სწორი ნაწლავის ფისტულა
სწორი ნაწლავის ფისტულა – დაავადება, რომელიც ახლავს ქრონიკულ პარაპროქტიტს და ახასიათებს სწორ ნაწლავზე ღრმა ფისტულების გაჩენა.
მიზეზები
- მწვავე პარაპროქტიტის გართულებები;
- სწორი ნაწილავის რეზექციის შემდგომი გართულებები;
- სამშობიარო ტრავმები;
- გინეკოლოგიური ოპერაციების გართულებები;
- სხვა დაავადებების არსებობა.
სიმპტომები
- პერიანალურ ნაწილში კანის დაზიანება და ჭრილობის დიდი ხნის მანძილზე შეუხორცებლობა;
- ჭრილობიდან ჩირქდენა;
- ჭრილობის გარშემო ქავილი და კანის დაზიანება;
- ძლიერი ტკივილი სფინქტერში, რომელიც კიდევ უფრო მწვავდება სიარულის, დეფეკაციის, ხველებისა და ცემინების დროს.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს პროქტოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
- ანოსკოპია;
- რექტორომანოსკოპია;
- სწორი ნაწლავის ფისტულის ზონირება;
- ფისტულოგრაფია;
- ირიგოსკოპია;
- სფინქტერომეტრია;
- ულტრასონოგრაფია.
მკურნალობა
- ანტიბიოტიკები;
- ფიზიოპროცედურები;
- ქირურგიული ჩარევა.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:
- პოტენციის დაქვეითება;
- ანალური ხვრელისა და სწორი ნაწლავის დეფორმაცია;
- ანალური სფინქტერის ფუნქციის დარღვევა;
- ანალური ხვრელის კედლებზე ნაპრალების გაჩენა.
რისკის ჯგუფი
- პარაპროქტიტით დაავადებულები;
- საჭმლის მონელების დარღვევების მქონე პირები;
- სწორი ნაწლავის პრობლემების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
- სწორი ნაწლავის ტრავმებისა და პარაპროქტიტის დროული მკურნალობა;
- სწორი კვება;
- დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყლის დალევა;
- პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.