ყაბზობა
ყაბზობა – დეფეკაციის პრობლემა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული ფორმა. ხშირად დაავადება აღენიშნებათ ბავშვებს და მოხუცებს.
მიზეზები
დაავადებას იწვევს:
· დეფეკაციის მუდმივად შეკავება;
· ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;
· მოსადუნებელი პრეპარატების ხშირი გამოყენება;
· მცენარეული ბოჭკოს შემცველი პროდუქტის იშვიათი გამოყენება;
· მუცლის ღრუს კუნთების მოდუნება;
· სითხის შეზღუდული მიღება.
სიტუაციური ხასიათის ყაბზობის მიზეზები:
· ფეხმძიმობა;
· სტრესი, ფსიქოემოციური აშლილობა;
· მოგზაურობა, გარემოს შეცვლა;
· რთულად მოსანელებელი პროდუქტების მიღება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· დიდი ხნის განმავლობაში გაუვალობა;
· სწორ ნაწლავში სიმძიმის შეგრძნება;
· ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მუცელში;
· მეტეორიზმი;
· ჭარბი გაზების დაგროვება.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი და ნიშნავს:
· შარდის და კალას ანალიზს;
· ირიგოგრაფიას;
· ირიგოსკოპიას;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· კოლონოსკოპიას;
· ანორექტომეტრიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· მოსადუნებელ პრეპარატებს;
· სანთლებს;
· ოყნებს.
ყაბზობა დიდებსა და ბავშვებში ერთნაირად იკურნება, მშობლებმა უნდა გააკონტროლონ ბავშვის კვების რეჟიმი.
საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვება იწვევს შემდეგ გართულებებს:
· ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
· რექტოანალური პათოლოგიები;
· ნაწლავის კედლების იშემია;
· მსხვილი ნაწლავის დივერტიკულარული დაავადება;
· მსხვილი ნაწლავის გადიდება;
· სწორი ან მსხვილი ნაწლავის კიბო.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· მოხუცები;
· ადამიანები, ვისაც გადატანილი აქვთ რთული ოპერაციები;
· ქალები ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში;
· ადამიანები, რომლებსაც ძირითადად ჯდომა უწევთ;
· ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროული მკურნალობა;
· მცენარეული ბოჭკოს შემცველი საკვები პროდუქტების გამოყენება;
· ყოველდღიურად სითხის საჭირო რაოდენობის მიღება.