ჟილბერის სინდრომი

ჟილბერის სინდრომი - დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში ბილირუბინის სინთეზის დარღვევა.  

 

მიზეზები

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         არასწორი კვება;

·         რიგი პრეპარატების ხანგრძლივად მიღება;

·         ალკოჰოლის მავნე გამოყენება;

·         ხშირი სტრესი.

 

სიმპტომები

·         კანის, სკლერის, ლორწოვანი გარსის ფერის შეცვლა;

·         სწრაფი დაღლა;

·         საერთო სისუსტე;

·         ძილის დარღვევა;

·         მადის დაქვეითება;

·         გულის რევა, ღებინება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ჰეპათოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;

·         კოაგულოგრამა;

·         მოლეკულარული დიაგნოსტიკა;

·         პჯრ-დიაგნოსტიკა;

·         შარდის საერთო ანალიზი;

·         კალას ანალიზი;

·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         ღვიძლის ბიოპსია.

 

მკურნალობა

·         ნაღველგამომდენი პრეპარატები;

·         ჰეპატოპროტექტორები;

·         ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         ფოტოთერაპია.

 

დიეტა

მკურნალობისას ინიშნება დიეტა №5, რომელიც გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:

·         ცხიმიანი ხორცის სახეობები;

·         კონსერვები, შებოლილი და დამარინადებული პროდუქტი;

·         პურ-ფუნთუშეული და ცომეული;

·         მოხარშული კვერცხი;

·         მჟავე ხილი;

·         ხახვი, ისპანახი;

·         წიწაკა, მდოგვი;

·         ბოლოკი;

·         ნაყინი, შოკოლადი;

·         კაკაო, მაგარი ყავა;

·         გაზიანი სასმელი;

·         სპირტიანი სასმელი.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         ნაღველკენჭოვანი დაავადება;

·         ქრონიკული ჰეპატიტი.

რისკის ჯგუფი

·         მამაკაცები;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         დაბალანსებული კვების ქონა;

·         ღვიძლზე მოქმედი პრეპარატების მიღების გაკონტროლება;

·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;

·         ყოველწლიური დისპანსერიზაციის გავლა.