მეტყვის სხვა რა პრობლემა შეიძლება ქონდეს ბავშვს ასეთი შემთხვევისას
მოგესალმებით სალომე, ბავშვის მდგომარეობის აღწერა მიუთითებს მოძრაობით - ანუ მოტორული განვითარების ჩამორჩენაზე. 8-9 თვის ასაკში ბავშვი უნდა იჯდეს მყარად. თუ 10 თვის ბავშვი ვერ ზის მყარად, გავმეორდები, მიუთითებს ბავშვის მამოძრავებელ სფეროში ჩამორჩენაზე. უნდა მოხდეს ბავშვის მოტორული და მენტალური განვითარების ნატიფი შეფასება და შემდეგ უნდა გადაწყდეს მოქმედების შემდგომი ტაქტიკა. შეგიძლიათ მომართოთ ჩემს კლინიკას სადაც შეგვიძლია ამ საკითხებში თქვენი დახმარება.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნინო
2016-11-01
გამარჯობათ, მყავს 8 წლის ბიჭი, რომელსაც პერიოდულად აქვს ფეხების ტკივილი, ღამით იღვიძებს კუნთების ძლიერი სპაზმით,ამ ბოლოს დღის განმავლობაშიც ტკივა,უმაგრდება წვივებზე კუნთები და თუ მასაჟებით ვერ ვუხსნით სპაზმს, შემდეგ გამაყუჩებელს ვაძლევთ. აქვს განივიბრტყელტერფიანობა და უკეთია სუპინატორი, ჩაბარებული გვაქვს ანალიზები - ანტისტრეპტოლიზინი, კალციუმი, კალიუმი და მაგნიუმი, ასევე კრეატინ-კინაზა და მაჩვენებლები არის ნორმაში. გთხოვთ დახმარებას, რისი ბრალი შეიძლება იყოს ასეთი ძლიერი კუნთის სპაზმები?ხან თითო ფეხი ტკივა, ხან ორივე. მადლობა
მოგესალმებით ნინო, ძნელია ზეპირად ბავშვის გასინჯვის გარეშე თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა. პირველ რიგში ბავშვი უნდა გაისინჯოს ნევროლოგის მიერ. თუ გამოირიცხა ნევროლოგიური პათოლოგიის არსებობა, მერე არის საჭირო მიზეზის ძიება.
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ლიზიი
2016-10-29
გამარჯობა. 7წლის გოგონას ღამით ეღვიძება ტირილით, შეშინებულია, თვალები გახელილი აქვს და ვერ ხედავს ვერავის, ეძახის დედას, თითქოს რაღაცას ხედავ და აშინებს, გავიყვანე ტუალეტში , მერე დამშვიდდა, ჩავაწვინე და ჩაეძინა დილით არახსივს არაფერი. უმეორდება თვეში ერთხწლ ხან 3-4თვეში ერთხელ. იქნებ მითხრათ რა არის ეს, რატომაა, და რაგავააკეთო.მადლობა.
მოგესალმებით ლიზი, ასეთ შეტევებს ჰქვია ღამის ფსიქო-მოტორული პაროქსიზმები. როგორც წესი ეს არ არის ეპილეფსიური ბუნების და არც საშიში არ არის, მაგრამ ამაში საბოლოოდ დასარწმუნებლად საჭიროა ბავშვის გასინჯვა. კონსულტაციის შენმდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევის ჩატარება.თუ არც გასინჯვით და არც ელექტოროენცეფალოგრაფიით არანაირი პათოლოგია არ გამოვლინდა (უმეტესად ასეც ხდება) მაშინ არანაირი დამატებითი ჩარევა საჭირო არ იქნება.
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
ლელა
2016-10-20
ბ–ნო ირაკლი გამარჯობა. ჩემს 5 წლის შვილს ვაკვირდები ბოლო 8-9 თვეა შეიცვალა. საუბრისას ხანდახან უცებ აზრი ავიწყდება. თითქოს ენის ბორძიკიც დაეწყო. საუბრისას პირის მოძრაობას რომ ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თავს ძალას ატანს რომ სიტყვები წარმოთქვას. თითქოს დაჭიმულიაო. ეს მეხსიერების პრობლემაც ბოლო თვეებია უფრო გამოეკვეთა. ავიწყდება თავისი ასაკი და ამ დროს ინგლისურად იცის ყველა ფერის ჩამოთვლა. ასევე აწყობს საკმაოდ რთულ ნახატებს და ამ დროს შეიძლება დაავიწყდეს ელემენტარული რამ. ეს ყველაფერი ნორმალურია? გენეტიკურად ვინმე გონებრივად ჩამორჩენილი არ გვყავს. მშობლები ფიზიკა მათემატიკოსები ყავს ბავშვს
გამარჯობათ ლელა, ძნელია თქვენს კითხვაზე პირდაპირ პასუხის გაცემა. საქმე იმაშია, რომ თუ თქვენ რასაც ბრძანებთ - ანუ ავიწყდება სიტყვები, ასაკი და ა.შ - ეს ყველაფერი არის რეალურად, ანუ მე ვგულისხმობ იმას, რომ თუ ბავშვს მართლა ავიწყდება და ეს არ არის ერთგვარი თამაში მისი მხრიდან, მაშინ ეს მოვლენები რათქმაუნდა არ არის ნორმალური და ბავშვი საჭიროებს პირველ რიგში ნევროლოგის და სავარაუდოდ შემდეგ სხვა სპეციალისტების - ფსიქოლოგის და მეტყველების თერაპევტის კონსულტაციას. ეს არის პირველ რიგში გასაკეთებელი. შესაძლოა დამატებით კიდევ საჭირო გახდეს რაიმე კვლევების ჩატარება.
პასუხი მოეწონა (2)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნათია
2016-10-17
გამარჯობა. გეხმიანებით ქუთაისიდან. ბავშვი ამჟამად არის 6 თვის, თავის გარშემოწერილობა აქვს 45,3 სმ. ორსულობის პერიოდში მეუბნებოდნენ, რომ ბავშვს მარჯვენა ტვინის პარკუჭი ჰქონდა დილატირებული 6მმ ზომით და დაბადების შემდეგ ნორმაში ჩადგებოდა. 2 კვირის წინ გადავუღე თავზე და მითხრეს, რომ პარკუჭები ნორმალურადაა, თუმცა ჰემისფეროთაშორის ნაპრალი არის გაფართოებული, ზომა-10 მმ. მაინტერესებს არის თუ არა შესაძლებელი ამ ზომის შემცირება მკურნალობის შემდეგ და ბავშვის განვითარებაზე რამდენად იმოქმედებს. მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით ნათია, თქვენ როგორც ამბობთ ბავშვის თავის გარშემოწერილობა არის 45.3 სმ. ეს არის ნორმა ბიჭებისათვის და ნორმის ზედა ზღვარი გოგონებისათვის. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია გულ-მკერდის გარშემოწერილობის მაჩვენებელიც და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნორმაზე საუბარი. რაც შეეხება ჰემისფეროთა შორის ნაპრალს, მთავარი მისი ზომა არ არის, მთავარია ბავშვის განვითარება როგორ მიდის. თუ ბავშვის განვითარება მიმდინარეობს ნორმალურად და კლინიკური გამოვლინება ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებისა არ არსებობს, მაშინ ჰემისფეროთა ნაპრალის სიდიდეს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ ვმკურნალობთ ბავშვს და არა ჰემისფეროთა შორის ნაპრალს. ამიტომ ეს საკითხი კომპლექსურად უნდა შეფასდეს კლინიკურ გამოვლინებებთან ერთად. გირჩევთ ეს შეფასება მოხდეს კვალიფიციური ბავშვთა ნევროლოგის მიერ.
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
მერი
2016-10-13
3 დღის ჩვილს დაუდგინდა კორძიანი სხეულის სრული აგენეზია. ორსულობის დროს გადაღებულ ეხოში (3 სხვადასხვა ექოსკოპისტთან) აღნიშნულია და დადასტურებულია ამ სხეულის არსებობა. რამდენად შესაძლებელია ყოფილიყო და შემდეგ გამქრალიყო ეს ორგანო და რამდენად შესაძლებელია აღდგენა. ბავშვი სხვა მხრივ არის ჯანმრთელი,აქვს ნორმალური თავის ზომა, აქვს წოვის რეფლექსი. მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით ქალბატონო მერი, მადლობა შეკითხვისათვის. კორძიანი სხეულის აგენეზიის სიხშირე შეადგენს დაახლოებით 1 შემთხვევას ყოველ 2000 ჩასახვაზე. მიზეზი როგორც წესი გენური მუტაციებია. კორძიანი სხეულის აგენეზიის გამოვლინება არის მრავალფეროვანი. პირველ რიგში სასურველია რომ შეფასდეს ბავშვის განვითარება.უნდა შეფასდეს ბავშვის როგორც მოძრაობით - მოტორული ფუნქციების ასევე გონებრივი - მენტალური განვითარების დონე. თქვენ რასაც ბრძანებთ - რომ ბავშვს აქვს წოვის რეფლექსი - ეს რათქმაუნდა კარგია მაგრამ საკმარისი არ არის ბავშვის განვითარების შეფასებისათვის. მე გირჩევთ რომ მიიყვანოთ ბავშვი ნევროლოგთან. ნევროლოგიური გასინჯვით შესაძლებელია ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების გამოვლენა და ბავშვის მოტორული განვითარების შეფასება. ბავშვის მენტალური განვითარების ნატიფი შეფასებისათვის ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტესტებს, რომლებიც არის ვალიდური, და რომლებიც გვაძლევენ საშუალებას ზუსტად განვსაზღვროთ რამდენად შეესაბამება ან რამდენად ჩამორჩება ბავშვის განვითარება ასაკს. მხოლოდ მიღებული შედეგების შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ მკურნალობის გზებზე და მის მოსალოდნელ შედეგებზე.
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)