წყლულოვანი კოჟრი


წყლულოვანი კოჟრი კანის ზედა ფენების გარქოვანებით გამოწვეული დაავადება, რომელიც ჩნდება კანზე ფიზიკური ზემოქმედებით ან ინტენსიური ხახუნით (მაგალითად მოჭერილი ფეხსაცმელი, წინდის გარეშე ფეხსაცმლის ტარება და ა.შ.)  ჭარბი ოფლიანობისას ოფლი არბილებს გარქოვანებულ კანს და წარმოიქმნება კოჟრი. გარქოვანებული ეპიდერმისის საფარქვეშ გროვდება ლიმფა და სწორედ ამიტომ, ასეთ კოჟრს უწოდებენ წყლულოვანს. როგორც წესი, კოჟრები გვხვდება ტერფებზე და ფეხის თითებზე.

არსებობს კოჟრების ორი ტიპი - მშრალი და სველი. წყლულოვანი კოჟრი წარმოადგენს დერმატოლოგიურ დაავადებას, რომელიც ჩვეულებრივ აღიქმება, როგორც არასერიოზული პრობლემა. თუმცა, მის მიმართ უყურადღებობის გამოჩენა იწვევს ნეგატიურ შედეგებს ზოგადად მთელი ორგანიზმისთვის. 

 

მიზეზები

დაავადების ძირითადი მიზეზებია:

·         მუდმივად ხახუნის ზემოქმედება;

·         აღნულ კანის ნაწილზე ფიზიკური ზემოქმედება.

კოჟრის წარმოშობის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

·         ბაღის იარაღებით მუშაობა;

·         მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა;

·         ვიწრო ფეხსაცმლის ტარება;

·         ტერფის დეფორმაცია;

·         დაავადებები, როგორიცაა: ტერფების სახსრების ართრიტი, ბურისტი, დეფორმირებული ოსტეოპოროზი, ბრტყელტერფიანობა, ფეხის ჩაქუჩისმაგვარი თითები და სხვა;

·         არასწორი სიარული;

·         სპროტული ვარჯიშები.

 

სიმპტომები

დაავადების მახასიათებელი სიმპტომებია:

·         ტკივილის შეგრძნება;

·         დაზიანებული კანის საფარი;

·         დაზიანებული კანის სითხით შევსება;

·         დაზიანებულ ადგილზე შეხებისას ტკივილი;

·         კოჟრის ბუშტუკის გაჩენისა და მისი გახეთქვის დროს ტკივილის შეგრძნება;

·         სიარულის დროს დისკომფორტი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტირება ხდება შემდეგნაირად:

·         საჭიროა დერმატოლოგთან ვიზიტი და პაციენტის დათვალიერება;

·         შესაძლოა დამატებით საჭირო გახდეს ორთოპედის და რევმატოლოგის კონსულტაცია.

 

მკურნალობა

დაავადების მკუნრალობა მოიცავს:

·         კოჟრების ადგილების ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავებას და დამცავი სახვევის დადებას;

·         რეკომენდირებულია კოჟრისთვის განკუთვნილი სპეციალური საფენის დადება;

·         ტერფის დეფორმაციის შემთხვევაში ორთოპედიული მკურნალობის ჩატარება;

·         შესაძლებელია კრიოდესტრუქციული პროცედურის ჩატარება;

·         აქტუალურია ლაზერული მეთოდი, ელექტროკოაგულაცია  ან ქირურგიული ჩარევა.

 

საშიშროება

წყლულოვანი კოჟრი შესაძლოა გახდეს ინერვაციის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევის მიზეზი დაზიანებულ ადგილზე. დაავდებისგან სრული გამოჯანმრთელება აბსოლიტურად შესაძლებელია. 

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         კომფორტული ფეხსაცმლის ტარება;

·         ინსტრუმენტებთან მუშაობისას ხელთათმანების გამოყენება;

·         სპეციალური დამცავი საფენების გამოყენება;

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.