ალეკო კაციტაძე
შეფასება
თამარი
2016-01-21
დიდი ხნის წინ, მკურნალობდა ჩემი ახლობელი და ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე უმკურნალა, ბატონმა ალეკომ!
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ბზიკი
2016-11-14
სტუდენტობაში მქონდა სებორიული ეგზემა, მაგან გაიხაროს გადამარჩნა. ახლა ბავშვი მინდა ვაჩვენო რაგაცას ვფიქრობ :( კი მეშინიაა ცოტა :(
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
გიორგი
2017-02-08
უკეთილშობილესი და უაღრესად განათლებული პიროვნება, უბრალოდ ძალიან მაგარი კლინიცისტი. ჯერ ერთი კონსულტაცია ღირს სულ რაღაც 30 ლარი, 6 თვის განმავლობაში განმეორებით ვიზიტებზე ერთ თეთრსაც არ გახდევინებს, გიწერს კაპიკებიან წამლებს(ბევრს არა) და ეფექტი ძალიან კარგია. ყველა ვისაც მივასწავლე, კმაყოფილია. არ აქვს ჩაწერის სიტემა, მაგრამ დიდი ამბავი, მაქსიმუმ 20 წუთის ლოდინი დაგჭირდეს, სხვა ექიმებთან ნახევარ სთ-ზე ადრე ჩაწერითაც ვერ შევსულვარ და კონსულტაციები კიდე 40-50-60 ლარი ღირს. გერმანიაში რომ ვიყავი დერმატოლოგთან ჯერ 1 თვით ადრე ჩავეწერე და ვიზიტზე რომ მივედი 1 სთ-ზე მეტი ველოდე. ბევრი მეწუწუნება ლოდინზე, მაგრამ დამიჯერეთ სხვა ქვეყნებში კვირებით ადრე უნდა ჩაეწერო და საათობით ელოდო როდის მიგიღებს. ცოტა ხასიათი აქვს თავისებური, არ უყვარს ბევრს რომ "ყბედობ" და ჯერ თვითონ უნდა აცადო კითხვების დასმა. ასე მირჩევნია მე პირადად, ვიდრე 1 სთ მელაპარაკოს ექიმმა უაზროდ და ვერაფრით დამეხმაროს.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ინფორმაცია
ინფორმაცია არ არის დამატებული
ვიდეოები
ინფორმაცია არ არის დამატებული