ვარიკოცელე

ვარიკოცელე დაავადება, რომელიც იწვევს სათესლე ჯირკვლებისა და ბაგირაკის ვენების გაგანიერებას. უფრო ხშირია მარცხენა საკვერცხის ვარიკოცელე (შემთხვევების 90-98%). მარჯვენა ან ორმხრივი ვარიკოცელე გვხვდება იშვიათად და სპეციფიკური მიზეზები აქვს, რაც დეტალურ კვლევას მოითხოვს.

სამედიცინო პრაქტიკაში ვარიკოცელე ბავშვებში ყველაზე მეტად 13-17 წლის ასაკში აღინიშნება.

გამოყოფენ შემდეგი დონის ვარიკოცელეს:

·         I დონე – ხასიათდება ბაგირაკის გადიდებით და მისი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ დეპლეოგრაფიის ჩატარებისას.

·         II დონევენების გაგანიერების დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, როცა პაციენტი ფეხზე დგას საკვერცხის ზომა და მდგომარეობა არ იცვლება.

·         III დონებაგირაკის გადიდება თვალსაჩინოა როგორც დგომისას, ისე წოლით მდგომარეობაში.

·         IV დონესაკვერცხის და სათესლე ბაგირაკის გაგანიერება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, საკვერცხე რბილია და ზომაში დაპატარავებული.

 

მიზეზები

ვარიკოცელეს წარმოშობის მიზეზებია:

·         საკვერცხის სისხლით არასწორი მომარაგება

·         გენეტიკური მიდრეკილება სისხლძარღვების სისუსტისკენ;

·         მცირე მენჯის ვენებში გაზრდილი წნევა.

 

ვარიკოცელეს სიმპტომები

ვარიკოცელე მამაკაცებში შეიძლება არ იწვევდეს არანაირ პრობლემას და გამოვლენილი იქნას შემთხვევით, გამოკვლევის ჩატარების შემდეგ.

თუმცა შესაძლოა შემდეგი სახის სიმპტომების გამოვლენა:

·         სიმძმის შეგრძნება საკვერცხეებში, რომელიც ძლიერდება დიდი ხნით ფეხზე დგომის ან ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში;

·         ყრუ ტკივილები (შეიძლება იგრძნობოდეს წვა და ჩხვლეტა) საკვერცხეებში, ბარძაყების შიდა მხარეს.

 

დიაგნოსტიკა

ვარიკოცელეს მკურნალობის დასადგენად ექიმი-უროლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:

·         დოპლეროგრაფიას;

·         ვალსალვის სინჯის ანალიზს;

·         სქესობრივი ჰორმონების გამოკვლევას;

·         სპერმოგრამას.

 

ვარიკოცელეს მკურნალობა

ვარიკოცელეს მკურნალობა შეუძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე, რადგან კონსერვატიული მეთოდები არაეფექტურია დაავადების ნებისმიერ სტადიაზე. დღეისათვის არსებობს ოპერაციების რამოდენიმე სახე:

·         ანტეგრადული სკლეროთერაპია;

·         ვენის მიკროქირურგიული ამოკვეთა ან გადაკვანძვა;

·         ივანისევიჩის ოპერაცია (სათესლე ვენების გადაკვანძვა);

·         პალმო-ეროხინის ოპერაცია (შიდა სათესლე ვენის გადაკვანძვა საკვერცხის ლიმფური სისხლძარღვებისგან დამოუკიდებლად);

·         ლაპარასკოპიური მკურნალობა.

 

საშიშროება

საკვერცხის ვარიკოცელემ შეიძლება გამოიწვიოს:

·         იშემია;

·         საკვერცხეში სკლეროტული ცვლილებები;

·         უნაყოფობა.

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისთვის თავის არიდება;

·         ნაწლავების მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევა;

·         ალკოჰოლის გამორიცხვა;

·         ექიმთან გამოკვლევის სისტემატიურად ჩატარება.