თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა  პათოლოგიური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს თირკმელების ფუნქციის ნაწილობრივი ან სრულად შეჩერება.

 

მიზეზები

·         თირკმლის ქსოვილების ნეკროზი;

·         თირკმლის ქსოვილების დაავადებები;

·         შარდმდენი გზების გაჭედვა;

·         შარდმდენი პრეპარატების ხშირი გამოყენება;

·         ორგანიზმის გაუწყლოება;

·         მწვავე დამწვრობები;

·         ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია;

·         მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერატიული ჩარევა.

 

სიმტომები

·         გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;

·         კიდურების დასიება;

·         გულის რევა, ღებინება;

·         გულის რითმის დარღვევა;

·         ცნობიერების დაქვეითება ან გააქტიურება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნეფროლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         შარდის კლინიკური ანალიზი;

·         ექსკრეტორული უროგრაფია;

·         თირკმელების ულტრა-ბგერითი სკანირება;

·         ანგიოგრაფია;

·         თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         დინამიური ნეფროსცინტიგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         პლაზმოფარეზს;

·         სისხლის გადასხმას;

·         ანტიშოკურ ღონისძიებებს;

·         ცილოვანი ხსნარების შეყვანას;

·         მენჯის პუნქციას;

·         თირკმლის შეშუპების პრობლემის მოხსნას.

ქრონიკული ფორმისას საჭიროა:

·         დიეტოთერაპია;

·         ქირურგიული ჩარევა.

 

დიეტა

მკურნალობის დროს საჭიროა რაციონიდან შემდეგი პროდუქტების ამოღება:

·         მსუყე წვნიანები და ხორცეული;

·         სოუსები;

·         მჟაუნას და პურინის მჟავას შემცველი პროდუქტები.

 

საშიშროება

აუცილებელი მკურნალობის არარსებობისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი პრობლემები:

·         ფილტვების შეშუპება;

·         ანემია;

·         ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევა;

·         ჰიპერკალიმია;

·         პერიკარდიტი;

·         იმუნური სისტემის გაუარესება;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;

·         ძვლის ქსოვილების დაშლა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ტრავმების, დამწვრობის, მოყინვისას ექიმთან მისვლა;

·         თირკმელების დაავადებების დროული მკურნალობა;

·         უროლოგის და ნეფროლოგის პერიოდული კონსულტაცია.