სწორი ნაწლავის გამოვარდნა

 

სწორი ნაწლავის გამოვარდნა დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის გამოვარდნა ანალური ხვრელიდან. დაავადება მეტწილად მამაკაცებში გვხვდება, ვიდრე ქალებში.

 

მიზეზები

დაავადება ვითარდება ჭარბი მოძრაობის და სწორი ნაწლავის გაჭიმვის გამო, რაც იწვევს მის გამოვარდნას. დაავადების წარმოშობის მიზეზებია:

·         თანდაყოლილი პრობლემები;

·         თეძოს ძირის კუნთების დარღვევა;

·         დოლიქოსიგმა (გადიდებული სიგმოიდური ნაწლავი);

·         მუდვიმი ფიზიკური დატვირთვა და სიმძიმის აწევა;

·         ზურგის ტვინის დაზიანებები;

·         სწრი ნაწლავის დასიება;

·         ხშირი პნევმონია, ბრონქიტი;

·         მშობიარობა.

ყველაზე ხშირად სწორი ნაწლავის გამოვარდნა აღენიშნება 3-4 წლის ასაკის ბავშვებს, რაც განპირობებულია ბავშვის ორგანიზმის სპეციფიკით.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მკვეთრი ტკივილი მუცელში;

·         დეფეკაციისას სწორი ნაწლავის ნაწილის გამოვარდნა;

·         სწორი ნაწლავის გამოვარდნა ცემინების, ხველის, ფიზიკური დატვირთვის დროს (დაავადების რთული ფორმა);

·         ანალურ ხვრელში დისკომფორტის შეგრძნება, თითქოს რაღაც სხვა სხეულია შიგნით;

·         დეფეკაციის ხშირი მოთხოვნა;

·         კალას უკონტროლო გამოყოფა;

·         ანალური ხვრელიდან სისხლდენა და ლორწოს გამოყოფა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-პროქტოლოგი ატარებს შემდეგი სახის ღონისძიებებს:

·         რექტორომანოსკოპიას;

·         კოლონოსკოპიას;

·         დეფექტოგრაფიას;

·         ენდოსკოპიურ ბიოპსიას;

·         ანორექტალურ მანომეტრიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         სწორი ნაწლავის მანუალური გასწორებას;

·         მასკლეროზირებელი პრეპარატებს;

·         თეძოს ძირის კუნთების, ანალური სფინქტერის ელექტროსტიმულაციას;

·         ქირურგიულ ჩარევას;

·         ანალური ხვრელის, თეძოს ძირის კუნთების პლასტიკას.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დორულად მკურნალობა, ეს მიგვიყვანს შემდეგი სახის გართულებებამდე:

·         რექტოცელე;

·         სწორი ნაწლავის ნეკროზი;

·         სწორი ნაწლავის გაჭედვა ანალურ ხვრელში;

·         ნაწლავების მწვავე მოუნელებლობა;

·         პერიოტონიტი.

 

რისკის ფგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         მოხუცები;

·         ზურგის ტვინის დაავადებების ან ტრავმების მქონე პირები;

·         რამოდენიმეჯერ ნამშობიარები ქალები;

·         ანალური სექსის მქონე ადამიანები;

·         ადამიანები, რომელთა სამუშაო გულისხმობს სიმძიმის აწევას.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ნაწლავების დაავადებების დროული მკურნალობა;

·         ანალური ხვრელის კუნთების გასაძლიერებელი, სპეციალური ვარჯიშების გაკეთება;

·         სიმძიმის აწევის შეზღუდვა.