ურემია

 

ურემია - წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში აღინიშნება ცილოვანი ნივთიერებების ცვლის დარღვევა, რაც გამოწვეულია თირკმელების მუშაობის დარღვევით. დაავადება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული ფორმის. 

 

მიზეზები

·         შოკი;

·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         ტრავმები;

·         დამწვრობა;

·         მოყინვა;

·         საკვებით მოწამვლა;

·         ნეფროსკლეროზი;

·         გლომერულონეფრიტი;

·         ქრონიკული ნეფრიტი;

·         პიელონეფრიტი;

·         საშარდე გზების გაუვალობა;

·         შეშუპება;

·         თირკმელების სისხლძარღვების გაჭედვა;

·         თიკმელებში კისტების გაჩენა;

·         თირკმელებში კენჭები;

·         შაქრიანი დიაბეტი;

·         წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

 

სიმპტომები

·         ორგანიზმის ინტოქსიკაცია;

·         ღია ფერის შარდი;

·         მცირერიცხოვანი შარდვა;

·         სისხლში აზოტის მომატება;

·         პრეკამატოზური მდგომარეობა;

·         კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლა;

·         მადის დაკარგვა;

·         საკვებზე უარის თქმა;

·         დიდი რაოდენობით წყლის მოხმარება;

·         პირში მწარე გემო;

·         პირიდან ამიაკის სუნი;

·         დიარეა სისხლდენით;

·         ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლა;

·         სასუნთქი გზების გაღიზიანება;

·         სხეულის ტემპერატურა 35С;

·         მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან სიბრმავე;

·         კაქესია;

·         ანემია;

·         კანის სიმშრალე;

·         ქავილი მთელ სხეულზე;

·         ტროფიკული წყლულები;

·         ანთებითი პროცესები;

·         კანის საფარზე ნადები.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         უროლოგთან ვიზიტი;

·         შარდის საერთო ანალიზი;

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         შარდ-სასქესო გზების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         შარდის ბუშტის და თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია;

·         რენტგენოგრაფია;

·         ძრითადი დაავადებების მკურნალობა.

 

მკურნალობა

·         კუჭის გამორეცხვა აზოტის შლაკებისგან გასაწმენდად;

·         ოყნები;

·         მოსადუნებელი საშუალებების გამოყენება;

·         ცილების შემცველი საკვების გამოყენების შეზღუდვა;

·         ვენაში 40%-იანი გლუკოზის შეყვანა;

·         გულის უკმარისობის საშუალებების მიღება.

 

საშიშროება

ძირითად საშიშროებას წარმოადგენს ორგანიზმის დაავადება აზოტის ნაერთებით, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია დაავადების გამომწვევი სხვა ფაქტორების დროული მკურნალობა.