შეძენილი გულის მანკი

 

შეძენილი გულის მანკი - წარმოადგენს გულის სარქვლის მორფოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ვითარდება გულის ქრონიკული დაავადებების შედეგად ან აღნიშნული ორგანოს ტრავმებით.   

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         რევმატიზმი;

·         ათეროსკლეროზი;

·         ინფექციური ენდოკარდიტი;

·         ორგანოების სიფილისით დაავადება;

·         გულის სარქვლის დამაკავშირებელი ქსოვილების დიფუზური დაზიანება;

·         გულის სარქვლის ფუნქციების დარღვევა

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         გახშირებული გულისცემა;

·         გულის არეში ტკივილი;

·         ხუთვა;

·         შეშუპება და გულის უკმარისობის სხვა ნიშნები. 

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         ელექტროკარდიოგრაფია;

·         ექოკარდიოგრაფია;

·         გულმკერდის რენტგენი. 

·         გულის ღრუს ზონდირება;

·         ანგიოგრაფია

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ქირურგიულ ჩარევას;

·         ძირითადი დაავადების გართულებებისა და რეციდივების პროფილაქტიკა;

·         გულის რითმის დარღვევის პროფილაქტიკა.

 

საშიშროება

უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მწვავე გულის უკმარისობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს პაციენტის დაღუპვა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         რევმატიზმის პროფილაქტიკა;

·         სიფილისის პროფილაქტიკა;

·         სეპტიკური მდგომარეობის პროფილაქტიკა;

·         გაკაჟება;

·         კარდიოლოგის რეგულარული კონტროლი;

·         გამოზომილი ფიზიკური დატვირთვა;

·         დიაგნოსტიკური ღონისძიებების რეგულარულად ჩატარება.