თეთრი ცხელება

თეთრი ცხელება (ალკოჰოლური დელირიუმი ) დაავადება, რომელსაც ახასიათებს მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზი, რაც 2-დან 8 დღემდე გრძელდება. დაავადება ჩნდება ალკოჰოლის გამოყენებიდან 72 საათის შემდეგ. თეთრი ცხელება შეიძლება შეგვხვდეს ადამიანებში, რომლებსაც არ აქვთ ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება იმ მიზეზით, რომ ეთანოლის სისხლში მოხვედრა იწვევს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დაწევას და ტვინში სითხის შემცირებას, რაც იწვევს თავის ტკივილს და ჰალუცინაციას. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სპირტიანი სასმელის გადაჭარბებული გამოყნება ხანგრძლივი დროის მანძილზე (ალკოჰოლიზმი, თრობა).

დამატებით ფაქტორები შეიძლება იყოს:

·         ღვიძლის დაავადება;

·         თავის ტრამვები.

 

თეთრი ცხელების სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         ილუზია;

·         მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები;

·         შიშის გრძნობა;

·         ხასიათის სწრაფი ცვლილება;

·         ძილის დარღვევა;

·         მოძრაობითი აქტივობის გაზრდა;

·         ძუნწსიტყვაობა.

ასევე დაავადება ვლინდება:

·         კანის საფარის ჰიპერემიით (კანის მოყვითალო შეფერილობა);

·         გაზრდილი ოფლიანობით;

·         მადის არქონით;

·         ტაქიკარდიით;

·         კიდურების ან მთელი სხეულის ტრემორით;

·         კუნთების სისუსტით.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობის მეთოდის დასადგენად, ექიმი-ნარკოლოგი  ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას და ამის საფუძველზე სვამს დიაგნოზს.

 

თეთრი ცხელების მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         ფსიქოტროპულ პრეპარატებს;

·         წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღმდგენ პრეპარატებს;

·         ნეიროლეპტიკურ პრეპარატებს;

·         სედატიურ პრეპარატებს.

თეთრი ცხელების მძიმე ფორმის არსებობისას მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში.

 

დიეტა

ალკოჰოლური დელირიუმის სიმპტომების შესამსუბუქებლად, რეკომენდირებულია შემდეგი კვების პროდუქტების გამოყენება:

·         პიკულის მარილწყალი;

·         კომბოსტო;

·         პომიდვრის წვენი წითელი წიწაკით;

·         კეფირი;

·         კონსერვები;

·         მჟავე კიტრი.

 

საშიშროება

თუ დაავადების მკურნალობა არ მოხდება დროულად, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:

·         ღვიძლის დაავადეები;

·         გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;

·         თავის ტვინის დასიება;

·         სუიციდის ჩადენის მცდელობები;

·         მუცლის ღრუში სისხლდენა;

·         ალკოჰოლური ჰეპატიტი;

·         იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე ინფექციური და ვირუსული დაავადებების სიხშირე.

შემთხვევების 10%-ში დგება ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები;

·         ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ქალა-ტვინის ტრამვები;

·         ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება.

 

პროფილაქტიკა

დაავადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:

·         ალკოჰოლდამოკიდებულების მკურნალობის დროულად დაწყება;

·         ალკოჰოლური სასმელის გამოყენების გაკონტროლება.