ზედაპირული გასტრიტი

ზედაპირული გასტრიტი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის სეკრეტული ფუნქციის გაზრდა და მისი ლორწოვანი გარსის ანთება. დაავადება წარმოადგენს ქრონიკული გასტრიტის ნაირსახეობას.

ბავშვებში გასტრიტი დამახასიათებელია ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პროცესში (5-6, 9-12 წლის ასაკში).

ხარისხის მიხედვით გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:

·         სუსტად გამოხატული ზედაპირული გასტრიტი;

·         საშუალოდ გამოხატული ზედაპირული გასტრიტი;

·         ძლიერ გამოხატული ზედაპირული გასტრიტი.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა კუჭის შიდა გარსის დაზიანების შედეგად და მისი გამომწვევი მიზეზებია:

·         მწვავე გასტრიტის მკურნალობის არარსებობა;

·         არასწორი და არარეგულარული მკურნალობა;

·         ცხიმიანი და ცხარე საკვების ჭარბი მიღება;

·         ალკოჰოლის ხშირი და ჭარბი გამოყენება;

·         Helicobacter pylori-ის ბაქტერია.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მარჯვენა ნეკნების ქვეშ ტკივილი, რომელიც ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ;

·         კუჭის სიმძიმის შეგრძნება;

·         კუჭის აშლილობა;

·         პირში ცუდი, მომჟაო სუნის ქონა;

·         პირში ცუდი გემოს ქონა;

·         გულის რევა, ღებინება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობის დასანიშნად ექიმი-გასტროენტეროლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს:

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         კალას ანალიზს;

·         კუჭის სეკრეციის ანალიზს;

·         კუჭის ლორწოვანის ნაცხის ანალიზს;

·         ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას;

·         კუჭის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         ცისტოლოგიურ გამოკვლევას;

·         მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიბიოტიკებს;

·         კუჭის წვენის მჟავიანობის დამწევ პრეპარატებს;

·         გასტროპროტექტორებს;

·         დამცავ პრეპარატებს;

·         კუჭის ლორწოვანი გარსის აღმდგენ პრეპარატებს;

·         პერიფერიული მოქმედების ქოლინოლიტიკებს;

·         დიეტის დაცვას.

 

დიეტა

მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ სპეციალური დიეტის დაცვა, რომლის დროს უნდა მიიღონ:

·         უცხიმო მოხარშული ხორცი;

·         ხილისა და ბოსტნეულის პიურე;

·         კისელი, კომპოტი;

·         ფაფები (მანანის, ბრინჯის);

·         რძე, უცხიმო ხაჭო;

·         მინერალური წყალი (საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე).

 

საშიშროება

დაავადების მკურნალობის არარასებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         კუჭის სისხლდენა;

·         კუჭის პოლიპები;

·         კუჭის წყლული;

·         კუჭის კიბო.

 

პროფილაქტიკა

ზედაპირული გასტრიტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ბალანსირებული კვების დაცვა;

·         სხეულის წონის კონტროლი;

·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         გასტროენტეროლოგთან წელიწადში ორჯერ შემოწმების გავლა.