უნაყოფობა მამაკაცებში

 

უნაყოფობა მამაკაცებში – ეს არის მამაკაცის ორგანიზმის უუნარობა გაანაყოფიეროს ქალის კვერცხუჯრედი. რეალურად 45% შემთხვევებში უნაყოფობის მიზეზი სწორედ მამაკაცებშია.

 

მიზეზები

დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით.

გენეტიკური მიზეზები:

·         პირველადი ჰიპოგონადიზმი (განუვითარებელი სასქესო ორგანოები);

·         საკვერცხეების დაბადებიდან არარსებობა;

·         ანეიაკულაცია (სპერმის არქონა);

·         ასტენოზოოსპერმია (სპერმატოზოიდების არასაკმარისი მოძრაობა);

·         ოლიგოზოოსპერმია (სპერმაში სპერმატოზოიდების სიმცირე);

·         ოლიგოსპერმია (სპერმის სიმცირე);

·         ტერატოზოოსპერმია (ანომალიური სპერმატოზოიდების დიდი რაოდენობა);

·         აზოოსპერმია (სპერმაში სპერმატოზოიდების არარსებობა).

მამაკაცის უნაყოფობის მიზეზები შეიძლება იყოს ასევე:

·         ინფექციური დაავადებები (ყბაყურა, გრიპი, სიფილისი);

·         არასწორი კვება;

·         ხშირი გადაციება;

·         ჭარბი რენტგენული ან რადიოაქტიული დასხივება;

·         დაავადებები, რომლებიც არღვევს სისხლის მიწოდებას საკვერცხეში (ვარიკოცელე);

·         შარდსადინარის ფუნქციის დარღვევა;

·         წინამდებარე ან სათესლე ჯირკვლების დაავადებები.

 

მამაკაცებში უნაყოფობის სიმპტომები

ექიმების მიერ დადგინდა, რომ მამაკაცებში უნაყოფობის სიმპტომები არ არსებობს.

 

დიაგნოსტიკა

მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ანდროლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს და ანალიზებს:

·         სისიხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;

·         ციტოლოგიური გამოკვლევა;

·         პჯრ-დიაგნოსტიკა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) ;

·         კულტურალური გამოკვლევა;

·         სპერმოგრამა;

·         სკროტუმის (სათესლე პარკების) დოპლერომეტრია;

·         სპერმის დათესვა;

·         წინამდებარე და სათესლე ჯირკვლების ულტრა-ბგერით გამოკვლევა;

·         საკვერცხეების დიაგნოსტიკურi ბიოპსია.

 

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა

მედიკამენტოზური მკურნალობა მოიცავს:

·         ანდროგენებს;

·         ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს;

·         რილიზინგ-ჰორმონებს;

·         იმუნომასტიმულიერებელ პრეპარატებს;

·         ანგიოპროტექტორებს;

·         ბიოგენურ პრეპარატებს;

·         ანტიესტროგენებს;

·         სასქესო ფუნქციის მაკორექტირებელ საშუალებებს.

ასევე ინიშნება სასქესო ორგანოების თანმდევი ინფექციის მკურნალობა:

·         ეთილოგიური (ტეტრაციკლინი, მაკროლიდები);

·         პათოგენეტიკური (ანტიმიკრობული საშუალებები);

·         ჰორმონალური;

·         ქირურგიული (ვარიკოცელეს მკურნალობა, სათესლე არხების გამტარუნარიანობის აღდგენა);

·         იმუნოლოგიური;

·         საერთო გამაჯანსაღებელი.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან მამაკაცები რომლებსაც:

·         ბავშვობაში გადატანილი აქვთ ყბაყურა;

·         გადატანილი აქვთ ვენეროლოგიური დაავადებები;

·         ძალისმიერი სპროტის წარმომადგენლები;

·         მაღალ ტემპერატურაზე მომუშავეები;

·         ველომრბოლელები.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         სწორი კვება;

·         სხეულის წონის კონტროლი;

·         თავისუფალი შიდა თეთრეულის ტარება;

ფიზიკური დატვირთვის გაკონტროლება.