სიელმე

 

სიელმე (სტრაბიზმი ან ჰეტეროტოპია) — ეს არის თვალის მხედველობითი ღერძების მდგომარეობის დარღვევა, რომლის დროსაც ერთი ან ორივე თვალი გადაიხრება ღერძიდან, ანუ, თვალები იყურებიან სხვადასხვა მიმართულებით. ბავშვებში სიელმე შეიძლება განვითარდეს 2-3 წლის ასაკში.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         შორსმხედველობის, ახლომხედველობის ან ასტიგმატიზმის შედეგი;

·         თვალის ტრავმები;

·         დამბლა ან პარეზი;

·         თვალის მამოძრავებელი კუნთების განვითარების ანომალია;

·         ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება;

·         სტრესი;

·         ინფექციური დაავადებები;

·         თვალების ზედმეტად დატვირთვა.

 

სიმპტომები

ძირითადი სიმპტომებია:

·         თვალების არასიმეტრიული მდებარეობა;

·         გაორება თვალებში.

·         თვალების მოჭუტვა;

·         ობიექტზე ყურებისას გადახრა ან თავის მიბრუნება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სპეციალური ცხრილებით ტესტირება;

·         სიელმის კუთხის განსაზღვრა;

·         თვალის მოძრაობის გამოკვლევა ყველა მიმართულებით.

ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს ნევროლოგის კონსულტაცია.

 

მკურნალობა

სიელმის მკურნალობა მოიცავს:

·         ოპტიკურ კორექციას;

·         აპარატულ პროცედურებს;

·         ორთოპტიკურ და დიპლოპტიკურ მკურნალობას;

·         ქირურგიულ ჩარევას.

 

საშიშროება

დროული მკურნალობის გარეშე სიელმე იწვევს ბინოკულარული მხედველობის დაკრგვას.

 

პროფიალქტიკა

რეკომენდირებულია:

·         მხედველობის დატვირთვის წესების დაცვა;

·         ოკულისტთან კონსულტაციის გავლა;

·         თვალის დაავადებების დროული მკურნალობა.