თმის ცვენა


თმის ცვენა  დაავადება, რომელსაც ახასიათებს თმის ლოკალურად ცვენა სხვადასხვა ინტენსივობით, თავისა და ტანის ნაწილებში.

თმის ცვენა მამაკაცებში უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე ქალებში. დღის მანძილზე ყველა ადამიანი კარგავს დაახლოებით 50-100 ღერ თმას. თითოეული ღერი თმა ცოცხლობს 7 წლის მანძილზე. 

 

მიზეზები

დაავადების განვითარების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თმის ცვენა იწყება ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის დარღვევის გამო.

თმის ცვენის მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;

·         დაბერების ბუნებრივი პროცესი;

·         ჰორმონალური დარღვევები (ქალებში მენოპაუზისა დროს და მშობიარობის შემდეგ);

·         თმის მექანიკური დაზიანება (ხშირი შეღებვა, ქიმიურად დახვევა);

·         თავის ტრამვები;

·         სოკოვანი, ბაქტერიული დაავადებები;

·         აუტოიმუნური პროცესები;

·         რომელიმე სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივად მიღება;

·         რადიოდასხივება;

·         ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;

·         ხშირი სტრესი;

·         კვების დარღვევა.

 

სიმპტომები

თმის ცვენას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         თმის დათხელება;

·         ყოველდღიურად დიდი რაოდენობით თმის ცვენა;

·         გამელოტებული ადგილების გაჩენა, რომლებიც იწყება შუბლის ზონიდან და გადადის თავის სხვა ზონებში.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ტრიქოლოგი ატარებს შემდეგი სახის ღონისძიებებს:

·         თავის თმიანი ნაწილის ზოგად დათვალიერებას;

·         სისხლისა და ჰორმონალურ ანალიზს;

·         ტრიქოსკოპიას (თმის კომპიუტერული დიაგნოსტიკა).

რიგ შემთხვევაში საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

 

მკურნალობა

დაავადების აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს;

·         გარე მოხმარების სამკურნალო პრეპარატებს;

·         ვიტამინოთერაპიას;

·         სტეროიდულ პრეპარატებს ნემსების ან ლოსიონის სახით;

·         თმის გადანერგვას.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, შესაძლოა დადგეს სრულად გამელოტების საშიშროება.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;

·         ქიმიური წარმოების თანამშრომლები;

·         რადიოაქტიულ ზონებში მომუშავე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:

·         თმის დასაბანად ისეთი შამპუნის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს პარაბენს;

·         დასაბანად არაუმეტეს 35-40°-ზე გაცხელებული წყლის გამოყენება;

·         თმის ბუნებრივად გაშრობა;

·         სველი თმის დავარცხნისგან თავის შეკავება.