თრომბოციტოპენია (პურპურა)

თრომბოციტოპენია (პურპურა) დაავადება, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის დაკლება, რაც იწვევს სისხლდენას. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს მწვავე და ქრონიკული ფორმები. ასევე შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.

 

მიზეზები

·         ძვლის წითელი ტვინის ფუნქციის მოშლა;

·         გენეტიკური მიდრეკილება;

·         მედიკამენტებზე ალერგია;

·         ორგანიზმის ხანგრძლივი დროით ინტოქსიკაცია;

·         ტირეოტოქსიკოზი;

·         ჰერპესი;

·         ლიმფომა;

·         მიელომა;

·         აივ-ვირუსი;

·         ჰეპატიტი;

·         ფეხმძიმობა.

 

სიმპტომები

·         სპონტანური სისხლჩაქცევები;

·         სისხლჩაქცევის ზომა შეიძლება იყოს წერტილოვანი ან  დიდი ზომის სილურჯის;

·         სისხლჩაქცევები ჩნდება კანის ნებისმიერ ადგილზე;

·         ქვედა კიდურებზე წვრილი გამონაყარი;

·         ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენა;

·         მენსტრუაციის დროს ჭარბი სისხლდენა;

·         კალასა და შარდში სისხლის ანარევი;

·         კანის უმნიშვნელო დაზიანების დროსაც კი რთულია სისხლდენის შეჩერება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ჰემატოლოგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის საერთო დათვალიერება და სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი.

 

მკურნალობა

·         დაზიანებული ნაწილის მოცილება, ძირითადი დაავადების მკურნალობა;

·         თრომბოციტების გადასხმა;

·         В12 ვიტამინის შემცველი პრეპარატები, ფოლიუმის მჟავა;

·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;

·         იმუნოსუპრესორები.

 

საშიშროება

·         ჭარბი სისხლდენა;

·         თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა;

·         პოსტჰემორაგიული ანემია.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         კანის ტრავმების თავიდან აცილება;

·         პირდაპირი მზის სხივების ქვეშ დიდი ხნით ყოფნისგან თავის შეკავება;

·         ალკოჰოლზე უარის თქმა - ის აფერხებს თრომბოციტების გამოყოფის პროცესს;

·         მედიკამენტების მიღება ექიმის დანიშნულების და მკაცრი კონტროლის ქვეშ.