უძილობა

 

უძილობა (ინსომნია) – ძილის დარღვევა, რომელიც ხასიათდება დიდი ხნის მანძილზე უძილობით.


მიზეზები

უძილობის მიზეზებია:

·         ფსიქოლოგიური აშლილობა (სტრესი, ნევროზიდეპრესია);

·         ქრონიკული გადაღლილობა;

·         არაკომფორტული საწოლი;

·         ძილის წინ მაგარი ჩაის ან ენერგეტიკული სასმელის გამოყენება;

·         ძილის წინ მძიმე საკვების მიღება;

·         ფიზიოლოგიური დამოკიდებულება;

·         ძილის წინ სხვადასხვა პრეპარატების მიღება;

·         გამაღიზიანებელი ხმაური, სუნები;

·         საათის სარტყელის ცვლილება;

·         პერიოდული ღამისთევა (ცვალებადი გრაფიკის მქონე პროფესიების წარმომადგენლები);

·         ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (ტკივილის, გართულებული სუნთქვის, ხშირი შარდდენის გამომწვევი).

 

სიმპტომები

დაავადების სიმპტომებია:

·         დიდი ხნის მანძილზე უძილობა;

·         მოკლე, წყვეტილი ძილი;

·         ძილის დროს ხშირად გაღვიძება, რის შემდეგაც ჩაძინება რთულია;

·         სრულფასოვანი ძილის უკმარისობა;

·         ხშირი ღამის კოშმარები;

·         გაღვიძების შემდეგ დაღლილობის და მოთენთილობის შეგრძნება;

·         გაღიზიანებადობის მომატება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნერვოლოგი. უძილობის სამკურნალოდ ის ატარებს ანამნეზის შეკრებას, საერთო დათვალიერებას და ნიშნავს:

·         პოლისომნოგრაფიულ გამოკვლევას;

·         ელექტროენციფალოგრაფიას;

·         მაჯის აკტოგრაფით გამოკვლევა (აპარატი, რომელიც ჰგავს მაჯის საათს და ახდენს თქვენი ზოგადი მდგომარეობის შესახებ მონაცემების დაფიქსირებას) 

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიდეპრესანტებს;

·         სედატიურ პრეპარატებს;

·         საძლე პრეპარატებს;

·         სახალხო მედიცინის საშუალებებს (სამკურნალო ბალახებს, დამამშვიდებელი საშულებებით გაჯერებული აბაზანები).

 

საშიშროება

თუ დაავადების მკურნალობა არ მოხდება დროულად, ამან შეიძლება გამოიწვიოს აქსილიტელური სტრესი, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება სწავლის, შრომის და მეხსიერების პროცესზე.


პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ძილის წინ გამაღიზიანებელი და გასართობი ფაქტორების გამორიცხვა;

·         ძილის წინ სახლის განიავება;

·         საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება;

·         თბილი აბაზანების მიღება დამამშვიდებელი ზეთებით;

·         18:00-ის შემდეგ მაგარი ჩაის ან ყავის გამორიცხვა;

·         დღისი ძილის გამორიცხვა;

·         ძილის წინ მწარე, მჟავე ან ცხიმიანი საკვების მიღების გამორიცხვა;

·         რეგულარულად ერთი და იგივე დროს დაწოლა და ადგომა (დაძინება/გაღვიძება).