ტერფმრუდობა

 

ტერფმრუდობა დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანომალიური განვითარებით.

 

გამოიყოფა ტერფმრუდობის შემდეგი სახეობები:

·         თანდაყოლილი;

·         სინდრომული;

·         პოზიციური;

·         იდიოპათიური.

 

მიზეზები

ტერფმრუდობის მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ფეხმძიმობის დროს ნაყოფის განვითარების დარღვევა;

·         ნერვული სისტემის განვითარების მანკი;

·         ფეხმძიმობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებები;

 

სიმპტომები

დაავადების სიმპტომებია:

·         ტერფის არასწორი მდგომარეობა;

·         ექვინუსი;

·         ტერფის თითები მოხრილია შიგნით;

·         ტეფში მოძრაობის შეზღუდვა;

·         სიარულისას საყრდენი გადახრილია ტერფის კიდისკენ;

·         წვივის კუნთის ატროფია;

·         მუხლის სახსრების ფუქნციის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც საჭიროა:

·         ტერფის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;

·         ტერფის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         ტერფის კომპიუტერული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ნერვული გამტარობის გამაძლიერებელ პრეპარატებს;

·         ტერფების მასაჟს;

·         სამკურნალო ვარჯიშს;

·         სპეციალურ საფენებს;

·         დაბინტვას;

·         თაბაშირის სახვევებს;

·         ფიზიოთერაპიას;

·         ორთოპედიულ ფეხსაცმელს;

·         ქირურგიულ ჩარევას.

2 წლამდე ბავშვებში მკურნალობა მიმდინარეობს კონსერვატიული მეთოდით, ოპერატიული ჩარევა ხდება 2 წლის ზემოთ ბავშვებში.

 

საშიშროება

დაავადების მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:

·         წვივის კუნთების სრული ატროფია;

·         წვივის სახსრის დეფორმაცია;

·         ტერფის ძვლების ამოვარდნა;

·         ტერფის ძვლების დაშლა;

·         ხერხემლის გამრუდება.

 

რისკის ჯგუფი

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         ბიჭები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ფეხმძიმობის დროს წარმოქმნილი დაავადებების დროული და სრულფასოვანი მკურნალობა;

·         ფეხების კუნთების გასამაგრებელი მასაჟის გაკეთება;

·         ხარისხიანი ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება;

·         ბალახზე, ქვიშაზე, არასწორ ზედაპირზე ფეხშიშველი სიარული;

·         ბავშვის სწორი სიარულის გაკონტროლება.