შორსმხედველობა

 

შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) მხედველობის დეფექტი, რომლის დროსაც გამოსახულება პროეცირდება არა თვალის ბადურაზე, არამედ მის უკან, რის შედეგადაც მისი აღქმა ხდება გაურკვევლად.

 

გამოიყოფა დაავადების სამი ტიპი:

·         სუსტი  +2 დიოპტრიამდე (ნარჩუნდება მაღალი მხედველობა ახლოს და შორს);

·         საშუალო  +5 დიოპრიამდე (ახლოს მხედველობის გაუარესება);

·         მაღალი  +5 დიოპრიაზე მეტი (ცუდი ხედვა ახლოსაც და შორსაც).

 

გამოვლენის მიხედვით გამოიყოფა:

·         აშკარა ჰიპერმეტროპია (სიმშვიდისა და მხედველობითი დაძაბულობის დროს წამწამის კუნთის მუდმივი დაჭიმულობა);

·         ფარული ჰიპერმეტროპია (აკომოდაციური ფუნქციის მედიკამენტოზური პარალიჩი);

·         სრული ჰიპერმეტროპია (აშკარა და ფარული ჰიპერმეტროპიის ნარევი).

 

მიზეზები

შორსმხედველობა ვითარდება თვალის ლინზის შეკუმშვისა და მისი ელასტიურობის დაკარგვით. დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითობა;

·         თვალის კაკლის ზომის დაპატარავება წინა და უკანა ღერძებში (ჰიპერმეტროპიას ვხვდებით ბავშვებში და უფრო ხშირად ახალშობილებში);

·         თვალის აკომოდატიური შესაძლებლობის შემცირება (რაც ხელს უწყობს მხედველობის სიმკვეთრეს);

·         «ასაკობრივი შორსმხედველობა» (ვლინდება 40 წლის შემდეგ).

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ახლო მანძილზე ცუდი მხედველობა;

·         შორ მანძილზე ცუდი მხედველობა (აღინიშნება შორსმხედველობის მაღლი დონისას);

·         თვალის სწრაფი დაღლა კითხვისას, წერისას, კომპიუტერთან მუშაობისას;

·         მუშაობის დროს თვალის დაძაბვა (თვალების წვა, თავის ტკივილი);

·         ამბლიოპიაზარმაცი თვალი»);

·         თვალის ხშირი ანთებითი პროცესები.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ოფთალმოლოგი ატარებს დიაგნოსტიკას და ნიშნავს:

·         ფოროპტორზე მხედველობის შემოწმება;

·         ავტორეფრაქტომეტრია (თვალის რქოვანას გამოკვლევა);

·         კერატომეტრია (რქოვანას ოპტიკური ძალის გამოკვლევა);

·         ექობიომეტრია (თვალის სიგრძის გაზომვა).

 

მკურნალობა

დაავადების მკრუნალობა მოიცავს:

·         სათვალეს;

·         კონტაქტურ ლინზებს.

 

სრული გამოჯანმრთელება შესაძლებელია მხოლოდ ოპერაციის ჩატარებით:

·         გამჭვირვალე ლინზის ჩანაცვლება;

·         თერმოკერატოპლასტიკა (დაბალი ენერგიის რადიოტალღების თბური ზემოქმედება);

·         თერმოკერატოკოაგულაცია (რქოვანას რეფრაქციული ძალის გაზრდა);

·         ლინზის იმპლანტაცია.

 

საშიშროება

გართულებულმა შორსმხედველობამ შეიძლება გამოიწვიოს:

·         ბინოკულარული მხედველობის დარღვევა;

·         სიელმე;

·         სიბრმავე;

·         თვალის შიდა წნევის აწევა (გლაუკომა).

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ცუდად განათებულ სივრცეში კითხვის / კომპიუტარეთან მუშაობის გამორიცხვა;

·         მხედველობის დაძაბვისა და დასვენების მონაცვლეობა;  

·         მუშაობისას ყოველი 20-30 წუთის შემდეგ თვალის ვარჯიშების ჩატარება.