ურეაპლაზმოზი

 

ურეაპლაზმოზი სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი დაავადება. დაავადება სიმპტომებით ვლინდება მიკროორგანიზმების კონცრენტრაციის ზღვრული მდგომარეობისას.

 

მიზეზები

·         სქესობრივი კონტაქტი დაავადებულთან;

·         დაავადებული დედის შობილი ჩვილები.

 

სიმპტომები

·         ურეტრადან უფერული გამონადენი;

·         წინამდებარე ჯირკვლის ანთება;

·         შარდვისას ტკივილი და ცუდი შეგრძნება.

 

სიმპტომები ქალებში:

·         მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და სქესობრივი ორგანოების ანთებით პროცესები;

·         შარდვისას ზომიერი ტკივილი;

·         საშოდან გამჭვირვალე გამონადენი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         პჯრ-დიაგნოსტიკა;

·         გამონადენისა და ნაცხის მიკროსკოპია.

 

მკურნალობა

·         თერაპია ტარდება გამაღიზიანებლის დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში;

·         პროფილაქტიკური მკრუნალობა შეიძლება დაინიშნოს ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში;

·         ანტიბაქტერიული პრეპარატები უნდა დაინიშნოს ორგანიზმის მგრძნობელობის შესაბამისად;

·         ფეხმძიმობის დროს დასაშვებია ზოგიერთი მაკროლიდის გამოყენება.

 

საშიშროება

დაავადების საშიშროებას წარმოადგენს უნაყოფობა.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში ძირითადად შედიან მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირის მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენება;

·         შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის შეკავება;

·         გინეკოლოგთან, უროლოგთან, ანდროლოგთან რეგულარული ვიზიტი.