ხშირად მოავადმყოფე ბავშვები

 

ბავშვის ორგანიზმის დამაზიანებელ დაავადებებს შორის მეორე ადგილი უჭირავს ბავშვთა ინფექციებს, მესამე კი ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს, როგორიცაა ოტიტი, რინიტი, სინუსიტი. ეს დაავადებები ძალიან აქტიურია სიოცხლის პირველი სამი წლის მანძილზე.

 

მიზეზები

·         ცხვირხახის ქრონიკული ინფექციები;

·         გლანდების გადიდება;

·         ამინოგლობულინ А-ს უკმარისობა;

·         სამშობიარო ტრავმები, ნერვულ-ფსიქოლოგიური აშლილობა;

·         ენდოკრინული სისტემის არასწორი მუშაობა;

·         კორტიკოსტეროიდული ჰორმონების გამომუშავების დარღვევა;

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

·         ხშირის სტრესი და სერიოზული ფსიქიკური ტრავმები;

·         მთელი რიგი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;

·         ეკოლოგიურად არასასურველ გარემოში ცხოვრება.

 

სიმპტომები

·         ცხვირით სუნთქვის გართულება;

·         ყელის ტკივილი;

·         ყურების ტკივილი;

·         ფაღარათი ან შეკრულობა;

·         ნახველიანი ან მშრალი ხველა;

·         სხვადასხვა ზომის პაპულებით გამონაყარი და ძლიერი ქავილი.

 

დიაგნოსტიკა                                        

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს პედიატრი, რისთვისაც საჭიროა:

·         რინოსკოპია;

·         ყურიდან, ცხვირიდან, ყელიდან გამონადენის ბაქტეროლოგიური გამოკვლევა;

·         ოტოსკოპია;

·         სისხლის, შარდის, კალას ანალიზი.

 

მკურნალობა

·         ანტიბიოტიკები;

·         ფიზიოთერაპიული პროცედურები;

·         ზოგადგამაჯანსაღებელი და ანტიალერგიული პრეპარატები;

·         ყელის გამორეცხვა ბალახეული ნაყენით;

·         კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის მოსაწესრიგებელი პრეპარატები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         ბავშვის ვარჯიშისთვის მიჩვევა;

·         კვების რეჟიმის დაცვა.