ჩაეწერე მიღებაზე
(032) 2 180-181
+995 599 181 192

დიანა ჭანუყვაძე

კლინიკის მისამართი:
ლუბლიანას N 2/6
ქალაქი:
თბილისი
5
შეაფასეთ ექიმი
გააზიარე
ნანახია (28762)
გამოწერა
  • პაციენტის შეფასებები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • დაუსვი კითხვა ექიმს
  • ვიდეოები
დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დამატება
ნინო
2014-02-18 22:36:03
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მადლობელი ვარ დიანა ექიმის
თათია
2014-02-19 09:18:14
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაღალი პროფესიონალი
ლელა
2014-02-19 14:18:56
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნამდვილად კარგი ექიმია ..ასეთი პროფესიონალი ძალიან ცოტაა დღეს საქართველოში ...
მარინა
2014-02-19 20:40:02
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნამდვილად კარგი ექიმია - პროფესიონალი
ზაირა
2014-02-19 21:12:16
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ექიმი-პროფესიონალი
ქეთევან
2014-02-20 10:43:05
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ქალბატონი დიანა ძალიან გამოცდილი, შრომისმოყვარე და კეთილშობილი ექიმია... იმრავლოს მსგავსმა ექიმებმა, რომელიც ნამდვილად აკლია საქართველოს...
ნინო
2014-02-21 13:46:03
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
პროფესიონალი ექიმის ნიმუში
დიანა
2014-02-25 10:26:00
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მართლაც პროფესიონალი, დიდ წარმატებებს გისურვებ დიანა
ელენე
2014-03-02 22:14:48
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
უდიდესი მადლობა დიანა ექიმს
ხათო
2014-07-01 23:25:54
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ასეთი განათლებული თბილი საყვარელი და მაღალკვალიფიციური ექიმები გვიმრავლოს უფალმა,,, დიო ვამაყობ შენით რომ ჩემი ექიმი ხარ <3
დიანა
2014-07-01 23:46:21
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დიანა შესანიშნავი, კეთილსინდისერი და ნიჭიერი ადამიანია, რაც ეხმარება მას იყოს ნამდვილი პროფესიონალი, თავისი ზნეობით და მორალით ის არასდროს, არც ერთ წუთს არ ღალატობს ჰიპოკრატეს ფიცს. წარმატებები ქალბატონო დიანა!!!
მირზა
2014-07-02 02:29:45
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მართლა პროფესიოალია ქალბატოი დიანა. წისვლას და წარმატებას გისურვებ შენი საქმით მრავალი ოჯახი გაგებედიერებინოს
ნინო
2014-10-17 11:01:30
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ექიმი, რომელსაც ჰიპოკრატეს ფიცი მართლაც რომ შესისხლხორცებული აქვს ... ღმერთმა გახაროს და მოგცეს ძალა ყველა იმ ადამიანს დაეხმარო ვისაც შენი დახმარების იმედი აქვს .
ანატესა
2014-10-28 20:51:00
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გამოკვლევის ჩატარება მინდა ვენერიულ დაავადებაზე და სად მოვიდე და რა დამიჯდება ხომ ვერ მეტყვით. მადლობა
ნაზი
2014-11-02 15:05:56
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
კაი ექიმია
ნინო
2015-03-04 00:59:16
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ჩემი რჩეული ექიმია
მარი
2015-07-19 15:40:36
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ყველაზე საუკეთესო!!!
ნინი
2015-10-28 21:39:45
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მივიღე ამომწურავი პასუხი ჩემს შეკიხვაზე. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი დიან ექიმს.
ნინი
2015-10-30 19:54:44
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დიდი მადლობა, გაიხარეთ
ნინი
2015-10-30 19:59:27
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მადლობა. გაიხარეთ.
თიკო
2016-07-11 21:19:34
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
<3
ინგა ულუმბელაშვილი
2016-11-02 13:14:04
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
პროფესიონალი, გამოცდილი და ყურადღებიანი
მეტი

სახელი და გვარი: დიანა ჭანუყვაძე  ნიკოლოზის -ას

დაბადების თარიღი: 1980 წლის 14 თებერვალი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ტელ: (599) 26-61-61.

e-mail: diana_di80@mail.ru

 

განათლება: 1986-1997 წწ. ქ. ბათუმის #3 საშ. სკოლა.

1997-2003 წწ. საქართველოს  დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ), სამედიცინო ფაკულტეტი, სპეციალობა _ სამკურნალო.

2004-2009 წწ. დიპლომის შემდგომი განთლება _ რეზიდენტურა. დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის რეპროდუქტოლოგიის კათედრის ბაზაზე _ ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი. სასწავლო პროგრამა:

1 წელი -მეან-გინეკოლოგია მე-5 სამშობიაროს ბაზაზე,

1წელი-ენდოკრინოლოგია დავით მეტრეველის ენდოკრინოლოგიის კათედრაზე;

3 წელი რეპროდუქტოლოგია - ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე.

2009 წ. სახელმწიფო სერტიფიცირება, სპეციალობა _ რეპროდუქტოლოგია.

2009-2012 წ. - PhD. დოქტორანტი -   თბილისის ივ.ჯავახიშვილი სახელობის უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი მეანობა-გინეკოლოგიის – რეპროდუკტოლოგიის კათედრა სადოკტორო პროგრამა რეპროდუქტოლოგიაში.

2012 წ. რეზიდენტურის შემოკლებილი კურსი მეანობა–გინეკოლოგია.

2012 წ. სახელმწიფო ლიცენზირება, სპეციალობა – მეან-გინეკოლოგია.

2012 წ. მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი  – დისერტაციის დაცვა  „კორელაციები ჰიპერანდროგენიზმის კლინიკურ და ჰორმონალურ მახასიათებლებს შორის“

2013წ. წლ პროფესიული რეაბილიტაციის კურსი “კოლპოსკოპია”

2014 წ.  თელ ავივის უნივერსიტეტთან არსებული სურასკის სამედიცინო ცენტრში ინ-ვიტრო განაყოფიერების სასწავლო პროგრამა.

 

სამუშაო გამოცდილება: 

2011 წლიდან – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ექიმი.

სამეცნიერო ნაშრომები: 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 5 სამეცნიერო კონფერენცია.

კომპიუტერილი პროგრამები: MS Office, MS Word, MS Excel, MS Power Point, Outlook Express, Internet Explorer, SPSS and etc.

 

უცხო ენები :

რუსული - თავისუფლად

ინგლისური -  თავისუფლად 

დაუსვი კითხვა
დაუსვი კითხვა ექიმს
გაგზავნა
ნინო
2017-06-23
გამარჯობა, სასქესო ორგანოზე შევამჩნიე პატარა წვრილი ბუსუსებივით და რისი ბრალი შეიძლება იყოს.
თამუნა
2017-06-21
გამარჯობათ...ერთი წლის წინ გავიკეთე პაპ ტესტი ... პასუხი ცინ1 პაპილომა ვირუსი კოლპოსკოპიაზე დაზიანებები...ეხლა გავიკეთე პასუხი დიაგნოზი NILM ინფექციური აგენტები კანდიდა...იქნებ ამიხსნათ ეს რას ნიშნავს და საჭიროა თუ არა მკურნალობა....კოლპოსკოპია გავიკეთო განმეორებით?
გვანცა
2017-06-10
გამარჯობა, 1 თვის წინ ვიმშობიარე, მქონდა ჩვეულებრივად გამონადენი თავიდან ბევრი შემდეგ ნელნელა შემცირდა,1 კვირაა მაქვს ყვითელი გამონადენი უსიამოვნო სუნით, მაინტერესებს ეს ნორმალურია? თუ შეიძლება ამ ეტაპზე რაიმე სახის მკურნალობა
ლიკა
2017-05-03
მოგესალმებით, ექოსკოპიამ მითხრა მაქვს მარჯვენა საკვერცხის ფოლიკულური ცისტა 6 სმ –მდე, მკურნალობის რა მეთოდია ასეთ დროს საჭიროო?
მოგესალმებით ლიკა, საკვერცხის ფოლიკულური ცისტა ვითარდება ჰორმონული დარღვევების ან ანთებითი ცვლილებების შედეგად, სამწუხაროდ მკურნალობას ონლაინ ვერ დაგინიშნავთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ კონსულტაციაზე. პატივისცემით დიანა ჭანუყვაძე.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (1)
თამუნა
2017-04-28
გამარჯობათ დიანა ექიმო..გავიკეთე პაპ ტესტი და შემდეგ კოლპოსკოპია დიაგნოზი პაპილომა ვირუსი..ცინ1.....ვიმკურნალე ორჯერ გადავაკონტროლე პაპ ტესტი ცინ 1 აღარ გამოჩნდა .....მითხრეს რომ საერთოდ ესეთი რამ არ ინკურნება და ხომ ვერ მეტყვით მართლა ესეა თუ არა?თუ კოლპოსკოპია კიდე გავიკეთო და პაპიც გადავაკონტროლო.მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით თამუნა, საშვილოსნოს ყელის CIN 1 არის საშვილოსნოს ყელის ეპითელის უჯრედებს შორის მსუბუქი დარღვევა, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ან ვირუსებით (პაპილომავირუსი, ჰერპესი) ან ინფექციით (ქლამიდია, ურეაპლაზმა და ა.შ). პაპილომა ვირუსის ტიპირება თუ გაქვთ გაკეთებული? მკურნალობის შემდეგ CIN 1 შესაძლებელია ალაგდეს. ასევე პაპილომავირუსის დაბალ ონკოგენური ტიპებიც იმუნიტეტის გაძლიერების დროს შესაძლო განიცადონ ელიმინაცია. თუმცა თუ კოლპოსკოპიით იყო დაზიანებული უბანი უნდა ჩატარდეს მისი ბიოფსია და მორფოლოგიური შესწავლა. შეგიძლიათ მობრძანდეთ კონსულტაციაზე, რათა უკეთ გავერკვეთ თქვენს მონაცემებში. პატივისცემით დიანა ჭანუყვაძე.
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
თაკო
2017-04-09
გამარჯობათ დიანა ექიმო,ერთი შეკითხვა მაქვს და იქნებ მიპასუხოთ ,სპერმის ჩაბარება გვინდა თქვენს კლინიკაში მაგრამ გზაში დიდი დრო მჩირდება დაახლოვებით ერთი საათი და გამოდგება ანალიზისთვის?ან მანდ ანალიზის აგება როგორ ხდება?ცინასცარ დიდი მადლობა.
მოგესალმებით თაკო, ჩვენს კლინიკაში გამოყოფილია სპეციალური ოთახი მამაკაცებისთვის, სადაც ხდება სპერმის აღება, 1 საათზე მეტი არ უნდა იყოს გასული სპერმის აღებიდან ანალიზის ჩასატარებლად. პატივისცემით დიანა ჭანუყვაძე.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
ლანა
2017-03-10
გამარჯობა, ქალბატონო დიანა. მაინტერესებს, რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ქალმა, სანამ ორსულობას დაგეგმავს? მადლობა
მოგესალმებით ლანა, ორსულობის წინ გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ინფექციები, თუ ჰორმონალური პრობლემები გაქვთ (მაგ:მენსტრუაციული ციკლის დარღვევა) ჰორმონებიც და მიიღეთ ფოლიუმის მჟავა. პატივისცემით დიანა ჭანუყვაძე.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნუცა
2017-02-23
გამარჯობა, მქონდა 6,5 კვირაზე შეწყვეტილი ორსულობა და გამიკეთდა მედიკამენტოზური აბორტი. ექიმის რეკომენდაციით ჩავიტარე პროფილაქტიკური გამოკვლევები- ანტიფოსფოლიპიდური პანელი, ASA სისხლში, ციტომეგალოვირუსის IgM კლასის ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში, ტოქსოპლაზმა გონდის, ჰერპეს ვირუსის 1/2 ტიპის IGM კლასის ანტისხეულების განსაზმრა და ქლამიდიას ანტისხეულების განსაზღვრა. ასევე ავიღე ნაცხის ანალიზი. პასუხები ყველგან უარყოფითია. მხოლოდ ანტიფოსფოლიპიდურზე აღმომაჩნდა ფოსფატიდილქოლინი IgM, ფოსფატიდილგლიცეროლი IgM,კარდიოლიპინი IgG და ფოსფატილქოლინი IgG- უმნიშვნელოდ მომატებული. ნაცხი არ მქონდა კარგი, ლეიკოციტებია მომატებული და ასევე მაქვს როგორც ექიმმა მითხრა სოკოვანი კანდიდა. მინდა შეგეკითხოთ რაიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ხომ არაა საჭირო და ანტისპერმული ანტისხეულების განსაზრა ლორწოდანაც ხომ არაა აუცილებელი გავიკეთო, ანუ რამდენად არის ამის საჭიროება ზემოთაღნიშნულ გამოკვლევებთან ერთად. და თუ კი მირჩევთ ამ ანალიზის გაკეთებას როდისაა სასურველი პერიოდი საშოდან ანალიზის აღების, შესაძლებელია თუ არა ციკლის ნებისმიერ პერიოდში გავიკეთო ეს ანალიზი? უდიდესი მადლობა
მოგესალმებით ნუცა, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები თუ გქონდათ მომატებული საჭიროა მათი განმეორება 12 კვირის შემდეგ და თუ ისევ დაფიქსირდა მაღალი ციფრი შესაბამისად მკურნალობაც. ანტისპერმული ანტისხეულების განსაზრვრა თქვენ არ გჭირდებათ.თვითნებითი აბორტის მიზეზი შეიძლება ჰორმონალური დარღვევებიც იყოს. მობრძანდით კონსულტაციაზე, თქვენი ანალიზების პასუხებით და უფრო დეტალურად განვიხილოთ თუ რა გესაჭიროებათ. პატივისცემით დიანა ჭანუყვაძე.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნინი
2017-02-10
გამარჯობათ, მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მეწყება სიმძიმმის შეგრძნება მკერდის არეში..ზოგჯერ დაბუჟება მარცხენა კიდურში.. მენსტრუაციის დადგომისას კი გაუკონტროლებელი ხდება ჩემი წნევა, ან ძალიან დაბალია ხოლმე ან უცებვე მაღალი, მაღებინებს, თავბრუმესხმის, ვკანკალებ,გული მიფრიალებს,მიცივდება ხელები და ფეხები.. მოკლედ კოშმარად მექცევა ხოლმე ყოველი მენსტრუაცია. ვარ 31 წლის. ნამშობიარები,მშობიაობიდან 1 წლის მერე ამერია ციკლის დღეები, ნაკლებ დღიანი გამიხდა და მომდის ბევრი. მქონდა მენსტრუაცია 7 დღე ხოლმე ეხლა მაქვს 4. გთხოვთ იქნებ როგორმე არსებობს საშვალება რომელიც შემიმსუბუქებს ციკლის მოსვლის პერიოდს? კარდიოლოგს უკვე მივმართე და გინეკოლოგთან გადმომამისამართა.კარდიო პრობლემები მაქვს მაგრამ აქ გინეკოლოგიური ამბებიც არისო
მოგესალმებით ნინი, თქვენი აღწერიდან გაქვთ მენსტრუაციის წინა სინდრომი. გესაწოროებათ ჰორმონალური გამოკვლევები და ექოსკოპიური გამოკვლევა, რის შემდეგ დაგინიშნავთ მკურნალობას. პატივისცემით დიანა ჭანუყვაძე
პასუხი მოეწონა (1)
პასუხი არ მოეწონა (0)
თეონა
2017-02-07
გამარჯობა ქალბატონო დიანა მაინტერესებს თქვენი სამუშაო დღეები , მადლობა წინასწარ
მოგესალმებით თეონა, ჩემი სამუშაო დღეები არის ორშაბათი-პარასკევი 9:30-17:00, შაბათს წინასწარი შეთანხმებით 10:00-13:00. პატივისცემით დიანა ჭანუყვაძე.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნინი
2017-01-28
გამარჯობათ, მქონდა ანალური სექსი შემდეგ ამან გამოიწვია პაპილომა ვირუსი ვიმკურნალე და ახლა აღარ მაწუხებს არაფერი, შეიძლწბა ეომ სრულად გამოვკანმრთელებოდი? თუ სრულად არ ინკურნება ? მაგრამ ხანდახან მაწუხებს ანუსის მიდამოებში ფხანვუს შეგრძნება.
ნათია
2017-01-27
გამარჯობა დიანა ექიმო. მაქვს ორრქიანი საშვილოსნო. ორჯერ მოხდა ჩემი ორსულობის შეწყვეტა. პირველი 5 კვირაზე, მეორე 27 კვირაზე. მეორე ორსულობის დაგეგმვა მოხდა წინასწარი გამოკვლევებისა და ექიმის მეთვალყურეობის საფუძველზე, თუმცა მაინც მოხდა მისი შეწყვეტა. მაინტერესებს რამდენად არის ხოლმე ორრქიანი საშვილოსნო ორსულობის შეწყვეტის მიზეზი, რამდენად არის რეკომენდირებული ოპერაციის მეშვეობით საშვილოსნოს ფორმის ცვლილება და შეამცირებს თუ არა ქირურგიული ჩAრევა შემდეგი ორსულობის შეწყვეტის რისკს?
მოგესლმებით ნათია, უნდა ჩაიტაროთ ექოსკოპია საშვილოსნოს 3D რემოდელირებით, რათა დაზუსტდეს საშვილოსნოში ტიხრის არსებობა, რა დონემდეა ტიხარი და ა. შ. რა თქმა უნდა ოპერაციული ჩარევა და ტიხრის ამოკვეთა მნიშვნელოვნად აფართოებს საშვილოსნოს ღრუს და აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. მობრძანდით კონსულტაციაზე და ყველანაირად დაგეხმარებით დიაგნოზის დაზუსტებასა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას. პატივისცემით დიანა ჭანუყვაძე.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
თამუნა
2017-01-23
გამარჯობათ ქალბატონი დიანა.გავიკეთE პაპ ტესტი ამომივიდა ცინ1 ვიმკურნალე.5შემდეგ კიდე გავიკეთე იქ აგარ გამოცჰნდა ცინ1 მხოლოდ გარდენელა ესე შეიძლება.ან ტუ შიძლება გარდენელას პონზე ცინ1 არ გამოჩენილიყო?rn
მოგესალმებით თამუნა, პაპილომა ვირუსზე ტიპირება არ გაგიკეთებიათ? მორფოლოგიურადაც დადასტურდა CIN 1 დაზიანებული უბნიდან? თუმცა შესაძლებელია ინფექციის ფონზეც ყოფილიყო. 6 თვეში ჩაიტარეთ განმეორებით კოლპოსკოპია, პაპ-ტესტი. პატივისცემით დიანა ჭანუყვაძე.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
ნიცა
2017-01-18
გამარჯობათ.არ მაქვს არცერთი საკვერცხე.მაქვს საშვილოსნო რომელიც ექიმების თქმით შედარებით პატარაა.შეიძლება თუარა გავიკეთო ხელოვნური განაყოფიერება?წინასწარ მადლობა
მოგესალმებით ნიცა, პირველ რიგში უნდა ინახოს თქვენი საშვილოსნოს ზუსტი ზომები და მოცულობა და საშვილოსნოს ფორმა 3 D რემოდელირებით, შევძლებთ თუ არა საშვილოსნოს მომზადებას ისე რომ შესაძლებელი იყოს ემბრიონის გადატანა და შემდგომ უკვე ორსულობის მართვა, რის შემდეგ შეიძლება გითხრათ მხოლოდ კვერცხუჯრედის დონორის გამოყენება დაგჭირდებათ თუ დონაცია- სუროგაცია. ასევე უნდა ვნახო რა გამოკვლევები გაქვთ ჩატარებული და კიდევ რომელი გესაჭიროებათ. პატივისცემით დიანა ჭანუყვაძე.
პასუხი მოეწონა (0)
პასუხი არ მოეწონა (0)
მარიამი
2017-01-16
გამარჯობათ .. ვარ 18 წლის მაქვს ძლიან თხევადი გამონადენი თან სუნით .. ძლიან მაკომპლექსებს სადაც არუნდა ვიყო ვგრძნობ სისველეს . უფრო ხშირად გამონადენი მაქვს როდესაც ემოციური ვარ მაგალითად როდესაც ვიცინი ან არვარ ხასიათზე.. ხან მოყავისფრო არის ხან ღია მაგრამ ბლომად მომსდის. მენსტრუაცია დარღვეული მაქვს ძალიან გთხოვ მირჩიეთ რამე რა გავაკეთო