ვასკულიტი

ვასკულიტი დაავადების ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს კანისა და კანქვეშა წვრილი სისხლძრღვების კედლების მწვავე ანთება. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს წარმოშობის პირველადი და მეორადი მიზეზები. ვასკულიტი ბავშვებში გამოირჩევა მწვავე მიმდინარეობით და სიმპტომებით.

გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:

·         ჰიპერერგიული ვასკულიტისისხლძარღვების კედლების ალტერნატიულ-ეკსუდატიური ცვლილება;

·         ჰემორაგიული ვასკულიტიხშირად ვლინდება კანზე სიმეტრიული ან წერტილოვანი სისხლჩაქცევების გაჩენით (დაავადების ეს ფორმა ყველაზე ხშირად გვხვდება აბვშვებში);

·         კვანძოვანი ვასკულიტიკანქვეშა სისხლძარღვების ანთება.

დაავადებას შესაძლოა ჰქონდეს სისტემური ხასიათი, რომლის დროსაც ერთდროულად რამოდენიმე ტიპის ვასკულიტი ვლინდება.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება ორგანიზმში იმუნური ცვლილებების გამო და მისი მიზეზებია:

·         ბაქტერიალური ან ვირუსული ხასიათის მწვავე ინფექციური დაავადებები;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·         ვაქცინაციაზე ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქცია;

·         ბიოლოგიური საწამლავით, ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა, რომლებიც შედიან პრეპარატების შემადგენლობაში (ონკოლოგიური მკურნალობისთვის);

·         ორგანიზმის ძლიერი გადახურება ან პირიქით - გადაციება;

·         სხვადასხვა სახის ლოკალიზაციისა და სიმწვავის ტრამვები;

·         კანის თერმული დაზიანებები (მზის დამწვრობა).

 

ვასკულიტის სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         გამონაყარი კანზე;

·         კანის ქსოვილის მგრძნობელობის დარღვევა;

·         საერთო სისუსტე;

·         მადის დაკარგვა;

·         ციებ-ცხელება;

·         კუნთების ტკივილი;

·         საფეთქლების არეში შესიება.

 

დიაგნოსტიკა

ვასკულიტის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-რევმატოლოგი, რაც მოიცავს:

·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;

·         შარდის ანალიზს;

·         კანის ბიოპსიას.

 

ვაკულიტის მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         კლუკოკორტიკოიდებს;

·         ციტოსტატიკებს;

·         პლაზმოფარეზს;

·         ჰემოსორბციას;

·         ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდულ პრეპარატებს.

ბავშვებში ვასკულიტის მკურნალობაში შედის ტრანსფუზიური თერაპია, ციტოსტატიკები, გლუკოკორტიკოიდები. ჰემორაგიული ვასკულიტისთვის აუციელებელ მკურნალობას წარმოადგენს ანტიბიოტიკების მიღებაც.

 

დიეტა

მკურნალობის პერიოდში რაციონიდან საჭიროა ყველა იმ პროდუქტის გამორიცხვა, რომლებსაც შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა (ციტრუსები, შოკოლადი, ზღვის პროდუქტი, ქათამი, კვერცხი, თაფლი, თხილი და ა.შ.). საჭიროა მხოლოდ მოხარშული საკვების მიღება.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:

·         თრიკმლის და ღვიძლის უკმარისობა;

·         ფილტვიდან სისხლდენა;

·         მუცლის ღრუს აბსცესები;

·         პოლინეიროპათია;

·         ნაწლავის ინვაგინაცია.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         გადაციებისა და გადახურებისგან თავის დაცვა;

·         ქრონიკული და მწვავე ინფექციების სანაციის ჩატარება;

·         იმუნიტეტის გაძლიერება;

·         ფიზიკური დატვირთვის გაკონტროლება.