ვილებრანდის დაავადება

ვილებრანდის დაავადება სისხლის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლის მიმოქცევის ფუნქციის დარღვევით, რაც იწვევს ჭარბ სისხლდენას.

დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქ (სისხლში ვილებრანდის ფაქტორის კოცენტრაციის შემცირება), საშუალო (ვილებრანდის ფაქტორის ხარისხობრივი ცვლილება) და რთულ (ვილებრანდის ფაქტორის სრული არარსებობა) ფრომებში.

 

მიზეზები

დაავადება გამოწვეულია სისხლის ცირკულაციის ერთ-ერთი ფაქტორის უკმარისობით ან დეფექტით - ეს არის ვილებრანდის ფაქტორი, რომელიც პასუხისმგებელია თრომბოციტის დაზიანებულ სისხლძარღვზე მიმაგრების პროცესზე. ვილებრანდის დაავადების მიზეზები:

·         სისხლის მიმოქცევის თანდაყოლილი დარღვევები;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·         ავტოიმუნური და ლიმფოპროლიფერატიული დაავადებები.

 

ვილებრანდის დაავადების სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         ღრძლიებიდან სისხლდენა;

·         კანზე უმიზეზოდ გაჩენილი «სილურჯეები»;

·         ხშირი სისხლდენა ცხვირიდან;

·         ქალებში მენსტრუაციის დროს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა (მენორაგია);

·         ქალებში მენოპაუზის დროს სისხლდენა;

·         ოპერაციისა და ტრავმის შემდეგ ძლიერი სისხლდენა;

·         შარდსა და ფეკალურ მასაში სისხლის გაჩენა (ჰემატურია);

·         სახსრების და კუნთების შიდა სისხლდენა, რომელსაც ახლავს ტკივილი, დასიება და მოძრაობის გართულება. 

 

დიაგნოსტიკა

ვილებრანდის გამოსავლენად აუცილებელ დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი, რისთვისაც ის ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებს, რომელთა შორის არის:

·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;

·         სინჯები კაპილარების სისუტეზე;

·         სისხლის ცირკულაციის დროის გაზომვა;

·         კოაგულოგრამა;

·         შარდის საერთო ანალიზი;

·         ფეკლაურ მასაში სისხლის რაოდენობის განსაზღვრა.

ღვიძლსა და ელენთაში სისხლდენის გამოსარიცხად ტარდება მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.  

 

ვილებრანდის დაავადების მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         ტრანსფუზიურ თერაპიას (ჰემოპრეპარატების შეყვანას, სისხლის პლაზმის გადასხმას);

·         დესმოპრესინს;

·         ჩანაცვლებით თერაპიას (ვილებრანდის ფაქტორის შემცველი პრეპარატების გამოყენებას);

·         ქალებში ჰორმონალურ თერაპიას;

·         დაზიანებულ ადგილზე ფიბრინული წებოსა და თრომბინის ფხვნილის წასმას.

 

საშიშროება

ვილებრანდის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:

·         დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა;

·         საშვილოსნოდან სისხლდენა;

·         თრომბოზი;

·         ანემია.

ფეხმძიმე ქალების შემთხვევაში დიდია მუცლის მოშლის ალბათობა.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         ადამიანები, რომლებსაც აქვთ ტრავმებისა და დაავადებების გამო სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ანთების საწინააღმდეგო ნესტეროიდული და სისხლის მიმოქცევის შემაკავებელი პრეპარატების დიდი ხნის მანძლზე გამოყენების შეზღუდვა;

·         აქტიური ცხოვრების წესის ქონა;

·         სხეულის წონის კონტროლი.