ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა

 

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა - წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წრამოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო. 

 

მიზეზები

დაავადების მიზეზებია:

·         თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         მაღალი არტერიული წნევა;

·         ათეროსკლეროზი;

·         ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია;

·         არტერიების გასკდომა;

·         სისხძარღვთა სისტემის თანდაყოლილი ანომალიების განვითარება;

·         ძირითადი ან ხერხემლის არტერიების თრომბოზი;

·         სისხლძარღვების ანთება;

·         შაქრიანი დიაბეტის დროს ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება;

·         ხერხემლის არტერიების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია დისკის თიაქარით;

·         ლავიწქვეშა არტერიის შეკუმშვა კისრის ჰიპერტროფირებული კუთების გავლენით.

 

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება შემდეგი ფორმებით:

·         თავბრუსხვევა;

·         კლიმატური და ამნიდის პირობების ცვლილების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;

·         გულის რევა;

·         ღებინება;

·         ოფლიანობა;

·         გულისცემის ცვლილებები;

·         არტერიული წნევის დონის ცვლილებები;

·         შექანება;

·         ვარდნის შეგრძნება;

·         უხერხული შეგრძნება კიდურებში;

·         დაბნეულობა;

·         სწრაფად დაღლა;

·         სისუსტე;

·         ნეიროსენსორული სიყრუე.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისათვის ტარდება შემდეგი სახის ღონისძიებები:

·         ნევროლოგიური გამოკვლევა;

·         ულტრა-ბგერითი დოპლეროგრაფია;

·         ფუნქციონალური სინჯები ჰიპერვენტილაციით;

·         ინფრაწითელი თერმოგრაფია;

·         რეოენცეფალოგრაფია;

·         რენტგენოგრაფია;

·         მოხრით და გაფართოებით ჩატარებული ფუნქციონალური ტესტებით სპონდილოლისთეზის გამოვლენა;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         МR-ანგიოგრაფია;

·         ვესტიბულოლოგიური გამოკვლევა;

·         სისხლის ანალიზი შაქრის შემცველობაზე;

·         სისხლის საერთო ანალიზი.

 

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         არტერიული წნევის ყოველდღიურ კონტროლს;

·         დიეტის კორექციას;

·         ფიზიკური დატვირთების დოზირებას;

·         მედიკამენტოზურ თერაპიას;

·         მავნე ჩვევებზე უარის თქმას;

·         თრომბების განვითარების გამოვლენას;

·         ვიტამინოთერაპიას;

·         სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ მასაჟს;

·         სამკურნლო ვარჯიშს;

·         მანუალურ თერაპიას;

·         ჰირუდოთერაპიას (წურბელებით მკურნალობა);

·         რეფლექსოთერაპიას;

·         მაგნიტოთერაპიას;

·         კისრის კორსეტის ტარებას;

·         ნევროპათოლოგის და ვერტებრონევროლოგის მუდმივ კონტროლს.

 

საშიშროება

დაავადების ყველაზე დიდი საშიშროებაა ინსულტი, მყარი ნევროლოგიური დეფიციტი. თუმცა, ზუსტი დიაგნოზის შემთხვევაში და თანამედროვე, სრული მკურნალობის პირობებში დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია. 

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         დიეტის დაცვა;

·         მარილის გამოყენების შემცირება;

·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა;

·         არტერიული წნევის კონტროლი;

·         აქტიური ცხოვრების წესი;

·         სტრესებისგან თავის დაცვა;

·         სუფთა ჰერზე ყოფნა;

·         ცურვა.