ვაგინიტი

ვაგინიტი (კოლპიტი) – არის საშოს ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც პროვოცირებულია დაავადების გამომწვევი მიკრობების აქტივობით. ვაგინიტი გინეკოლოგიაში ყველაზე გავრცელებული დაავადება.  დღეისათვის დაავადება აღენიშნება მომწიფებული ასაკის ყოველ მესამე ქალბატონს.

 

მიზეზები

·         სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;

·         საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება;

·         საერთო ინფექციური დაავადებები;

·         საშვილოსნოს ანთებითი დაავადებები;

·         ნაწლავის დისბაქტერიოზი;

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

·         ქიმიური და თერმული ფაქტორების ზემოქმედება.

ვაგინიტი ბავშვებში (5-12 წლის გოგონები) ვითარდება საშოში სისხლის ნაკადთთან ერთად ინფექციის შეჭრისას, გრიპისას, ქუნთრუშას ან წითელას დროს.

 

ვაგინიტის სიმპტომები

დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომებია:

·         საშოს ლორწოვანი გარსის სიწითლე და შესიება;

·         ჭარბი თეთრად შლა (ზოგჯერ სისხლნარევი);

·         მუცლის ქვემოთ ტკივილი;

·         გარე სასქესო ორგანოების წვა და ქავილი;

·         უსიამოვნო სუნი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა მოიცავს:

·         ვულვის დათვალიერება და საშოს გამოკვლევა;

·         საშოს ბაქტერიოსკოპიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;

·         სქესობრივი გზით გადამდები (პჯრ-დიაგნოსტიკა).

 

ვაგინიტის მკურნალობა

დაავადების მკურნალობა გულისხმობს:

·         დაავადების გამომწვევზე მოქმედი პრეპარატების დანიშვნას (აბები, მალამოები, სანთლები);

·         ხსნარებისა და ანტისეპტიკების გამოყენება ადგილობრივი მოხმარებისთვის;

·         იმუნიტეტის აწევა და საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენა.

ბავშვებში ვაგინიტის მკურნალობისთვის საჭიროა ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტი.

 

საშიშროება

·         ქრონიკულ ვაგინიტს მივყავართ საშვილოსნოს ყელის ეროზიამდე;

·         შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს შიდა ფენის ანთებითი პროცესი (ენდომეტრიტი);

·         ბავშვებში ხშირად ჩნდება დიდი და მცირე სასქესო ტუჩების ნაპრალები;

·         ხანდაზმულ ქალბატონებში ჩნდება საშოს კედლების ჰიპოქსია (სისხლით ნაკლებ მომარაგება), რის შედეგადაც საშოს კედლებზე ჩნდება წყლულები;

·         უშვილობის რისკი.

 

რისკის ჯგუფი

·         შარდსასქესო ორგანოების სხვა დაავადებების მქონე ადამიანები;

·         ადამიანები, რომლებიც იყენებენ შიდასაშვილოსნო კონტრაცეპტივებს;

·         ადამიანები, რომელბსაც მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება აქვთ.

 

პროფილაქტიკა

·         სასქესო ორგანოების ჰიგიენის დაცვა;

·         ინტიმური ჰიგიენის არომატიზირებული საშუალებების, ტამპონების, საფენების, ხელსახოცების, ასევე ანტიბაქტერიალური თვისებების მქონე საპნის გამოყენების გამორიცხვა;

·         სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივის გამოყენება და შემთხვევითი სქესობრივი კავშირების გამორიცხვა;

·         ბამბის ქსოვილით შეკერილი ქვედა საცვლების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის მოძრაობას გარე სასქესო ორგანოების მიდამოებში;

·         კვების კონტროლი: რძემჟავას შემცველი საკვების, ხილის, ბოსტნეულის გამოყენება და ტკბილეულის შეზღუდვა.