სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები  და ინფექციები ეს არის დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც ინფექციურ ხასიათს ტარებენ და გადაედებიან სქესობრივი კავშირით.

აღნიშნულ დაავადებებში შედის:

·         ქლამიდიოზი;

·         ფტირიაზი (ბოქვენის პედიკულეზი);

·         გენიტალური ჰერპესი;

·         გენიტალური მეჭეჭები (მახვილწვერიანი კონდილომები);

·         ადამიანის პაპილომას ვირუსი (HPV);

·         რბილი შანკრი;

·         სიფილისი;

·         ტრიქომონიაზი;

·         ურეაპლაზმოზი.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება ადამიანის დაინფიცირებით. ყველაზე ხშირად დაავადება გადადის სქესობრივი გზით, იშვიათად ნაყოფის დაინფიცირებისას მუცლადყოფნის პერიოდში, ან საყოფაცხოვრებო პირობებში საერთო პირადი ნივთების მოხმარებისას.

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         ბაქტერიები;

·         ვირუსები;

·         სოკო, პარაზიტები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         სასქესო ორგანოების ქავილი, წვა;

·         კანზე წყლულების და ლაქების გაჩენა;

·         სქესობრივი აქტის ან შარდვის დროს ტკივილი;

·         ლიმფოკვაძების გადიდება.

სიმპტომები ქალებში:

·         საშვილოსნოს ანთება;

·         მუცლის ქვედა არეში ტკივილი;

·         სქესობრივი აქტის დროს ვაგინიდან სისხლდენა;

·         სქელი მოყვითალო-მომწვანო გამონადენი ვაგინიდან;

·         უსიამოვნო სუნი.

სიმპტომები მამაკაცებში:

·         საკვერცხეების ანთება;

·         პენისიდან გამონადენი;

·         შარდსადინარი სისტემის ანთება.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას აკეთებს ექიმი-ვენეროლოგი და ნიშნავს:

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         შარდის ანალიზს;

·         შარდ-სასქესო ნაცხის პჯრ-დიაგნოსტიკას;

·         გამონადენის დიაგნოსტიკას.

ინფექციების ტიპის დასადგენად ქალები უნდა გაესინჯონ გინეკოლოგს, ხოლო მამაკაცები უროლოგს.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა გულისხმობს:

·         ანტიბიოტიკებს;

·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         იმუნომამოდულირებელ თერაპიას;

·         სასქესო ორგანოების სანაციას.

მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე.

 

საშიშროება

უყურადღებოდ დატოვებულ დაავადებას შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი სახის გართულებები:

·         უნაყოფობა;

·         პროსტატიტი;

·         საშვილოსნოს ანთება;

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         ადამიანები, ვინც სქესობრივი კავშირი დაიწყო ადრეულ ასაკში;

·         ადამიანები, რომლებიც არ იყენებენ ბარიერული ტიპის კონტრაცეპტივებს;

·         ადამიანები, რომლებიც არ იცავენ ინტიმური ჰიგიენის წესებს.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ვენეროლოგთან გამოკვლევის რეგულარულად ჩატარება;

·         ბარიერული ტიპის კონტრაცეპტივების გამოყენება სქესობრივი აქტის დროს;

·         იმუნიტეტის გაძლიერება;

·         სასქესო ორგანოების ჰიგიენის დაცვა;

·         შემთხვევითი სქესობრივი კავშირების გამორიცხვა.