წითურა

 

წითურა მწვავე ვირუსულ-ინფექციური დაავადება. ხშირად გვხვდება 3-7 წლის ასაკის ბავშვებში. დიდებში იშვიათია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ბავშვობაში არ იყო ჩატარებული ვაქცინაცია. დაავადების ბუმი შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება ადამიანის ორგანიზმში ვირუსის მოხვედრით, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. იშვიათ შემთხვევებში ვირუსი გადადის ფეხმძიმე დედიდან ნაყოფზე.

 

სიმპტომები

დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:

·         სურდო;

·         სახსრებისა და კუნთების ტკივილი;

·         თავის ძლიერი ტკივილი;

·         ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე;

·         კისრის ლიმფური კვანძების ანთება.

2 დღის შემდეგ სხეულზე ჩნდება მოწითალო ფერის გამონაყარი.

ზოგჯერ გამონაყარი არ ფიქსირდება და დაავადება ერევათ გაციებაში, ზოგჯერ კი გამონაყარი ისეთი ძლიერია, რომ ერევათ წითელაში.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკისთვის ექიმი-პედიატრი ატარებს:

·         ცხვირის ლორწოვანის დათესვას;

·         სისხლის საერთო ანალიზს.

 

მკურალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         სიცხის დამწევ პრეპარატებს;

·         სედატიურ პრეპარატებს;

·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.

ავადმყოფის ოთახი რეგულარულად უნდა განიავდეს და დაცული უნდა იყოს სისუფთავე.

თანდაყოლილი წითურას მკურნალობის მეთოდები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

 

დიეტა

მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ:

·         სითხის ჭარბი მიღება (დღეში 3 ლიტრამდე);

·         ვიტამინებით მდიდარი რძე-მცენარეული საკვები.

 

საშიშროება

რიგ შემთხვევებში წითურა იწვევს ისეთ გართულებებს როგორიცაა:

·         ანგინა;

·         ოტიტი;

·         პნევმონია;

·         ენცეფალიტი;

·         ართრიტი;

·         ტრომბოციტოპენური პურპურა.

 

ფეხმძიმობის დროს წითურამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაავადება შემდეგი ფორმებით:

·         თანდაყოლილი წითურა;

·         თანდაყოლილი გულის მანკი;

·         სისხლის დაავადებები;

·         მხედველობისა და სმენის ორგანოების დაავადება;

·         შინაგანი ორგანოების დაავადება (სიყვითლე);

·         თავის ტვინის დეფექტი (ტვინის მცირე ზომა, გონებრივი სისუსტე).

დიდია მუცლის მოშლის და შემდგომი უნაყოფობის ალბათობა.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         10 წლამდე ბავშვები;

·         ზრდასრულები, ვისაც ბავშვობაში არ გადაუტანია დაავადება;

·         დამცავი ანტისხეულების დაბალი დონის მქონე ადამიანები;

·         სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები;

·         ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ვაქცინაციის ჩატარება 1, 6 და 12 წლის ასაკში.

ფეხმძიმე ქალებმა დამატებით უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია წითურას საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით.