3

ალექსანდრე გვასალია

💬 2
👍 34
👁️‍🗨️ 17226
მიღებაზე ჩაწერა
მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ჩაწერის ფუნქცია დროებით შეჩერებულია

შეფასება

ანზორი მოშიაშვილი
2021-11-26
ორსულობის დროს ჩემი მეუღლე მივიყვანე არაერთ კლინიკასა და ექიმთან თბილისის მაშტაბით. ერთადერთი ექიმი აღმოჩნდა ბატონი გვასალია ვინც აღმოუჩინა ჩემს მუცლად მყოფ შვილს გულის დეფექტი და დაგვაკვალიანა როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ახლა ჩემი შვილი 2 წლისაა და თავს მშვენივრად გრძნობს. გარდა თავისი პროფესიონალიზმისა ბატონი ალექსანდრე გამოირჩევა ექიმებისთვის უჩვეულო კომუნიკაციის უნარით რაც გამოიხატება იმაში რომ ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს ადამიანური ენით და მასთან კომუნიკაციისას არ დაგჭირდებათ სამედიცინო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ანა
2024-02-05
ადამიანური ენით საუბარი არ ვიცი ვისთან როგორ გამოსდის, თუმცა ჩემს შემთხვევაში საკმაოდ არაადამიანური იყო. კისრის ნაოჭის სისქის განსაზღვრის შემდეგ ეჭვგარეშე დასკვნა დადო, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს (მხოლოდ შემდეგ გავიგე, რომ ექოსკოპიით მხოლოდ საშიშროების დადგენაა შესაძლებელი და არა სინდრომის). ასისტენტის კითხვაზე, თუ რა ჩაეწერა მშობიარობის სავარაუდო თარიღში, მან უპასუხა: მაინც არ დასჭირდება მშობიარობის თარიღიო. ცხვირის ძვალი არც გაუზომავს- მკაფიოდ არ ესახებაო, სხვა არაფერი გამოუკვლევია, მხოლოდ დაუნის სინდრომი "დამიდგინა" და გამომიშვა. P.S პრენატალური არაინვაზიური ტესტის შედეგად ჩემს ნაყოფს არ აქვს არანაირი გენეტიკური პრობლემა. პასუხის სანდოობა კიდევ 99%-ზე მაღალია. მისი ადამიანური მიდგომისა და ტაქტის შესახებ იმედი მაქვს ძალიან ბევრი წაიკითხავს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა

ინფორმაცია

ინფორმაცია არ არის დამატებული

ვიდეოები

ინფორმაცია არ არის დამატებული