წელის ოსტეოქონდროზი

 

წელის ოსტეოქონდროზი დაავადება, რომელიც აზიანებს ხერხემლის გავა-წელის ნაწილს. წარმოადგენს ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებულ სახეობას.


მიზეზები

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ნერვული დაბოლოებების დაზიანება;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის დაავადებები;

·         ხერხემლის მალებს შორის მანძილის შეკუმშვა;

·         მცირე მენჯის ორგანოების დაავადება;

·         ჭარბი წონა;

·         ზურგის დაზიანება;

·         ძირითადად მჯდომიარე ცხოვრების წესი;

 

სიმპტომები

·         ყრუ ტკივილები ხერხემალში, რომელიც შეიძლება გადაეცეს ფეხს;

·         ნებისმიერი მოძრაობის დროს გაძლიერებული ტკივილი;

·         წვივის, ტერფის მგრძნობელობის გაზრდა;

·         ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება;

·         ტკივილის კერებში კანის სიმშრალე და დახეთქვა;

·         ფეხებში სიცივის შეგრძნება;

·         ტერფების არტერიების სპაზმები;

·         შარდვის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         ხერხემლის გავა-წელის ნაწილის რენტგენი;

·         გავა-წელის ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         გავა-წელის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს მცირე მენჯის ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;

·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         ნოვოკაინის ბლოკადებს;

·         მანუალურ თერაპიას;

·         ხერხემლის გაჭიმვას;

·         ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;

·         სამკურნალო ფიზკულტურას.

ქირურგიული ჩარევა ხდება ხერხემალშორისი თიაქარის განვითარების შემთხვევაში.

 

საშიშროება

დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს:

·         იშიასი;

·         მალების არასტაბილურობა;

·         შარდსასქესო სისტემის დარღვევები;

·         რადიკულიტი;

·         თიაქარი;

·         პროტრუზია;

·         კიფოზი.

 

რიკის ჯგუფი

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         მძიმე ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანები;

·         სუსტი განვითარების კუნთების სისტემის მქონე ადამიანები;

·         მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ზურგისა და თეძოების კუნთების გამაგრება;

·         ხერხემალზე დატვირთვების კონტროლი;

·         ხერხემლის სწორად დაჭერა;

·         ზურგის ტრავმებისგან თავის დაცვა;

·         მკვეთრი მოძრაობების გაკეთების გარეშე დახრა, ან მოტრიალება.