ხალები

 

ხალები თანდაყოლილი ან შეძენილი კანის განვითარების ფორმაცია.

 

არსებობს ხალების შემდეგი სახეობები:

·         ჰემანგიომა;

·         ბრტყელი ხალები;

·         გაბერილი ხალები;

·         წითელი ხალები;

·         ლურჯი ხალები;

·         პიგმენტირებული გიგანტური ხალები.

 

მიზეზები

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;

·         ულტრაიისფერი დასხივება;

·         ფეხმძიმობა;

·         ძლიერი სტრესი.

 

სიმპტომები

·         დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით ხალების გაჩენა;

·         ხალების ფერის ცვლილება;

·         ხალის ადგილას კანიდან თმის საფარის გაცვენა;

·         ხალის გარშემო მოწითალო ან მოშაო რკალის გაჩენა;

·         ხალების ადგილას კანის დახეთქვა;

·         ხალის არათანაბარი შეფერილობა;

·         ხალის ადგილას ქავილი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ალერგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         ჰისტოლოგიური ანალიზი;

·         ხალის ადგილიდან ნაცხის ანალიზი;

·         ახლომდებარე ლიმფოკვანძების გამოკვლევა;

·         ეპილუმინსცეტური მიკროსკოპია;

·         კომპიუტერული დიაგნოსტიკა.

 

მკურნალობა

·         კრიოდესტრუქცია;

·         ლაზერული;

·         ელექტროკოაგულაცია;

·         რადიოტალღური;

·         ქირურგიული.

 

საშიშროება

ავთვისებიანი ხალები დროული მკურნალობის არარსებობისას იწვევენ მელანომას.

 

რისკის ჯგუფი

·         5მმ-ზე მეტი დიამეტრის ხალების მქონე ადამიანები;

·         ფეხმძიმე ქალები;

·         ღია კანისა და თმის ფერის ადამიანები;

·         ბევრი ჭორფლის მქონე ადამიანები;

·         კანზე პიგმენტური ლაქების მქონე ადამინები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         მზის პიკი საათის დროს გარუჯვისგან თავის შეკავება (11-16 სთ);

·         სოლარიუმში ხშირი ვიზიტისგან თავის შეკავება;

·         ახალი ხალების გაჩენის გაკონტროლება და დერმატოლოგთან დროულად მისვლა.