4.3
გააზიარე

ეკატერინე ხარხელი

12
262
52647
4.3
262
რეკომენდაცია
12შეფასება
52647ნახვა
სამუშაო ადგილი
ზალიკო
2022-12-26
ძალიან უხეში და უტაქტო ადამიანია, მისი პროფესიონალიზმი ვერ დავინახე, რაღაც დიაგნოსტიკა დამინიშნა 450 ლარიანი და არც ამიხსნა რისთვის ჭირდებოდა, სხვა გასინჯვის შედეგებზე არც მითხრა, შეკითხვებზე არ მიპასუხა
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ჟუჟუნა
2017-01-21
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მკურნალ ექიმს ქალბატონ ეკას არაჩვეულებრივ პიროვნებას,კარგ ექიმს საოცრად თბილ და მზრუნველ ადამიანს, რომელსაც არასოდეს დაურღვევია ჰიპოკრატეს ფიცი, რომ მთელი თავისი პროფესიული საქმიანობა პაციენტების სამსახურს მიუძღვნას.ბათუმიდან ჩასულ პაციენტს ისე დამხვდნენ ქალბატონი ეკა და მასთან მომუშავე პერსონალი როგორც სტუმარს მასპინძელი, რომელმაც გამახსენა აჭარელი დიდი პოეტის სიტყვები: "თბილისო, მე რომ შენთან მოვედი სიყვრულივით ვიდექ მდუმარი შენი შვილი ვარ, შენი პოეტი მე არ ვიქნები შენი სტუმარი".გმადლობთ ექიმო,უფალი იყოს თქვენი მფარველი ყველგან და ყველაფერში.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ეკა
2016-11-27
ქალბატონო ეკა,მყავს 4 წლის გოგო.ძალიან ხშირად აქვს ყელი გაწითლებული,სიცხე,ხველა და სურდო.რას მირჩევთ გლანდების ოპერაცია ხომ არარის საჩირო?
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე ექიმი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა

ექიმის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ექიმის პროფილი:

გააზიარე

 

სამუშაო გამოცდილება:

 

01.02.2002: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.

12.01.2004: – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრის ასისტენტი.

03.09.2006: ს. ხეჩინაშვილის სახ. თსსუ კლინიკის ოტორინოლარინგოლოგიური დეპარ- ტამენტის ექიმი.

10.01.2010: შპს ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნული ცენტრის ოტორინოლარიგოლოგი.

2010: აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი, ნეირო-ოტოლოგი.

 

სამეცნიერო ხარისხი

მედიცინის დოქტორი

 

პროფესიული წვრთნა და აქტივობა:

 

24.11.1999-21.09.2001: ფუნქციური და ესტეთიკური რინოქირურგიის I და II კურსი, სახელმწიფო სამედიცინო 

აკადემიის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა. კურსის ხელმძღვანელი – გერმანიის ქ. გრაისვალდის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის პროფ. გ. მლინსკი.

2001-დან დღემდე: საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრი

2002: მოხსენება: სმენის სისტემის ინტრა- და რეტროკოხლეარული პათოლოგია სტრეპ-ტომიცინით მკურნალობისას. საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოცი-აციის გაერთიანებული სხდომა. 

01.03.2003-01.06.2005: კლინიკური პროექტის ხელმძღვანელი: ამინოგლიკოზიდებით გა-მოწვეული ოტოტოქსიკოზის პრეცვენცია ვიტამინ E-თი; ამერიკა-საქართველოს ბილატერალური გრანტების პროგრამა  CRDF-GRDF.  

25.07.2003-06.0.9.2003: სტაჟირება გერმანიის ქ. .ჰალბერშტადტის სანტ-სალვატორის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკაში.

11.2004-01.2005: სტაჟირება გერმანიის ქ. ვიურცბურგის უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის ოტონევროლოგიის განყოფილებაში: ვესტიბულოლოგიის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესწავლა.

2004: მოხსენება: ვესტიბულური სისტემის გამოკვლევის მეთოდები. საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის გაერთიანებული სხდომა.

2004: უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების განმხორციელებელი.

2005: პროექტის მონაწილე - თბილისის ახალშობილებისა და პირველკლასელების სმენის სკრინინგი - თბილისის მერიის ჯანმრთელობის სამსახურის პროგრამა.

27.06.2009-04.07.2009: ტრეინინგი - ჰოლანდიის ქ. დევენტერის კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის, ნერვოლოგიისა და ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტი ვესტიბულურ დარღვევათა კვლევის თანამედროვე მეთოდები და მენეჯმენტი.

2010: მოხსენება: სმენის მასობრივი სკრინინგი ახალშობილებში: თბილისის მონაცემები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თსუ.

2011: მოხსენება: კომპიუტერული ვესტიბულომეტრია: ვესტიბულურ დარღვევათა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის გაერთიანებული სხდომა. 

2011: მოხსენება: აკუსტიკური ნევრინომის ადრეული დიაგნოსტიკა საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის გაერთიანებული სხდომა.

2012: ტინიტუსის კვლევის მსოფლიო ორგანიზაციის VI საერთაშორისო კონფერენცია ტინიტუსი: არსი და მეცნიერული ინოვაციები; 13-16 ივნისი, ბრუგე, ბელგია.

2013: ტინიტუსის კვლევის მსოფლიო ორგანიზაციის VII საერთაშორისო კონფერენცია ტინიტუსი: განკურნებადი დაავადება; 15-18 მაისი, ვალენსია, ესპანეთი.

2013: მოსხენება: ვესტიბულური ნეირონიტისა და ნეიროლაბირინთიტის შემდგომ განვითარებული კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა; ევროპის ოტორინოლარინგოლოგიისა და თავ-კისრის ქირურგიის II კონგრესი. 27-30 აპრილი, ნიცა, საფრანგეთი.

2013: აშშ უწყვეტი განათლების ონლაინ პროგრამა პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის კურსი. 

2014: ტინიტუსის საერთაშორისო XI სემინარი, 21-24 მაისი, ბერლინი, გერმანია. 

2014: მოხსენება: აკუსტიკური ნევრინომის სავერიფიკაციო მეთოდები. ოტოლოგიისა და ნეიროოტოლოგიის 

ევროპული აკადემიის VII სემინარი. 13-16 სექტემბერი, სიენა, იტალია.

 

დამატებითი მონაცემები:

 

ენები – რუსული, ინგლისური

 

16 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.

სოფო
2014-10-14
გამარჯობა ქალბატონო ეკა, დედაჩემი არის თქვენი ერთ-ერთი პაციენტი ტინიტუსის დიაგნოზით, მკურნალობის დასაწყისში სვავდა სხვადასხვა წამლებს, მაგრამ ბოლო 2 წელზე მეტია უკვე სვავს პრეპარატ - რივოტრილს. ერთი კვირის წინ ქონდა რამდენიმედღიანი თავბრუსხვევები და დაბალი წნევა, ეხლა თავბრუსხვევები აღარ აქვს, თუმცა ხანდახან ისევ აღენიშნება დაბალი წნევა, მაინტერესებს, ეს შეიძლება იყოს თუ არა აღნიშნული პრეპარატის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი? წინასწარ დიდი მადლობა!
გამარჯობა სოფო,
რივოტრილს, როგორც წესი, მხოლოდ მაღალი დოზებით გამოყენებისას ახასიათებს დისბალანსი და თავბრუხვევა. თქვენს შემთხვევაში თავბრუხვევის ეპიზოდი მაღალი არტერიული წნევით ან თუნდაც კანალოლითიაზით შეიძლება იყოს განპირობებული. განმეორების შემთხვევაში აუცილებლად მოიყვანეთ კლინიკაში.
გამარჯობა სოფო, რივოტრილს, როგორც წესი, მხოლოდ მაღალი დოზებით გამოყენებისას ახასიათებს დისბალანსი და თავბრუხვევა. თქვენს შემთხვევაში თავბრუხვევის ეპიზოდი მაღალი არტერიული წნევით ან თუნდაც კანალოლითიაზით შეიძლება იყოს განპირობებული. განმეორების შემთხვევაში აუცილებლად მოიყვანეთ კლინიკაში.
თამუნა
2014-10-25
გამარჯობა ეკა ექიმო.რაუნდა გკითხოთ პირში მაქვს უსიამოვნო სუნი და გემო უფრო დილაობიტ და რის გამო იქნება?rn
უნდა გამოიკვლიოთ გაქვთ თუ არა ჩირქოვანი ტონზილიტი, ცხვირის ღრუს ან დანამატი წიაღების ანთება, ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია.
უნდა გამოიკვლიოთ გაქვთ თუ არა ჩირქოვანი ტონზილიტი, ცხვირის ღრუს ან დანამატი წიაღების ანთება, ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია.
ეკა
2014-11-17
მოგესალმებით. 3.5წლის ბავშვს 2კვირის წინ გავუკეთეთ გლანდების და ადენოიდები ოპერაცია. ბავშვმა შეიცვალა ხმა და ზოგი სიტკვას გაუგებრად ცარმოთქვამს თითქოს ცხვირში ლაპარაკობს.მაინტერესებს ეს მორმალურია ტუ არა და ლოგოპედი დასჩირდება თუარა. მადლობტ
ოპერაციისშედგომ პერიოდში აღნიშნული ჩივილები შეინიშება ხოლმე. დროთა განმავლობაში მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა, ჯერ ოპერატორს და შედგომ მეტყველების სპეციალსტს უნდა მიმართოთ.
ოპერაციისშედგომ პერიოდში აღნიშნული ჩივილები შეინიშება ხოლმე. დროთა განმავლობაში მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა, ჯერ ოპერატორს და შედგომ მეტყველების სპეციალსტს უნდა მიმართოთ.
მაჩვენე მეტი

დაუსვი კითხვა ექიმს

ინფორმაცია არ არის დამატებული
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.