სტენოკარდია

სტენოკარდია – დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის არეში დისკომფორტის, სიმძიმის განცდით, როცა ადამიანს აქვს ფიზიკური ან ემოციური დატვირთვა. ჩვეულებრივ, ტკივილის პროვოცირებას ფიზიკური აქტივობა ან სტრესი იწვევს, რაც, როგორც წესი, რამდენიმე წუთს გასტანს. ამ მოვლენას სტენოკარდიულ შეტევას უწოდებენ.

 

მიზეზები

სტენოკარდია იწყება გულის არტერიების ათეროსკლეროზის გამოვლინებით.

 

სიმპტომები

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა კარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ულრა-ბგერითი გამოკვლევა, გულმკერდის რენტგენი.

 

მკურნალობა

 

დიეტა

აკრძალულია მლაშე, შებოლილი, ცხარე და ცხიმიანი საჭმელი. რეკომენდირებულია ბოსტნეული, ხილი, რძის ფაფები, ორთქლზე მოხარშული საკვები. კვება მიმართულია ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებისკენ.

 

საშიშროება

დაავადების გართულებაა მიოკარდის ინფარქტი, რაც შემთხვევების დიდ ნაწილში ლეტალური შედეგით სრულდება.

 

რისკ-ჯგუფი

ჰიპერტონიით დაავადებულები, ჭარბწონიანები, მწეველები, მაღალი ნერვულ-ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, სხეულის ნორმალური წონის ქონა.