უნაყოფობა ქალებში

 

უნაყოფობა ქალებში  – დაავადება, რომელიც ხასიათდება უშვილობით აქტიური სქესობრივი ცხოვრების პირობებში, რომელიც გრძელდება 1 წლის მანძილზე, ყოველგვარი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე. ქალებს თვისებების მიხედვით უვლინდებათ პირველადი (ადრე ფეხმძიმობის არქონა) და მეორადი (ადრე ფეხმძიმობის ქონის შემდეგ ხელახლა დაფეხმძიმების შეუძლებლობა) უნაყოფობა. შემთხვევების 60%-ში უნაყოფობის მიზეზი ქალის ორგანიზმში დარღვევებია.

 

მიზეზები

უნაყოფობის ძირითადი მიზეზია კვერცხუჯრედის განაყოფიერების შეუძლებლობა და ასევე:

·         ოვულაციის დარღვევა (მენსტრუალური ციკლი გრძელდება 35 დღეზე მეტ ან 21 დღეზე ნაკლებ პერიოდზე);

·         საკვერცხეების დისფუნქცია;

·         ჰორმონალური დარღვევები (კუჭქვეშა და ფარისებრი ჯირკვლების პრობლემები);

·         ადრეული კლიმაქსი;

·         საშვილოსნოს მილების დაზიანება ან გამტარუუნარობა;

·         საშვილოსნოს ყელის ეროზია;

·         ენდომეტრიოზი;

·         სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

 

უნაყოფობის სიმპტომები

უნაყოფობის მთავარი სიმპტომი ქალებში არის დიდი ხნის მანძილზე, აქტიური სქესობრივი კავშირის ქონისას ბავშვის ჩასახვის შეუძლებლობა.

 

დიაგნოსტიკა

უნაყოფობის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გინეკოლოგი, რისთვისაც ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს და ანალიზებს:

·         სისხლის ანალიზს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოსავლენად;

·         სისიხლის ანალიზს ჰორმონალური ფონის დასადგენად;

·         სასქესო სისტემის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         ჰისტეროსალპინოგრაფია (საშვილოსნოს მილების გამტარუნარიანობის დადგენა);

·         ჰისტეროსკოპია (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის შემოწმება).

პარალელურად ინიშნება ენდოკრინოლოგთან შემოწმება სპერმისა (სპერმოგრამა) და ფარისებრი ჯირკვლის შესაძლო პათოლოგიების დასადგენად მამაკაცში.

 

ქალებში უნაყოფობის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         ქირურგიულ ჩარევას (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია);

·         ოვულაციის მასტიმულირებელ პრეპარატებს;

·         ფოლიკულების მასტიმულირებელ პრეპარატებს;

·         ძირითადი დაავადების მკურნალობას.

ზოგ შემთხვევაში ქალი დაფეხმძიმებას შეძლებს მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალბატონები, რომლებსაც აქვთ:

·         ენდოკრინული ან გინეკოლოგიური დაავადებები;

·         აწუხებთ ჭარბი წონა, ცხიმიანობა;

·         აქვთ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;

·         ანამნეზში აღენიშნებათ პატარა მენჯის ორგანოების ანთებითი პროცესები;

·         გადატანილი აქვთ პატარა მენჯის ორგანოების ქირურგიული ოპერაციები.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         არასასურველი ფეხმძიმობის გამოსარიცხად, სქესობრივი აქტის დროს თავის დაცვის საშუალებების გამოყენება;

·         სასქესო ორგანოებისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა;

·         სწორად კვება;

·         ჰიგიენის წესების დაცვა.