ჩაეწერე მიღებაზე
(032) 2 180-181
+995 599 181 192

დავით თელია

კლინიკის მისამართი:
ფალიაშვილის ქ. #40, გუდამაყრის ქ. #4
ქალაქი:
თბილისი
0
შეაფასეთ ექიმი
გააზიარე
ნანახია (3221)
გამოწერა
  • პაციენტის შეფასებები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • დაუსვი კითხვა ექიმს
  • ვიდეოები
დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დამატება
კომენტარები ვერ მოიძებნა

 


1972-78 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიულ ფაკულტეტზე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიარა კლინიკიური ინტერნატურის და ორდინატურის კურსები ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ სწავლობდა ასპირანტურაში ალერგოლოგიის კათედრაზე.

ასპირანტური დამთავრების შემდეგ, 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს სადოქტორო დისერტაციები.

1994 წლიდან 1996 წლამდე მუშობდა ალერგოლოგიის კათედრის დოცენტის, 1996 წლიდან პროფესორის, ხოლო 2001 წლიდან კათედრის გამგის თანამდებობებზე.

2003-2005 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

2005-2006 წლებში სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.

ამჟამად არის თსსუ შინაგან სნეულებათა N2 დეპარტამენტის ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი.

კლინიკური საქმიანობას ეწევა ალერგოლოგიის, თერაპიის და პედიატრიის მიმართულებით.

არის კლინიკური კვლევების წარმოების და მათი ხარისხის შეფასების ექსპერტი. ლექციებს კითხულობს მტკიცებითი მედიცინის და სამედიცინო სტატისტიკის მიმართულებით. 2005 წელს გამოაქვეყნა მტკიცებითი მედიცინის სახელმძღვანელო (ქართულ ენაზე).

არის საქ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, საქ. ასთმოლოგთა ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქ. მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული რეგულარული სამეცნიერო კონფერენციების პრეზიდენტი, საქ. მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო აკადემიის წევრი, ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის ასოცირებული წევრი.

გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო ნაშრომი. არის 9 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.

დაუსვი კითხვა
დაუსვი კითხვა ექიმს
გაგზავნა